in

VELI.Store-ის საახალწლო დეკორაციები სახლიდან გაუსვლელად – Homeis.ge-ს რჩეული ნივთები

31 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად საახალწლო სამზადისიც უფრო აქტიურ ფაზაში შედის და მღელვარებაც მატულობს. რამდენად მოასწრებთ ყველა იმ დეტალის გათვალისწინებას, რაც ჩაფიქრებული გაქვთ? –  ნაძვის ხის მორთვა, საახალწლო დეკორაციის მომზადება, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების მოფიქრება და შეძენა, ყველა საჭირო პროდუქტის ყიდვა – ეს ყველაფერი უამრავ დროს მოითხოვს. ამას ემატება ისიც, რომ სამსახურში განსაკუთრებით დატვირთული ხართ, რადგან წლის ბოლოს ბევრი საქმეა მოსაგვარებელი. თუ ბავშვებიც გყავთ, აქტიურად გიწევთ ჩართვა სკოლის ან ბაღის საახალწლო სამზადისშიც. შესაბამისად, ნაკლები დრო გრჩებათ მაღაზიებში სასიარულოდ და ნივთების შესარჩევად. მითუმეტეს, თბილისში არსებული საცობები, პროცესს კიდევ უფრო აჭიანურებს. ამიტომ ყველაზე მთავარი, რაც ამ დაჩქარებულ ცხოვრების ტემპში გჭირდებათ დროა. სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინა კომპანია VELI.Store-მ და მის სივრცეში განთავსებულ ყველა ხელშესახებ ნივთთან ერთად, ყველაზე ძვირფასი ღირებულება – დრო შემოგთავაზათ.

 VELI.Store-  პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დახარჯოთ თქვენი დრო თქვენთვის, რაც გაცილებით აუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს, მას მეტად მოხერხებულსა და თქვენზე მორგებულს ხდის. კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ ველიზე დაზოგილი დროით, ეს იქნება რამდენიმე წუთი თუ საათი, ადამიანებმა შეძლონ დაკავდნენ სხვადასხვა, უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო აქტივობებით და დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმონ. VELI.Store-ი წარმოადგენს ციფრული საყიდლების ველს, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს ყველა საჭირო ნივთი ერთ კომფორტულ სივრცეში, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ონლაინ მაღაზიაში შესაძლებელია შერჩეული პროდუქციის მიღება იმავე დღეს, სამ საათში, თბილისის ფარგლებში და საშუალოდ 2-5 დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით. პლატფორმაზე თქვენ ნახავთ უამრავ საინტერესო, განსხვავებულ, დახვეწილ და საჭირო ნივთს საახალწლო პროდუქციიდან, რომელიც თქვენს ინტერიერს დაამშვენებს და სიახლეს, ამაღლებულ განწყობასა და ემოციებს შემოიტანს როგორც თქვენს საცხოვრებელ, ისე სამუშაო სივრცეში. ამავდროულად შესაძლებელია ორიგინალური საჩუქრების შერჩევაც.

დღეს VELI.Store-დან ორი ბრენდის, Boltze-სა და Chehoma-ს პროდუქცია შევარჩიეთ, რათა გაგვემარტივებინა თქვენთვის წინა საახალწლო სამზადისი და სადღესასწაულო დეკორაციის გასაფორმებლად ახალი იდეები მოგვეწოდებინა.

Boltze არის სახლის აქსესუარებისა და სასაჩუქრე პროდუქტების მწარმოებელი გერმანული ბრენდი, რომელიც თავის პროდუქციას ევროპასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1964 წლიდან აწარმოებს. ბრენდმა საჩუქრების იდეებითა და თანამედროვე დიზაინის საყოფაცხოვრებო აქსესუარებით სახელი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი მის ფარგლებს გარეთ გაითქვა. დაარსების დღიდან Boltze-ს დევიზია: „წარმატებული ხარისხის მენეჯმენტი = კმაყოფილ მომხმარებელს“. კომპანიას ყოველწლიურად ბაზარზე 6000 ახალი პროდუქტი შემოაქვს.

ბელგიური ბრენდი Chehoma კი 30 წელზე მეტია, რაც დეკორაციას ცხოვრების სტილად აქცევს. მისი კოლექციები მუდმივად ვითარდება – ინდუსტრიული, ვინტაჟური, მომხიბლავი, რუსტიკული და ანტიკური სტილის კომბინაციასთან ერთად, კომპანია მუდმივად ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვე ტენდენციებს და შექმნას უნიკალური ნივთები, რაც თქვენს სახლს მყუდრო და განსაკუთრებულ გარემოდ აქცევს.

Boltze-ს სოკოს ფორმის საახალწლო დეკორაცია

ხისგან დამზადებული, ყავისფერ და შავ ფერებში გადაწყვეტილი, სოკოს ფორმის დახვეწილი აქსესუარი, შეგიძლიათ განათავსოთ ნაძვის ხესთან, ორიგინალური შტრიხი შეიტანოთ საახალწლო ინტერიერში და ის ტყის პეიზაჟის შთაგონებით მოაწყოთ. შესაძლებელია დეკორის იატაკზე დადება შემოსასვლელსა და მისაღებ ოთახებში, რათა თქვენი ინტერიერი ბუნების დეტალებით გაამდიდროთ. მოდელი თავისი დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით, განსაკუთრებით ჰარმონიულად შეეწყობა მინიმალისტურ სტილს და საოცრად მიმზიდველ კომბინაციას შექმნის. მოცემული პროდუქტის შეძენა VELI.Store-ზე 49 ლარად შეგიძლიათ.

Boltze-ს დეკორატიული, დათოვლილი ნაძვის ხე 

ჩინური ნაძვის ტიპის დეკორატიული ნაძვის ხე, რომელიც პლასტმასისა და ხის მასალისგანაა დამზადებული, ყველა ფართობის შიდა სივრცეს იდეალურად ერგება. თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დიდი ზომის ნაძვის ხე განათავსოთ თქვენს ინტერიერში, მაშინ ეს კომპაქტური და პრაქტიკული აქსესუარი, რომელიც დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, მისი კარგი ალტერნატივაა. ასევე, კარგი გადაწყვეტილებაა ამ პატარა ნაძვის ხის დადგმა სამუშაო და საძინებელ ოთახებში, რათა სახლის ყველა ნაწილში საახალწლო ატმოსფერო იგრძნობოდეს. ვებგვერდზე პროდუქტის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

Boltze-ს ნაძვის ხის მოსართავი სოკო 

მუქ წითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი, შუშისგან დამზადებული სოკოს ფორმის სათამაშო, იდეალურად შეეხამება ნაძვის ხის მწვანე ფერს. განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალს მივიღებთ სოკოს ფორმის საახალწლო დეკორაციისა და ნაძვის ხის მოსართავი სათამაშო სოკოს კომბინაციით, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში თავს ზღაპრულ, ჯადოსნურ ტყეში გვაგრძნობინებს. ლამაზი და მიმზიდველი აქსესუარი ნებისმიერ საახალწლო დეკორაციას დაამშვენებს და ბუნების ელემენტებით გაამდიდრებს. სათამაშოს შეძენა,VELI.Store-ის ონლაინ მაღაზიაში, 15 ლარად შეგიძლიათ.

Boltze-ს ნაძვის ხის მოსართავი ბურთები 

VELI.Store-ზე შეხვდებით ნაძვის ხის მოსართავ კომპლექტს, რომელშიც თავმოყრილია 12 ცალი წითელი და თეთრი, სხვადასხვა პრინტით შექმნილი, მბზინვარე ეფექტის მქონე სათამაშო ბურთები. ეს აქსესუარები ნაძვის ხის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ საახალწლო დეკორში შეხვდებით ფერად ბურთებს, მის გარეშე სადღესასწაულო გაფორმება თითქოს წარმოუდგენელია. მოდელის დიზაინი და ფერთა გამა საშუალებას იძლევა სხვადასხვა გაფორმების სტილს ჰარმონიულად შეერწყას. კარგად შეეხამება როგორც მწვანე, ასევე თეთრ და ვარდისფერ ნაძვის ხეებს. ნათელი და მკვეთრი ვიზუალურ ელემენტებით უფრო მიმზიდველს გახდის ინტერიერს. პროდუქტის ფასია 29 ლარი.

Chehoma-ს ნაძვის ხის სათამაშო

სასაჩუქრე ყუთის ფორმის სათამაშო, ნამდვილად გაგილამაზებთ ახალი წლის დღეებს. წითელი, თეთრი და მწვანე ფერთა გამის მქონე, დახვეწილი დიზაინის აქსესუარი, გააფორმებს თქვენს არა მარტო ნაძვის ხეს, არამედ სახლის ინტერიერსაც. მაგალითად, ეს კომპლექტი, რომელიც სამი სათამაშოსგან შედგება, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ საკიდზე, ბუხართან ან საწოლთან და დეტალებზე აქცენტირებით სივრცის თითოეული ნაწილი მორთოთ, რაც უფრო მეტად აგიმაღლებთ თქვენ და თქვენს გარშემო მყოფებს სადღესასწაულო განწყობას. კომპლექტის ფასი 39 ლარს შეადგენს და მისი შეძენა VELI.Store-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

Chehoma-ს ნაძვის ხის სათამაშო

ეს ორიგინალური და საინტერესო ვიზუალის მქონე სათამაშოების წყვილი, საუცხოოდ გააფორმებს ნაძვის ხეს და საახალწლო დეკორაციას  მინიმალისტურ და ელეგანტურ ხაზს შესძენს. ნატიფი დიზაინისა და სადა ფერების მქონე სათამაშო არა მარტო ნაძვის ხეს, არამედ კედლის დეკორაციასაც დაამშვენებს. მაგალითად, საახალწლო დეკორატიულ გვირგვინში  ამ სათამაშოების გამოყენება ორიგინალურობასა და მრავალფეროვნებას შემატებს მას და მდიდრულ იერსახეს მიანიჭებს. ამასთანავე, დიზაინის საერთო, ჰარმონიულ ხაზს შექმნით კედლისა და ნაძვის ხის საერთო დეკორის გამოყენებით. ვებგვერდზე ამ პროდუქტის ღირებულება 107 ლარია.

Chehoma-ს საახალწლო დეკორი

VELI.Store-ზე კიდევ ერთ ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავი დიზაინის მქონე საახალწლო აქსესუარის ნახვაა შესაძლებელი. სუვენირი, სახლისა და სამუშაო სივრცის ნებისმიერ ადგილს დაამშვენებს, ეს იქნება ნაძვის ხის კუთხე, საძინებელი ოთახი თუ სამუშაო მაგიდა. მოდელი ერთ-ერთი გამორჩეული ნივთია, რომელიც ნამდვილად შეგიქმნით საახალწლო ატმოსფეროს და სადღესასწაულო განწყობას შეგმატებთ. ეს აქსესუარი შესაძლოა გახდეს ერთგვარი მოგონებების შემნახველი ადგილი და არაერთი ლამაზი, შობა-ახალი წლის დღეები გაგახსენოთ. ასევე, საუკეთესო საჩუქარი შეიძლება იყოს თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საახალწლო სუვენირები მოსწონს.

შინაგანი განწყობით შთაგონებული ინტერიერის დიზაინი – ინტერვიუ ნინო არზიანთან

MUA-ს ნავსაყუდელი Archilovers-ის 2022 წლის რჩეულ პროექტთა სიაში მოხვდა