in

8 ადგილი თბილისში, სადაც კონსოლს შეიძენთ

თანამედროვე ინტერიერში, შემოსასვლელ თუ მისაღებ ზონებში, ხშირად შეხვდებით ორიგინალურ კონსოლებს, რომლებიც სივრცეს მოხდენილობას სძენს და დამატებით სათავსოსაც ქმნის. ფერადი, განსხვავებული დიზაინის მოდელები ხშირად საინტერესო აქცენტების შესაქმნელად გამოიყენება.

დღეს იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც კონსოლებს შეიძენთ.

1. კომფორტერი

კომფორტერი“ მომხმარებელს ავეჯის კომფორტულ და მიმზიდველ მოდელებს სთავაზობს, რომლებიც ხარისხითა და მდგრადობით გამოირჩევა. არაერთ საინტერესო პროდუქტთან ერთად, შოურუმში კონსოლებსაც შეხვდებით, რომლებიც ინტერიერის სრულყოფაში დაგეხმარებათ.

2. Verona 

იტალიური განწყობის შესაქმნელად „Verona“-ს შოურუმი კონსოლების მიმზიდველ მოდელებს გთავაზობთ, რომლებიც გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს.

3. Mysa

Mysa“ თავის მომხმარებელს ყოველთვის ანებივრებს ესთეტიკურად დახვეწილი, მიმზიდველი პროდუქციით. თუკი კონსოლის შეძენას გეგმავთ, მაღაზია საინტერესო კოლექციას გთავაზობთ.

4. INTERIORISMO 

ორიგინალური, ხარისხიანი მოდელები დაგხვდებათ „INTERIORISMO“-შიც, სადაც თქვენთვის სასურველი კონსოლის შერჩევას მარტივად შეძლებთ და ინტერიერში საინტერესო აქცენტებს შექმნით.

5. JYSK

ინტერიერში მინიმალიზმისა და სკანდინავიური ესთეტიკის შემოსატანად „JYSK“-ის შოურუმი უნდა მოინახულოთ. აქ შერჩეული კონსოლის წყალობით, თქვენს სივრცეს სისადავესა და დახვეწილობას შესძენთ.

6. FORUM By New Light 

FORUM By New Light“-ში ის მრავალფეროვანი, მომხიბლავი კოლექციაა წარმოდგენილი. მათ შორისაა მომხიბვლელი კონსოლებიც, რომლებიც, მიმზიდველ დიზაინთან ერთად, ინტერიერში დამატებით სათავსოსაც შექმნის.

7. Ashley HomeStore Georgia

მისაღები და შემოსასვლელი სივრცის გასალამაზებლად კონსოლის შეძენა კარგი გადაწყვეტილებაა. საინტერესო მოდელების შესარჩევად შეგიძლიათ „Ashley HomeStore Georgia“-ს შოურუმი მოინახულოთ.

8. ICR HOME

სახლის განსაახლებლად დიდ არჩევანს გთავაზობთ „ICR HOME“-იც, სადაც კონსოლების მრავალფეროვანი მოდელები დაგხვდებათ. ისინი თქვენს ინტერიერს უფრო კომფორტულს, მყუდროსა და მომხიბვლელს გახდის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

საზღვაო კონტეინერისგან შექმნილი ნაგებობა კიკეთში – კომპანია „რუმბოქსის“ ნამუშევარი

იდეალური საოჯახო სახლი შვედეთის სოფელში