in

პროექტისთვის, „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ჟიურიმ პროექტისთვის, „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. შედეგების პრეზენტაცია 9 ნოემბერს გაიმართა. 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. პირველი პრემია, 20 ათასი ლარი, „თბილისის არქიტექტურულმა ბიურომ“ (ბექა ნიკიფი, გიორგი ჯვარშეიშვილი, თორნიკე კუბლაშვილი) მიიღო, მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს (ნუცა ნადარეიშვილი, ნიკოლოზ გურაბანიძე, ლევან სიხარულიძე, სოფო მამულაშვილი, პავლე ბურდული) გადაეცათ ფულადი პრემია – 15 ათასი ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს (გიორგი ქობულია) კი – 10 ათასი ლარი.

პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – 17 საცხოვრებელი სახლისა და კომერციული ზონისგან, რომელზეც სასტუმრო, ოფისები, საგანმანათლებლო და co-working (საერთო სამუშაო სივრცე) სივრცეები, ფიტნეს დარბაზი, კვებისა და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები უნდა მოეწყოს. კონკურსი სწორედ პროექტის მეორე ნაწილს, საზოგადოებრივი-საქმიანი სივრცის განვითარებას შეეხებოდა. მონაწილეებს ნამუშევრებში უნდა წარმოედგინათ ზონის მოწყობის მათეული კონცეფცია, იდეები და მიდგომები.

ი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ საკმაოდ კომპლექსური პროექტია და მუშაობის პროცესში ბევრი ამოცანის გადაჭრა მოგვიხდა. უნდა შეგვექმნა ნამუშევარი, რომელიც უკვე არსებულ გარემოს მოერგებოდა, იქნებოდა უნიკალური ნიშნის მატარებელი და, რაც მთავარია, კომფორტული ფეხითმოსიარულეთათვის. სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მოგვცა. ვფიქრობ, კონკურსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც პროფესიული განვითარებისთვის, ისე ქალაქის ურბანული გარემოს სწორად მოწყობისთვის“, – ამბობს ბექა ნიკიფი, კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი.

პირველი ადგილის მფლობელი პროექტი

კომპანია „არსის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, განსხვავებული იდეებისა და კონცეფციების გაზიარების გარდა, სწორედ ამგვარი ღია კონკურსების პოპულარიზაცია და ურბანული გარემოს განვითარების პროცესში დამოუკიდებელი არქიტექტორების ჩართულობის გაზრდა იყო.

„ჩვენი მიზანი უნივერსიტეტის ქუჩაზე მნიშვნელოვანი ურბანული ღირებულების სივრცის შექმნაა, რაშიც კონკურსის მონაწილეებისგან მიღებული საინტერესო იდეები და ხედვები დაგვეხმარება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ერთგვარ მაგალითად ვაქციოთ სხვებისთვისაც, რადგან განსხვავებული იდეების გაზიარება საუკეთესო შედეგების მომტანია როგორც კომპანიებისთვის, ისე ქალაქის ურბანული განვითარებისთვის“, – ამბობს კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბესო ორთოიძე.

მეორე ადგილის მფლობელი პროექტი

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადებული ღია კონკურსის ნამუშევრები 6 დამოუკიდებელი არქიტექტორისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულები ანონიმური წესით, ავტორთა ვინაობის ცოდნის გარეშე გამოავლინა.

„არქიტექტურული კონკურსები საქართველოში იშვიათად ტარდება. კერძო კომპანიის მიერ მისი ორგანიზება კიდევ უფრო იშვიათია, ასეთი სულ ორი შემთხვევა მახსენდება. „არსის“ ინიციატივა მნიშვნელოვანი კიდევ იმითაა, რომ მან შექმნა პირველი პრეცედენტი, როცა კომპანიამ ჟიურის სრული დამოუკიდებლობა მისცა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია“, – ამბობს არქიტექტორი და ჟიურის თავმჯდომარე, ნიკა შავიშვილი.

პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ აქტიურ ფაზაშია, ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. კომერციული ზონის მოწყობისთვის კი, საბოლოო პროექტს კომპანია კონკურსის გზით მიღებული წინადადების საფუძველზე მოამზადებს და მის განვითარებასაც ახლო მომავალში დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „არსს“ უკვე განხორციელებული აქვს ისეთი წარმატებული პროექტები, როგორებიცაა: „შენი სახლი ჯიქიაზე“, „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“, „შენი სახლი სამგორში“ და „შენი სახლი ლისზე“. „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ მისი რიგით მე-5 პროექტია.

მესამე ადგილის მფლობელი პროექტი

 

ბინა გოგებაშვილის ქუჩაზე არტ-დეკოს ელემენტებით – თაკო სარიშვილის ინტერიერი

#რაშენდება: ოუშენ ვაკე პარკი “ოუშენ კაპიტალისგან”