in

კომპანიები თბილისში, სადაც მწერებისგან დამცავ ბადეებს დაგიმზადებენ

თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, დღის წესრიგში, სახლში მწერების გაჩენის პრობლემაც დგება, რომლის თავიდან ასაცილებლად,  ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი მწერებისგან დამცავი ბადეების დამონტაჟებაა.აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  გარდა მწერებისა, ამგვარი ბადეები მტვრისა თუ ჭუჭყისგან დაცვასაც უზრუნველყოფს.

აუცილებელია, რომ დამცავი ბადეები ფუნქციურად მოხერხებული იყოს და ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათი სახლის ინტერიერთან თავსებადობაც – თანამედროვე მწერებისგან დამცავი ბადეები ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ სად შეძლებთ მათ დამზადებას თბილისში.

დიო

კომპანია „დიო“ მომხმარებელს სთავაზობს მწერებისგან დამცავ ბადეებს, რომლებიც ყველანაირი კლიმატური პირობების მიმართ არის მდგრადი. „დიოს“ მწერებისგან დამცავი ბადეების მონტაჟი შესაძლებელია როგორც კარზე, ასევე ფანჯარაზე, რაც დამატებით კომფორტს ქმნის სახლებსა თუ ოფისებში.

ობა

მწერებისგან დამცავი ბადეების ფართო არჩევანს გთავაზობთ კომპანია „ობა“, აქ შეძლებთ შეიძინოთ გოფრირებული, ჩასასმელი ან ანჯამებზე (პეტლზე) მოძრავი დამცავი ბადეები.

ვერტისოლი

„ვერტისოლში“ მომხმარებელს სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქციას სთავაზობს,  აქ შეგიძლიათ როგორც მუქი, ასევე თეთრი ფერის ბადეების შეძენა. იქნება ეს პლისე, უძრავი თუ ანჯამებზე.

ბროკომპი

„ბროკომპში” ნებისმიერი ტიპის მწერებისგან დამცავ ბადეების შეკვეთაა შესაძლებელი, რომელიც გერმანული მასალითა და ფურნიტურით მზადდება.

ელ ჯი ჯი

„ელ ჯი ჯი“ მოტივირებულია ქართველ მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხი შესთავაზოს ხელმისაწვდომ ფასად. კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა სისტემებს.

ლაზი

ჩასადგმელი და ბადე/სლაიდს, შეძენა დამონტაჟება შეგიძლიათ კომპანია“ლაზის“ დახმარებით, რომელიც თანამშრომლობს ევროპულ ბრენდებთან და უზრუნველყოფს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ვინბლოკი

კომპანია „ვინბლოკი“ მწერებისგან დამცავი ბადეების დამზადებასა და მონტაჟს მეტალპლასტმასის ფანჯრებზე უზრუნველყოფს, აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სტაციონარული ბადე, ანჯამებზე მოძრავი ბადე და პლისე ბადე.

დუპლექსი საუცხოო ხედით იოსელიანის ქუჩაზე – ნინო პაიჭაძის არაორდინალური ინტერიერი

რა არის Color-Block და როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში?