in

სად შევიძინო სასადილო მაგიდა? — Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები „კომფორტერიდან“

ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად მაგიდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას როგორც ფუნქციური ასევე, ესთეტიკური დატვირთვა ენიჭება. გარდა იმისა, რომ მაგიდა ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეკრებისა და გემრიელი კერძების დაგემოვნების მთავარი ადგილია, მას სხვადასხვა დანიშნულებითაც იყენებენ — სამუშაოდ, გასართობად, სათავსოდ. ამიტომ აუცილებელია, ხარისხიანი, მდგრადი, დახვეწილი და მოსახერხებელი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. დღეს Homeis.ge-ს 5 რჩეულ პროდუქტს გაგაცნობთ ავეჯის მაღაზია „კომფორტერიდან“. ისინი თქვენს ინტერიერს დახვეწილობასა და ელეგანტურობას შესძენს.

1. ARMANI  

მოდელი სიმტკიცითა და ხარისხით გამოირჩევა. იგი დიდი ხნის განმავლობაში დაამშვენებს თქვენს სასადილო სივრცეს. ნაცრისფერი მაგიდა, ფუნქციურობასთან ერთად, ესთეტიკურადაც გაამდიდრებს ინტერიერს და მას მიმზიდველობასა და მომხიბვლელობას შესძენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგიდა იშლება, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. Westin II

ეს კლასიკური, დახვეწილი მოდელი ნებისმიერ სივრცეში ელეგანტურ შტრიხებს შეიტანს და ოთახს მდიდრულ იერს შესძენს. შავი ფერის, გამორჩეული დიზაინის მქონე ეს მაგიდა ყურადღებას დანახვისთანავე იპყრობს. გასაშლელი მექანიზმის წყალობით, მოდელს სურვილისამებრ, სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. DUNE 

მაგიდა ავეჯის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ოჯახური შეკრებების დროს იგი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ამიტომაც, ტევადი, პრაქტიკული და, ამავდროულად, მომხიბლავი დიზაინის მოდელის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. მოცემული მოდელი თქვენს ინტერიერში უნიკალურ შტრიხებს შეიტანს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. INFINITY

გასაშლელი მექანიზმის მქონე, კერამიკის ელემენტებით დამზადებული მაგიდა თქვენი კომფორტის გარანტიაა. საგანგებო მექანიზმის წყალობით, შეგიძლიათ, ის სასურველ ზომაზე დააყენოთ. მოდელის დახვეწილი ფორმები სივრცეს ელეგანტურობას შესძენს. თუ ორიგინალური და საინტერესო ინტერიერის შექმნა გსურთ, ეს პროდუქტი სასურველი გარემოს შექმნაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. SALVADORE

თუ სახლის მოწყობას მინიმალისტურ სტილში აპირებთ, სადა, დახვეწილ და, ამავდროულად, ელეგანტურ ავეჯს ეძებთ, ეს მოდელი აუცილებლად დაგაინტერესებთ. იგი ნაზი, მსუბუქი დიზაინითა და საოცარი მიმზიდველობით გამოირჩევა. მოდელი საკმაოდ ფუნქციურია: საგანგებო მექანიზმის დახმარებით, მის მოთავსებას ნებისმიერი ზომის სივრცეში შეძლებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

აღსანიშნავია, რომ თითოეული მოდელი პოლონეთში იწარმოება და ხარისხითა და მდგრადობით გამოირჩევა. ორიგინალური დიზაინის წყალობით, ისინი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციაა.

შეგახსენებთ, რომ სხვა არაერთ საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტთან ერთად, ავეჯის მაღაზია „კომფორტერში“ დახვეწილი დიზაინის მაგიდების შეძენასაც  შეძლებთ. მაღაზია თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-სა და ს. ცინცაძის N14-ში მდებარეობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის ახალი პოლისი „შინ“ — რას სთავაზობს მომხმარებელს და რატომაა უნიკალური პროდუქტი ქართულ ბაზარზე

1820 წელს აშენებული ინგლისური კოტეჯი