in

ბუნებით შთაგონებული ხის სახლის ინტერიერი იტალიაში

Banner M2
Banner M2

ისეთ ადგილებში, სადაც სახლი ბუნებითა და მისი ელემენტებითაა გარშემორტყმული, ხშირად ლანდშაფტი ინტერიერის დიზაინშიც აისახება. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე იტალიაში მდებარე საცხოვრებელთან, რომელიც მთლიანად ხის მასალითაა ნაშენები და ინტერიერი ბუნებრივი ხის მასალით არის შთაგონებული.

სახლის საერთო ფართობი 130 კვადრატული მეტრია და ის 2019 წელს აშენდა. მინიმალისტური სტილი პროექტში მთების, ტყისა და ბორცვების ხასიათს აერთიანებს და უნიკალურ დიზაინს იძლევა, დახვეწილი ფორმებითა და თანამედროვე ავეჯით.

პროექტი მოიცავს შესასვლელ ნაწილს, სამზარეულოს, სასადილო ოთახსა და მისაღებს. მეორე სართულზე ვხვდებით აბაზანას და მთავარ საძინებელს, თუმცა სახლის პროექტში მთავრის გარდა კიდევ სამი დამოუკიდებელი საძინებელია გათვალისწინებული. მისაღები ოთახის ნაწილი გარე სივრცეს ტერასის საშუალებით უკავშირდება.

ფოტოები: Marco Zanta

რა არის მაიოლიკა და რისთვის იყენებენ მას ინტერიერის დიზაინში

სახლის ტექნიკა ახალი წლისთვის – Homeis.ge-ს სასაჩუქრე იდეები VELI.store-დან