in

“ვენეტო დიზაინის” შოურუმში დაბადებული იდეა, როგორც სრულყოფილი პროექტი – მარი დემეტრაშვილის ნამუშევარი კრწანისში

სამზარეულო ყოველთვის იყო და რჩება სახლის ერთ-ერთ მთავარ გულად. ეს სივრცე არა მხოლოდ საკვების მომზადების ადგილი, არამედ ოჯახის ყოველდღიური შეხვედრისა და ურთიერთობის წერტილია, ამიტომაც მისი დიზაინისა და ავეჯის შერჩევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, საქართველოში ეს პროცესი ხშირად პრობლემატურ ამოცანად იქცევა – მომხმარებლებს უჭირთ მასალების სწორად შერჩევა, რეალურად წარმოდგენა იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამზარეულო დასრულებულ სივრცეში და როგორ მოერგება კონკრეტული ფაქტურა ან ტონი მთლიან ინტერიერს. სწორედ აქ იჩენს თავს ხარისხიანი შოურუმის მნიშვნელობა, სადაც დეტალების სიზუსტე და პროფესიონალური კონსულტაცია პროცესს გაცილებით მარტივსა და თავდაჯერებულს ხდის.

“ვენეტო დიზაინის” შოურუმი თბილისში

მარი დემეტრაშვილი, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელიც დღევანდელ ინტერვიუში საკუთარ პროექტზე საუბრობს, განსაკუთრებულად გამოყოფს სწორედ ამ საკითხს. მისი თქმით, სამზარეულოს ავეჯის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რადგან საქმე გვაქვს არა მხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკასთან, არამედ ყოველდღიური კომფორტის, გამძლეობისა და ფუნქციონალის განსაზღვრასთან. საქართველოში კი დიზაინერები და დამკვეთები ხშირად  იძულებულნი ხდებიან, არჩევანი გააკეთონ მხოლოდ კატალოგებზე, მცირე ნიმუშებზე ან ინტერნეტში მოძიებულ ფოტოებზე დაყრდნობით, რაც რეალურ შედეგს ხშირად აცდენილია.

მარი დემეტრაშვილი

ამ ვითარებაში „ვენეტო დიზაინი“ იქცევა იდეალურ პლატფორმად, რომელიც სრულყოფილად აკმაყოფილებს თანამედროვე მომხმარებლისა და დიზაინერის საჭიროებებს. შოურუმში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ მასალების შერჩევა არ იყოს აბსტრაქტული ან არასწორ წარმოდგენებზე დამყარებული. აქ შესაძლებელი ხდება ავეჯის სისტემებისა და ზედაპირების რეალური სახით ნახვა, სხვადასხვა ტექსტურის, ფერისა და მასალის კომბინაციის გამოცდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ვენეტო დიზაინის“ კონსულტანტები ყოველთვის ინფორმირებულები არიან დეტალებზე – მათ იციან, როგორ მოიქცევა კონკრეტული მასალა დროთა განმავლობაში, რა უპირატესობა ან სუსტი მხარე შეიძლება ჰქონდეს მას, და როგორი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი კონკრეტულ სივრცეში.

როგორც მარი დემეტრაშვილისგან ვიგებთ, სწორედ „ვენეტო დიზაინში“ მიღებული გამოცდილება გახდა კრწანისის პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. პროექტის ავტორისთვის „ვენეტო დიზაინის“ შოურუმი იქცა არა უბრალოდ პროდუქტის შერჩევის ადგილად, არამედ იმ “სცენად”, სადაც დამკვეთმა და დიზაინერმა ერთად დაინახეს, როგორ გარდაიქმნებოდა იდეა კონკრეტულ, დასრულებულ ინტერიერად. კრწანისის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ქართულ რეალობაში ხარისხიანი შოურუმის როლი შეუცვლელია — ის ქმნის იმ თავდაჯერებასა და სიზუსტეს, რაც აუცილებელია ნებისმიერი სივრცის შესაქმნელად.

მარი, გვიამბეთ თქვენი კრწანისის პროექტის შესახებ…

ეს არის ბინა, რომელიც შედგება ორი საძინებლის, სამუშაო კაბინეტის, აბაზანისა და ტერასისგან. მისაღები და სამზარეულო გაერთიანებულია სტუდიოს ტიპის სივრცედ, სადაც ბუნებრივი სინათლე და თავისუფალი განლაგება ქმნის ჰარმონიულ ატმოსფეროს.

ინტერიერი გადაწყვეტილია თანამედროვე კლასიკურ სტილში — მსუბუქი ფერები და სუფთა ხაზები ერწყმის დახვეწილ დეტალებს. აქ გამოყენებულია უახლესი ტენდენციები, ინოვაციური განათების სისტემები, თანამედროვე სამზარეულოს გადაწყვეტები და საუკეთესო მასალები. საბოლოო შედეგი ქმნის თანამედროვე ლუქსის განცდას — ინტერიერს, რომელიც არ ცდილობს საკუთარი მდიდრულობა გამოკვეთოს ან ზედმეტად წარმოაჩინოს, არამედ ბუნებრივად, მშვიდად და დახვეწილად გამოხატავს საკუთარ ფასეულობას. ეს არის კლასიკური, თანამედროვე და თვითკმარი სივრცე, სადაც სიმდიდრე და ელეგანტურობა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

რაში მდგომარეობდა საპროექტო დავალება და როგორ განახორციელეთ თქვენ, როგორც დიზაინერმა, საკუთარი ჩანაფიქრი?

დავალება მდგომარეობდა მინიმალისტური, მაგრამ დახვეწილი სივრცის შექმნაში, სადაც კომფორტი და პრაქტიკულობა თანაბრად იქნებოდა გათვალისწინებული. ჩემი ჩანაფიქრი განვახორციელე თანამედროვე მასალებისა და მაღალი ხარისხის ბრენდების კომბინაციით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სივრცის ჰარმონიას, ბუნებრივ განათებასა და დეტალების ერთმანეთთან თანხვედრას.

ვისაუბროთ კონკრეტულად სამზარეულოზე. რა ბრენდები გამოიყენეთ ამ სივრცეში და რატომ შეარჩიეთ არჩევანი მათზე? 

Pedini-ს ავეჯი ჩვენთვის გამორჩეული აღმოჩნდა არა მხოლოდ ინოვაციური დიზაინითა და ფუნქციონალურობით, არამედ ფასისა და ხარისხის იდეალური თანაფარდობითაც. ასევე ძალიან დიდი უპირატესობა იყო ღრმა ტონალობის შპონების ფართო არჩევანი და ქარხნული ანტივანდალური დამუშავება, რაც სამზარეულოს ფასადების შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

რაც შეეხება ზედაპირს, ამ შემთხვევაში გამოვიყენე Inalco-ს პროდუქცია. იგი გამოირჩევა გამძლეობითა და უნიკალური ტექსტურით, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ ელეგანტურობას ანიჭებს.

საინტერესოა, რა როლი შეასრულა „ვენეტო დიზაინის“ შოურუმმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში – ვიზუალის, ხარისხისა თუ ტექსტურის კუთხით?

„ვენეტო დიზაინის“ შოურუმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბოლოო კონცეფციის ჩამოყალიბებაში. აქ მქონდა შესაძლებლობა, რეალურად დამენახა მასალების ვიზუალი, შემესწავლა ტექსტურები და გამომეცადა მათი ხარისხი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამეხმარა სამზარეულოს ავეჯის არჩევასა და მის გონივრულ განაწილებაში — კომპანიის წარმომადგენლების გამოცდილება და ცოდნა თავიდან გვარიდებს შეცდომებს და გვაძლევს სასურველ შედეგს.

შოურუმი ის სივრცეა, სადაც მასალების შერჩევა გაცილებით ადვილი და თვალსაჩინო ხდება, რადგან ინტერნეტ-გვერდები ვერასდროს გადმოსცემენ მათ რეალურ ვიზუალურ მხარეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შოურუმის წარმომადგენლების როლი — ისინი დეტალურად განმარტავენ, გვასწავლიან და გვაცნობენ თითოეული ბრენდის თავისებურებებს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

როგორ დაახასიათებდით აღნიშნულ პროექტს?

პროექტს დავახასიათებ, როგორც ჰარმონიულ, თანამედროვე და ფუნქციურ სივრცეს, სადაც თითოეული დეტალი ერთიანად მუშაობს და ერთმანეთთან სინერგიას ქმნის. იგი შესრულებულია ძალიან დახვეწილად, გემოვნებით და თითოეული ელემენტი ზუსტად არის შერჩეული. მინდა გამოვყო დამკვეთის დახვეწილი გემოვნება, რამაც საშუალება მომცა, შემექმნა ისეთი ჰარმონიული და დეტალებზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო სურათს ქმნის.

ქართული დიზაინ სტუდიის მიერ შექმნილი სწრაფი კვების ობიექტი ბერლინში – Due-ს ნამუშევარი