in

ლონდონში მდებარე ლოფტის სტილის ბინა აგურის კედლებით

ლონდონში, Kings Cross-სა და Angel-ს შორის არსებული ყოფილი ქარხნის შენობა სახლებად გადაკეთდა, თუმცა, ძველი ქარხნის ატმოსფერო ბინებში კვლავ იგრძნობა.

Banner M2
Banner M2

ლოფტის სტილის ბინას აქვს ორმაგი სიმაღლის ჭერი, ძველი ქარხნის ფანჯრები, რომლებიც ოთახებს ბუნებრივი განათებით ავსებს და გამოკვეთილი აგურის ნაკეთობა სახლის თითქმის ყველა ოთახშია.

სახლის ეს ინდუსტრიული ბაზა შერწყმულია თანამედროვე და ვინტაჟურ ავეჯთან, უამრავ წიგნების თაროსთან და ნამუშევრებთან, რომლებიც კედლებს ავსებს. საძინებელი და აბაზანა, ბუნებრივი ეფექტისთვის, ლურჯ ელფერშია შეღებილი.

საცხოვრებელი ფართი არის ერთი დიდი ღია დაგეგმარების სივრცე, რომელიც გასართობად შესანიშნავი ადგილია.

ანტიკური ორმაგი კარები დერეფნიდან წიგნებით სავსე მისაღებ ოთახში მიგიყვანთ.

თავდაპირველად საცხოვრებელი ფართი მოიცავდა პატარა მისაღებ ოთახს ცალკე საძინებლით. ახლა სივრცე გაიხსნა მყუდრო, წიგნებით სავსე მოსასვენებელი ადგილისთვის და ფართო სასადილო ოთახისთვის / სახლის ოფისისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ღია დაგეგმარების მქონე ოთახი, იატაკის საშუალებით, სივრცე ბუნებრივად ორ ზონად იყოფა. სასადილო ოთახი ორი საფეხურით მაღლაა და აქ ხის მშვენიერი, თბილი იატაკია. მოსასვენებელი სივრცის იატაკი კი ბეტონისაა.

დიდი სასადილო ოთახით, მაგიდით, დივნით და სახლის ოფისით ეს სივრცე მრავალფუნქციურია. სასადილო ოთახიდან პატარა სამზარეულოში შევდივართ, რომელსაც ვენეციური შელესილი კედლები და ანტიკური ხის სამუშაო მაგიდები აქვს. ოთახი ძალიან პატარაა, ამიტომ ჭკვიანურია, რომ აქ ზედა კარადები არ გვხვდება, რაც სივრცეს კიდევ უფრო დააპატარავებდა. ამის ნაცვლად, გამოყენებულია მინის თაროები.

საძინებელს აგურის კედლები აქვს და აქ შენარჩუნებულია ძველი ქარხნის ფანჯარა. კედლების ნაწილი შეღებილია ლურჯ ელფერში.

ჩაშენებული კარადებიც იმავე ლურჯ ტონშია შეღებილი, რათა ისინი პატარა საძინებელს სრულად შეერწყას.

აბაზანაშიც ლურჯის იგივე ტონია გამოყენებული, რომელსაც კაშკაშა თეთრი ფილები, ანტიკვარული ფერწერა და სარკეები ერწყმის.

როგორ ვიმუშაოთ ფერთან: ექსპერტების 10 რჩევა

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) კანდიდატის სტატუსი მიენიჭა