in

მოდერნისტული ბინა საუცხოო ხედით ავსტრალიაში

Banner M2
Banner M2

ეს საუცხოო საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ავსტრალიაში, სიდნეიში მდებარეობს, სტუდია Esoterico-ს ეკუთვნის. პროექტის სახელწოდებაა “Bunker in the Treetops”, რაც შემდეგნაირად ითარგმნება: “ბუნკერი ხის კენწეროებზე”.

როგორც პროექტის ავტორები იხსენებენ, სივრცე თავდაპირველად მართლაც ბუნკერს წააგავდა ბეტონის კარკასითა და მეტალის ფანჯრებით, მაგრამ დახვეწილი დეკორის ელემენტებისა და ავეჯის გამოყენებით დიზაინერებმა ის ულამაზეს თანამედროვე სტილის ბინად აქციეს.

სახლის ცენტრი ღია გეგმარების მქონე მისაღები წარმოადგენს, სადაც სამზარეულო და სასადილო ზონებიც არის გაერთიანებული. ოთახს მართკუთხა მოგრძო ფორმა აქვს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კედელი სრულად შუშის არის, სივრცე უხვად განათებულია და ბინადრებს ყოველდღიურად საუცხოო ხედებით ატკბობს.

ყურადღებას იქცევს ინტერიერის დიზაინი, რომელიც საკმაოდ ორიგინალურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ გვხვდება ისეთი დეტალები, როგორიც არის ტყავის ავეჯი, სპილენძის ზედაპირები და ხის მასალა. ამ სტილის დეკორი საკმაოდ კარგად ეწერება სივრცის დიზაინში და მას ძალიან საინტერესო ელფერს სძენს.

მყუდრო ინტერიერის 10 აუცილებელი შემადგენელი

ქართული არქიტექტურა და დიზაინი როგორც დამოუკიდებელი ცნება – ინტერვიუ “იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელთან, ნანა ზაალიშვილთან