in

MUA-ს ნავსაყუდელი Archilovers-ის 2022 წლის რჩეულ პროექტთა სიაში მოხვდა

MUA – Architecture & Placemaking-ის პროექტი, MUA Getaway Place, Archilovers-ის 2022 წლის ერთ-ერთი რჩეული პროექტი გახდა, რომელიც 50,000-ზე მეტი ნამუშევრიდან აირჩა.

Archilovers-ი არის პირველი სოციალური სივრცე არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. ის წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც სრულიად უფასოდ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, შემოქმედებს საკუთარი პროექტების განთავსება, მოსაზრებებისა და ინტერესების გაცვლა, დიზაინერებისა და არქიტექტორების გაცნობა და პროფესიული პროფილის შექმნა შეუძლიათ.

MUA-ს პროექტი, რომელიც გუნდის წევრებისთვის განტვირთვის შესაძლებლობას, დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, მდებარეობს თბილისის ზღვაზე, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე.

გადამზიდი კონტეინერის არქიტექტურა MUA-ს კვლევის მნიშვნელოვანია ნაწილია, თანამედროვე არქიტექტურაში. ტრადიციული სამშენებლო მასალების ჩანაცვლება, მეორადი, კომპაქტური, წინასწარ დამზადებული ფოლადის ყუთებით და სხვადასხვა ფუნქციური სივრცის შექმნა მოითხოვს ინტენსიურ კვლევასა და ექსპერიმენტებს. მასალებზე დაკვირვება, მათი პოტენციური, ხელახალი გამოყენება და გაბედული ექსპერიმენტები – ის პროცესებია, რომლებიც გადამზიდი კონტეინერების არქიტექტურას ახასიათებს. მოცემული პრაქტიკა კი საინტერესო შედეგებს იძლევა.

საოფისე კონტეინერი 12 მეტრი სიგრძის კონსტრუქციაა, რომელსაც ბევრი დადებითი მახასიათებლები აქვს – ეკოლოგიურად მდგრადია, შესაძლებელია მისი ხელახალი გამოყენება, ეკონომიურია და მშენებლობის მინიმალურ დროს მოითხოვს, რადგან „წინასწარ დამზადებული“ პროდუქტია.

ინტერიერში კონტეინერის ხაზოვანი განლაგება შენარჩუნებულია. მის კიდეებზე განლაგებულია დასასვენებელი ადგილი, აბაზანა და სათავსო. შუა ნაწილი კი მოიცავს საერთო სივრცეს, მისაღებ ოთახს, პატარა სამზარეულოსა და სამუშაო მაგიდას. ამასთანავე, შიდა ნაწილი იხსნება და ზაფხულობით ზღვის ხედით ტკბობაა შესაძლებელი.

ფოტოგრაფი: Giorgi Mamasakhlisi, Nakanimamasakhlisi

 

 

VELI.Store-ის საახალწლო დეკორაციები სახლიდან გაუსვლელად – Homeis.ge-ს რჩეული ნივთები

2022 წლის 7 მიკრო-ტენდენცია ინტერიერში