in

მიკრო ბინა მკვეთრი აქცენტებით კიევში

Banner M2
Banner M2

ეს უმშვენიერესი ბინა კიევში მდებარეობს და მის ინტერიერზე დიზაინერმა ოლგა ბონდარმა იმუშავა. სივრცის საერთო ფართობი სულ რაღაც 30 კვადრატული მეტრია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მასში ყველა ფუნქციური ზონა ფიგურირებს და ის მის ბინადრებს სრულ კომფორტს სთავაზობს.

აღნიშნული პროექის მთავარი ღირსება სივრცის სწორად ათვისებაა. აქ თითოეული დეტალი ზედმიწევნით არის გათვლილი და წინასწარ დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი სანტიმეტრი ეფექტურადაა გამოყენებული.

ბინა სხვენში მდებარეობს, ამიტომ აქ გვხვდება დახრილი კედლები და ჭერის ფანჯარა, რაც სივრცეს სრულიად უნიკალურ იერს სძენს. მაღალი ჭერის წყალობით კი ანტრესოლის გაკეთება მოხერხდა და საძინებელი მეორე დონეზე მოთავსდა.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ის მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, მაგრამ იმდენად ორიგინალური შტრიხებით არის გაფორმებული, რომ ერთფეროვნების შეგრძნება არ ჩნდება. ბინაში თეთრი ფერი დომინირებს, თუმცა აქცენტების სახით შემოსული ცისფერი კარადა და მწვანე რბილი ავეჯი სივრცეს სრულიად ორიგინალურ ხასიათს ანიჭებს.

ფერთა წრე და ელფერების შეხამების სქემები ინტერიერში

ტელევიზორი ინტერიერში – როგორ მოვარგოთ ის სახლის დიზაინს