in

5 აუცილებელი ნივთი კომფორტული ცხოვრებისთვის – Homeis.ge-ს რჩეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთეულები

21-ე საუკუნეში მცხოვრები ადამიანისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიები საგრძნობლად ამარტივებს ყოველდღიურობას და მას ბევრად მოსახერხებელს ხდის. ტექნიკამ ცხოვრების გაადვილების, დროის დაზოგვის, მისი სასარგებლოდ გამოყენებისა და ეფექტური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა მოგვცა. ერთ-ერთი განსაკუთრებული გამოგონება, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ბევრად კომფორტული გახადა – საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. თუ გადავხედავთ გასულ საუკუნეებს, მივხვდებით, რამხელა უპირატესობით ვსარგებლობთ, როდესაც სხვადასხვა მოწყობილობები ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში გვეხმარებიან ან ჩვენს მაგივრად აკეთებენ ამას. ეს არის ის, რაც ხელს გვიწყობს, საკუთარი დრო და ენერგია სწორი და უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მივმართოთ. დღეს გვინდა სწორედ სახლის იმ ტექნიკაზე გესაუბროთ, რომელიც განსაკუთრებულ კომფორტსა და სიმარტივეს შემოიტანს სახლში და ცხოვრებას ბევრად უფრო სასიამოვნოსა და თქვენზე მორგებულს გახდის.

1.სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოგონებაა, რომელმაც კაცობრიობის ცხოვრების წესი, შეიძლება ითქვას, საგრძნობლად გაამარტივა. ჭუჭყიანი ტანსაცმლისა თუ ტექსტილის ხელით გარეცხვას, ხანგრძლივ დროსთან ერთად, დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის ძალიან დაბინძურებული და დალაქავებულია. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი იმის საშუალება მოგვცა, რომ ეს შრომატევადი სამუშაო, ჩვენს მაგივრად, მარტივად და სწრაფად, მანქანამ შეასრულოს. სხვადასხვა სარეცხი საშუალებებით, ნებისმიერი სახის ჭუჭყის მოშორებაა შესაძლებელი, რაც მთავარია ისე, რომ ქსოვილი არ დაზიანდეს და არ შეილახოს. ტექნიკური მოწყობილობა მეტი სიზუსტითა და სიფრთხილით ასრულებს იმ სამუშაოს, რომელსაც ხელით დამუშავების შემთხვევაში, შესაძლო დაზიანება მოჰყვება, ეს ყოველივე კი მას საგრძნობ უპირატესობას ანიჭებს. თანამედროვე ბაზარზე სარეცხი მანქანის ფართო არჩევანია, თუმცა ჩვენი ყურადღება დღეს Samsung-ის WW12TP84DSH/LP მოდელმა მიიქცია, საინტერესო დიზაინის, 12 კილოგრამიანი ჩატვირთვის მქონე მანქანა, სენსორულად იმართება და რეცხვისას სარეცხის დამატების შესაძლებლობას იძლევა, რაც დამატებით კომფორტს სძენს მის მფლობელებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჭურჭელი ის აუცილებელი ელემენტია, რომელსაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, ამიტომ მისი გარეცხვა და გასუფთავება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ბევრისთვის ეს არასასიამოვნო პროცესთან არის დაკავშირებული, რომლის შესრულება დღის განმავლობაში პერიოდულად უწევს. ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ ცხოვრება ბევრად კომფორტული გახადა, რადგან აღარ გვიწევს მუდმივად დასვრილი ჭურჭლის რეცხვა, ვინაიდან ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ჩვენს მაგივრად ამას ტექნიკა აკეთებს. მოწყობილობა განსაკუთრებით მოსახერხებელი იმ შემთხვევაშია, თუ ბავშვები გყავთ, რომლებიც ხშირად იყენებენ სხვადასხვა ჭურჭელს, ასევე კარგი გამოსავალია ხალხმრავლობის პერიოდში, სტუმრების გამასპინძლებისას, უამრავი გასარეცხი ნივთის დაგროვების დროს, როდესაც ძალიან დაღლილი და ენერგია გამოცლილი ხართ, ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობა სახლის წესრიგსა და სისუფთავეზე თქვენს მაგივრად იზრუნებს. კომპანია BOSCH-ის SPS2IKI02E მოდელი მიმზიდველი დიზაინითა და მდგრადობით ხასიათდება, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს სამზარეულოს სივრცეში და ყოველდღიურ საქმიანობას ბევრად შეამსუბუქებს. სასურველი პროგრამის მონიშვნის შემთხვევაში, ჭურჭლის სისუფთავესა და წმენდაზე თქვენს მაგივრად იზრუნებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. რობოტი მტვერსასრუტი

სახლის დალაგება ყოველდღიური რუტინის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. დღევანდელ სამყაროში, როდესაც დრო ასე ფასობს, ადამიანებს მუდმივად სადღაც ეჩქარებათ, უამრავი საქმე და პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, საუკეთესო დამხმარე საშუალება – თანამედროვე ტექნიკაა, რომელიც უმცირეს ვადებში, სწრაფად და მარტივად ასრულებს იმ სამუშაოს, რომლისთვისაც ხშირად  ძალა და ენერგია აღარ გვყოფნის. რობოტი მტვერსასრუტი სახლის სისუფთავესა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნავს, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ჭუჭყისგან სივრცის ნებისმიერ ზონას ეფექტურად წმენდს და შესაძლებლობას გაძლევთ, ამ პერიოდში სრულიად სხვა საქმე აკეთოთ, დრო კი თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ. დღეს ყურადღება ჩვენს რჩეულ მოდელზე – EUFY RoboVac 15C B2C Black Iteration გვინდა გავამახვილოთ, რომელიც თქვენი მონაწილეობის გარეშე სახლის სისუფთავეზე იზრუნებს. ხელსაწყო მშრალი წმენდის ტიპით ხასიათდება და ნებისმიერი სახის ზედაპირს, სწრაფად და მარტივად მოაშორებს მტვერსა და ჭუჭყს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. ავტომატური მიქსერი

ცხოვრების გამარტივებისა და მეტი კომფორტისათვის ავტომატური მიქსერი, რომელსაც ხელით დახმარება არ სჭირდება, თანამედროვე ტექნოლოგიების კიდევ ერთი საჩუქარია. დღეს ბევრად უფრო ადვილია სხვადასხვა კერძის მომზადება, სიახლეების ცდა და საყვარელი ადამიანების დანაყრება. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მინიმალური დროის დანახარჯით, მიქსერი თქვენს მაგივრად იზრუნებს სხვადასხვა ტიპის ცომეულის მომზადებაზე, რომლის საშუალებითაც საკუთარი თავი, თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები შეგიძლიათ კულინარიული ექსპერიმენტებით გაანებივროთ. ის განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტული იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი, ოჯახი და ბავშვები ჰყავთ, ამავდროულად კულინარიით არიან გატაცებული და  საკონდიტრო ნაწარმი გამორჩეულად უყვართ. მიქსერი ჯანსაღი და გემრიელი საკვების მომზადებაში დაგეხმარებათ და თქვენს ყოველდღიურობას გაცილებით გაამარტივებს. არაერთი დიზაინისა და ფერის ავტომატური მიქსერები არსებობს დღეს ბაზარზე, თუმცა ჩვენ ARDESTO ფირმის KSTM-8040 პროდუქტზე შევჩერდით, რადგან ის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა ინგრედიენტების ასათქვეფად და ცომის მოსაზელად. მოდელი უჟანგავი ფოლადის თასისგან შედგება, 6 ბრუნვის სიჩქარე კი მაქსიმალურად ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. ყავის აპარატი

ყავის აპარატი ნებისმიერი სივრცის გამორჩეული და საყვარელი ნივთია, რომელიც ყოველდღიურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. როდესაც დილას გემრიელი და განსხვავებული არომატის ყავით ვიწყებთ, ის ბევრად უფრო პროდუქტიული და ნაყოფიერია. განსაკუთრებით აქტიური დღის პირველი ნახევარია, როდესაც თავის მოწესრიგება და (ოჯახის არსებობის შემთხვევაში) ბავშვების მომზადება გვიწევს სკოლისა და ბაღისთვის. დროის მცირე მონაკვეთში, სანამ სხვა საქმით ვართ დაკავებული, აპარატი ჩვენთვის სასურველ ყავას გვიმზადებს. ის მნიშვნელოვანი ნივთია სამუშაო გარემოშიც, რადგან შესვენებისა და განტვირთვისთვის განკუთვნილ პერიოდს, უფრო სასიამოვნოს ხდის და ყოველდღიურობას ბევრად ამარტივებს. BOSCH TKA8013 მოდელი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ნებისმიერ სივრცეში. მიმზიდველი დიზაინის პროდუქტი, მოსახერხებელი გამჭვირვალე წყლის ავზითა და მარტივად სამართავი ფუნქციებით, თქვენთვის სასურველ, გემრიელ და არომატულ ყავას მოგიმზადებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ალბერტო კამპო ბაესა — არქიტექტორი საინტერესო მიდგომებითა და ცხოვრების წესით

გემოვნებიანი ინტერიერი ხელოვნების ნიმუშებით – ბინა კეკელიძის ქუჩაზე