in

მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლი თანამედროვე დიზაინით

Banner M2
Banner M2

ეს სახლი მისმა მეპატრონეებმა ლეიმ და ბენმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი მეგობრის მამისგან შეიძინეს. შენობა, რომელიც დელავერის შტატში მდებარეობს, 1924 წელს არის აშენებული და თავდაპირველად ის იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ წყვილს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწია იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი საცხოვრებელი თანამედროვე პირობებზე ყოფილიყო მორგებული.

ოჯახს არც ისე დიდი ბიუჯეტი გააჩნდა, შესაბამისად, ძირითადი აქცენტი სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე გაკეთდა , ხოლო ინტერიერის მოწყობის მხრივ, წყვილმა შედარებით ეკონომიური გზა აირჩია. ლეიმ და ბენმა სახლში ბევრი მეორადი და ბიუჯეტური ავეჯი გამოიყენეს, რამაც მათ საშუალება მისცა, დაეზოგათ ფინანსები და რაც არანაკლებ საინტერესოა, მიეღოთ სახლი, სახასიათო ინტერიერით – ძველებური შარმითა და თანამედროვე შტრიხებით.

რამდენიმე რჩევა სამზარეულოს გამწვანებისთვის

ისტორია “Meissen”-ის თეთრი მაგიის შესახებ