in

სახლის ტექნიკა ახალი წლისთვის – Homeis.ge-ს სასაჩუქრე იდეები VELI.store-დან

საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის საგრძნობლად გვიმარტივებს ყოველდღიურობას და ჩვენს დროსა და ენერგიას ზოგავს. ახალი წელი ყველაზე კარგი პერიოდია ტექნიკის გასაახლებლად და სხვისთვის არაჩვეულებრივი საჩუქრის გასაკეთებლად, რადგან ამ დროს კომპანიები და მაღაზიები უამრავ ფასდაკლებასა და აქციას გვპირდება, რაც საშუალებას გვაძლევს ყველაზე საჭირო და აუცილებელი ნივთები დიდი შეღავათით შევიძინოთ.

VELI.store-ზე, რომელიც ქართულ ბაზარზე გამორჩეული ციფრული საყიდლების ველია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მრავალფეროვანი, ხარისხიანი და საინტერესო ასორტიმენტია წარმოდგენილი. კომპანიის კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურება კი სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს ვადებში, სასურველ ნივთს ადგილზე გვაწვდის. რაც მთავარია, საახალწლოდ, სრულიად უფასოდ, ნივთის შეფუთვისა და მისალოცი ბარათის დაწერის სერვისსაც გვთავაზობს, რაც დატვირთულ სადღესასწაულო სამზადისს საგრძნობლად გვიმსუბუქებს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ტექნიკის იმ მოდელებს VELI.store-დან, რომლებიც საახალწლოდ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის იდეალური საჩუქარი იქნება.

1. აეროგრილი  

აეროგრილი საუკეთესო საჩუქარია კულინარიის მოყვარულთათვის. მისი დახმარებით საყვარელი კერძების მომზადება ბევრად უფრო ჯანსაღად და გემრიელადაა შესაძლებელი ისე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს პროდუქტის გემო და არომატი.  აპარატს აქვს გრილის, აეროგრილის, პლანჩა გრილის, შეწოვის, გამოცხობის, დაბრაწვის, გამოშრობის, დეჰიდრატაციის და გაცხელების ფუნქციები. მისი გამოყენება შეგიძლიათ ქალაქგარეთა თუ პიკნიკზე, ნებისმიერი ამინდის პირობებში, რადგან ტექნიკა წყლის მიმართ მდგრადია და დიდი ხნის განმავლობაში გამართულად მოგემსახურებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. საფქვავი  

უჟანგავი ფოლადის გამძლე და მარტივად გამოსაყენებელი საფქვავი საუკეთესო საშუალებაა მარილის, პილპილისა თუ სხვადასხვა სუნელის დასაფქვავად. ის ადვილი მოსახმარია და ნებისმიერ სამზარეულოში ძალიან პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ნივთია. საფქვავში ჩაშენებულ კერამიკულ სახეხ სისტემას წვრილად და უხეშად დაფქვა შეუძლოა, თავად ხელსაწყოს დიზაინი კი საკმაოდ დახვეწილი და კომპაქტურია.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. ყავის აპარატი

ყავის აპარატი ნებისმიერ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან ის ერთ-ერთი საჭირო და ფუნქციური ნივთია, რომელიც ძალების აღდგენასა და დღის სასიამოვნოდ წარმართვაში გვეხმარება. პროდუქტის შესაძენად  საახალწლო პერიოდი ყველაზე კარგი დროა. აპარატის დახმარებით ყოველ ჯერზე შესაძლებელია შეუდარებელი არომატისა და განსაკუთრებული გემოს მქონე ყავის დაგემოვნება. ხოლო რძის ამომყვანი შესანიშნავი კონსისტენციის რძის ქაფის მომზადებას უზრუნველყოფს. მოდელი საკმაოდ მარტივი, კომფორტული მოსახმარია და დიდ ადგილს არ იკავებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. ხელის მტვერსასრუტი

მტვერსასრუტი სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად აუცილებელი ელემენტია. ხელის მტვერსასრუტი კი ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელი საშუალებაა ავეჯის, ოთახებისა თუ სხვადასხვა ზონის სწრაფად და ეფექტურად გასაწმენდად.  აპარატს გააჩნია რეცხვადი ფილტრი, მრავალჯერადი და წყლით გაწმენდადი მტვრის კონტეინერი. პრაქტიკული აქსესუარებით კი რთულად მისადგომ კუთხეებშიც შესაძლებელია იდეალურად დალაგება და სისუფთავის დაცვა.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. ფირსაკრავი

ფირსაკრავი საუკეთესო საჩუქარი იქნება ნებისმიერი მელომანისა და მუსიკის მოყვარულთათვის. მისი დახმარებით სახლში განსაკუთრებული, სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება, რომელიც თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს განწყობას აგიმაღლებთ.  მექანიკური, ვინტაჟური ფირსაკრავი ხარისხიან, მკაფიო ხმას უზრუნველყოფს და ინტერიერშიც გამორჩეულ აქცენტებს შეიტანს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. პიცის ღუმელი

ძლიერი და მარტივად სამართავი პიცის ღუმელი უგემრიელესი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ. მაღალი ხარისხის ცეცხლგამძლე ქვის ფირფიტა სწრაფად და იდეალურად ამზადებს პიცას, სპეციალურად დამუშავებული ზედაპირი კი ნარჩენებსა და ზეთს არ იწოვს, ამიტომ გასაწმენდად მარტივია. ტექნიკის ეს მოდელი საუკეთესო საჩუქარი იქნება პიცის მოყვარულთათვის და მათ საშუალებას მისცემს გამორჩეული კერძი სახლშიც, პროფესიონალურ დონეზე მოამზადონ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

7. ტოსტერი 

გემრიელი საუზმისთვის ტოსტერი აუცილებლად დაგჭირდებათ. დახვეწილი დიზაინის ხელსაწყო, რომელიც უმოკლეს დროში საოცარ ტოსტებს მოგიმზადებთ, ნებისმიერ ადამიანს გაახარებს. ტოსტერს აქვს ტოსტის გალღობის, მომზადების, ხელახალი გაცხელების ფუნქციები და ტემპერატურის 6 დონე, რომელთა რეგულირება და კონტროლი კორპუსზე მოთავსებული რეგულატორიდან ხდება. რაც მთავარია, აპარატში ერთდროულად 4 ნაჭერი პურის ტოსტირებაა შესაძლებელი.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ტექნიკის თითოეული მოდელი მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა. ყველა მათგანი იდეალური საჩუქარი იქნება სახლში მოფუსფუსე ადამიანებისა და კულინარიის მოყვარულთათვის. ამასთანავე, საახალწლოდ VELI.store-ის უფასო შეფუთვისა და ბარათის დაწერის სერვისით სარგებლობაც შეგიძლიათ, რათა თქვენი საჩუქარი კიდევ უფრო საზეიმო და მიმზიდველი გახადოთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ბუნებით შთაგონებული ხის სახლის ინტერიერი იტალიაში

საფასადო ბლოკი — გამოყენების სფეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე