მხატვარი და დიზაინერი მარი დააჟი (Marie Daage), მისი სახელობის ფაიფურის ბრენდის შემქმნელი, საკუთარ კოლექციებში სხვადასხვა ისტორიული სტილების ელემენტებს იყენებს.
ლიმოჟის ფაიფურის ისტორიის ახალი გვერდი ადგილობრივი ოსტატებისა და თანამედროვე მხატვარ-დიზაინერების თანამშრომლობამ დაწერა. მათ რიცხვში ფრანგი მარი დააჟიცაა. სერვირების ჭურჭელი და ნივთები, რომელსაც ის ქმნის, ნაკეთობების თავისებური მოხატულობითაა გამორჩეული.
„მე ფაიფურზე საღებავის დატანა ფართო მოსმით მიყვარს“ – ყვება მხატვარი – ეს ტექნიკა რაღაცით აკვარელს წააგავს“. ამჟამად მარი დააჟის პალიტრაში 59 ელფერია.“ყველა ფერი ბუნებას დავესესხე“ – ამბობს მარი. „ფერწერის ნიუანსების გარჩევაში ბავშვობიდან ვვარჯიშობდი“
„მშობლებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში კარიბის კუნძულ მარტინიკაზე ვცხოვრობდი. ოკეანეს ხშირი თვალიერებისას მივხვდი, რომ ის მრავალფეროვანია! ჩემი სახლის ინტერიერში მუქ ლურჯს დაინახავთ, ზღვის ელფერს, ფერს რომელსაც ჩვენ «eau de nile»-ს (ნილოსის წყლები) ვეძახით.
თავიდან XVIII საუკუნის საკარმიდამო სანადირო სახლს წარმოადგენდა, მაგრამ XIX საუკუნეში ის მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეს მარტო საძინებლების რიცხვი 20 – ია. „ახლახანს სააბაზანო და სამზარეულო განვაახლეთ, ახლა გადახურვისა და ფასადის ჯერია. სასახლის ცხოვრება ინტერიერების შეუჩერებელ რესტავრირებასთან არის დაკავშირებული“ – ყვება მხატვარი.
აქ ლუდოვიკო XVI -ს დროინდელი ბევრი ანტიკვარიატია. მეორე სართულის კიბე დირექტორიის სტილშია აღდგენილი. ტექსტილის ორნამენტებში ფლორისტული მოტივები ჭარბობს. ბევრი ქსოვილი ტროპიკული ფრინველების გამოსახულებითაა. ეს მარის ერთ-ერთი საყვარელი სიუჟეტია.
„ბავშვობაში საათობით შემეძლო ჩიტების თვალიერება (საბედნიეროდ კუნძულზე ისინი ბევრი იყო) და მათი უცნაური სახელების დამახსოვრება. ჩემთვის ეს ძალიან თბილი მოგონებებია“ – ყვება მარი.
ზედა სართულის სასტუმრო დააჟმა ნაპოლეონის რეზიდენციის – „Château de Malmaison“-ის ინსპირაციით გააფორმა. „სხვათა შორის, ჟოზეფინა დე ბაგარნეც მარტინიკის გვერდზეა! – აღნიშნავს დააჟი. – მე იმ დროის საბრძოლო კარვების იერით ვხელმძღვანელობდი: კედლები და ჭერი ნაჭრითაა გადაჭიმული, იატაკზე აღმოსავლური ხალიჩებია, ხოლო ჟურნალის მაგიდის მაგივრად სამოგზაურო სკივრი დგას“.
კოლონიალური ავეჯისა და დეკორატიული ნაჭრების სიყვარული მარის დედისგან ერგო. მას გოგონა „rue du Mail“ და „place de Furstenberg“ -ის დიზაინერულ მაღაზიებში ხშირად დაჰყავდა. „მახსოვს, სანამ დედა გამყიდველებთან საუბრით იყო დაკავებული, ნაჭრებში მთლიანად ვეხვეოდი და ძალიან ვმხიარულობდი“ – ამბობს დააჟი.
გამხიარულების უნარი, დიასახლის აზრით, დიდ სახლში ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. „რა საჭიროა ამდენი ოთახი, თუ ისინი ცარიელია? – ამბობს ის – როცა მეუღლესთან ერთად ვხვდებით, რომ დარბაზებში დიდი ხანია მუსიკა და ბავშვების სიცილი არ აჟღერებულა. „WhatsApp“-ში შექმნილ ოჯახურ ჯგუფში შეტყობინებებს ვაგზავნით ტექსტით – „ვიკრიბებით უქმეებზე!“ და როგორც წესი, ამართლებს!“