საახალწლო ინტერიერსა თუ ექსტერიერს, თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. საყვარელ ადამიანებთან ერთად ნაძვის ხის დადგმა და სახლის მორთვა, დღესასწაულად აქცევს წინა საახალწლო პერიოდსაც და სასიამოვნო ემოციებით გვაკავშირებს ერთმანეთთან. თუ უკვე დაიწყეთ საშობაო სამზადისი და გსურთ თქვენი სივრცე უფრო ორიგინალური და შთამბეჭდავი გახადოთ, დღეს მოგიყვებით იმ ადგილების შესახებ, სადაც საახალწლო დეკორაციების შერჩევასა და თქვენთვის სასურველი პროდუქციის შეძენას შეძლებთ.
The why not gift shop
The why not gift shopწარმოადგენს Why not gallery-ს ონლაინ მაღაზიას, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა არტისტების მიერ შესრულებული ლიმიტირებული და ორიგინალური ნივთების შეძენა. წელს მაღაზიაში წამოდგენილია გამორჩეული დიზაინისა და კონცეფციის მქონე ნაძვის ხის სათამაშოები, რომელთა შეძენა მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში შეუძლია.
ამბიენსი
ინტერიერის მაღაზია “ამბიენსი”, 15 წელია რაც საქართველოს ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს. ის ყოველ წელს განახლებულ კოლექციას სთავაზობს მომხმარებელს და ზღაპრული, საახალწლო გარემოს შესაქმნელად, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გპირდებათ. მაღაზიაში ნახავთ საშობაო, მოძრავ და მუსიკალურ დეკორაციებს, ნაძვის ხის მოსართავებს, სუვენირებს, ყველა იმ ნივთს, რომელიც სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. მისამართი: ი.აბაშიძის N2.
საახალწლო აქსესუარები
„საახალწლო აქსესუარები“, ცოტნე დადიანის N321 ნომერში მდებარეობს. ეს კიდევ ერთი სივრცეა თბილისში, რომელიც თქვენი სახლის გალამაზებაზე და საახალწლო მორთულობაზე იზრუნებს. საახალწლო განათებები, ნაძვის ხის მოსართავები, ლამაზი აქსესუარები, სათამაშოები – ყველა ის ნივთი თუ დეტალი, რომელიც ჯადოსნური დღის გაფერადებაში დაგეხმარებათ, ერთ სივრცეში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
საახალწლო მაღაზია „დანდი“
საახალწლო მაღაზია „დანდი“, საახალწლო კოლექციის დიდ არჩევანს გთავაზობთ. ხის საახალწლო აქსესუარები, ნაქსოვი თოჯინები, ანგელოზები, თოვლის ბაბუები, სათამაშო კურდღლები, კერამიკული ნივთები და მრავალი საინტერესო დეკორაცია, რომელიც თქვენს სახლს განსაკუთრებულობასა და ჯადოსნურობას შემატებს. მისამართი: ბელიაშვილის N61.
Coincasa
Coincasa 2011 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. მაღაზია იტალიური სტილის უნიკალურ პროდუქციას გთავაზობთ, რაც თქვენს სახლს გამორჩეულ და განსაკუთრებულ იერს მიანიჭებს. ძირითადი კოლექციის გარდა, ყოველწლიურად განახლებული სეზონური კოლექცია, კონკრეტული წლის მოდურ ტენდენციებს ითვალისწინებს და უნიკალურ ხაზს ქმნის. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საახალწლო ჭურჭელი, სუფრა, აქსესუარები. მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N37; აქსის თაუერსი.
Mysa
Mysa-ში უამრავი საინტერესო და ლამაზი ნივთი დაგხვდებათ თქვენი ჯადოსნური საახალწლო დეკორაციისთვის. ნაძვის ხის სათამაშოების სეტი, ვარსკვლავები, საშობაო სანთლები, ორნამენტები, მძივები, მაკნატუნას საახალწლო ბურთი, ნაძვის ხის გასაფორმებელი მტრედები და ციყვები. სივრცეში დაგხვდებათ ყველა ის დეტალი, რომელიც თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულ სახეს მისცემს. მაღაზია თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, N6-ში მდებარეობს.
მაღაზია “ზაერი”
განსაკუთრებული ნაძვის ხის სათამაშოები მაღაზია “ზაერში” დაგხვდებათ. სხვადასხვა პერსონაჟის, ლამაზად გაფორმებული სათამაშოები განსხვავებულ და საინტერესო ვიზუალს შემატებს თქვენს საახალწლო დეკორს. სადღესასწაულო საღამოს მეტად დასამახსოვრებელსა და მაგიურს გახდის. მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის N72-ში მდებარეობს.
HOME
HOME არის სივრცე, სადაც საოჯახო ნივთების, საჩუქრების, საახალწლო აქსესუარების დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია დაგხვდებათ. ჯადოსნური აკრილის სათამაშოები, საახალწლო ჭურჭელი, ნაძვის ხის მოსართავები, საშობაო სათამაშოები. დახვეწილი და ორიგინალური დეკორაციები კიდევ უფრო დაუვიწყარსა და შთამბეჭდავს გახდის თქვენს სახლს. ეწვიეთ ფილიალებს, თბილისსა და ბათუმში და დაათვალიერეთ ულამაზესი პროდუქცია.
სუპერი
საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „სუპერი“ სხვა უამრავ ნივთთან ერთად, საახალწლო დეკორაციისათვის საჭირო მრავალფეროვან პროდუქციას გთავაზობთ. მაღაზიათა ქსელში მისულ მომხმარებელს დახვდება განათებების დიდი არჩევანი, კედლისა და კარის დეკორისთვის გვირგვინები და ნაძვის ხის ტოტები, ნაძვის ხის მოსართავები, სათამაშოები, წვიმები, ყვავილები, საშობაო ფიგურები, ორნამენტები, თოვლის ბაბუა და საახალწლო მაგიდის გასაფორმებლად საჭირო ყველა მასალა.
JYSK
შობა-ახალი წლის განწყობის შექმნაზე საახალწლო დეკორაციები დიდ როლს ასულებს. საშობაო მზადება ამაღელვებელი და საოცარი პროცესია, რომელსაც დიდი ყურადღებით ვეკიდებით, ვარჩევთ ნაძვის ხეებს, დეკორაციებს, განათებებს. იმისათვის რომ თქვენი დღესასწაული გამორჩეული გახადოთ, ეწვიეთ JYSK-ის ფილიალებს და აარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. კოლექცია მოიცავს, როგორც ტრადიციული, ისე სკანდინავიური ხასიათით შთაგონებულ ნივთებს.
ფანჯარა
“ფანჯარა“, პეკინის N27-ში მდებარეობს. მაღაზიაში არსებული კოლექცია კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და ჯადოსნურს გახდის დღესასწაულს. ახალი წლის სამზადისის პროცესი, კიდევ უფრო საინტერესო რომ იყოს, დაათვალიეროთ ძალიან ლამაზი და დახვეწილი პროდუქცია და შეარჩიეთ თქვენი ინტერიერისა თუ ექსტერიერისათვის საჭირო ნივთი.
გორგია
“გორგია”, მრავალფეროვანი პროდუქციით გამოირჩევა და საახალწლო კოლექციის დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. სხვადასხვა ფორმის, ზომისა და დიზაინის საშობაო დეკორი თქვენთვის სასურველ ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ნაძვის ხის წვიმები, მოსართავები, სათამაშოები, თმის აქსესუარები, გირჩები და საახალწლო სტიკერები, ყველაფერი რაც სახლის მორთვაში დაგეხმარებათ “გორგიას” ფილიალებში შეგიძლიათ ნახოთ.
კონტეინერი
ახალი წლის სამზადისი კიდევ უფრო ჯადოსნური და სახალისო იქნება “კონტეინერის” საახალწლო დეკორაციებით, სათამაშოებითა და ფერადი განათებებით. იმისათვის რომ სადღესასწაულო განწყობა აიმაღლოთ და ეს ემოცია თქვენს გარშემო მყოფებსაც გადასცეთ, საახალწლო დეკორაციების შერჩევა, სახლის მორთვა, საჩუქრების გამზადება საუკეთესო გზაა ამის მისაღწევად. ამიტომ, ეწვიეთ მარშალ გელოვანის N36-ში მდებარე მაღაზიას და დაათვალიერეთ მრავალფეროვანი კოლექცია.
BUY FAST
ონლაინ მაღაზია BUY FAST გეხმარებათ საახალწლო სამზადისის გამარტივებაში, დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით, გთავაზობთ დისტანციურ მომსახურებას. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ აარჩიოთ სხვადასხვა საახალწლო განათებები, ნათურები, ფარდები, აქსესუარები, სათამაშოები, ელფები, თოვლის ბაბუები, საშობაო დეკორაციები თქვენი სახლის ინტერიერისა და ექსტერიერისათვის.
Sezoni.ge
Sezoni.ge – კიდევ ერთი სივრცეა, რომელიც თქვენს სადღესასწაულო სამზადისსა და განწყობაზე იზრუნებს. მაღაზიაში მისულ მომხმარებელს საახალწლო კოლექციის დიდი არჩევანი დახვდება: ნაძვის ხეები, საახალწლო განათებები, მანათობელი ლამპარი, გვირგვინები, სათამაშოები, საშობაო აქსესუარები. ყველაფრის ნახვა და სასურველი პროდუქტის არჩევა დიღომში, აღმაშენებლის N2ბ-ში შეგეძლებათ.
საწყობი ბაბი
სათამაშოებისა და საჩუქრების მაღაზია “საწყობი ბაბი”, საახალწლო პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. მაღაზია გურამიშვილის გამზირის N15-ში მდებარეობს. სივრცეში დაგხვდებათ თოვლის ბაბუის სათამაშოები, დეკორატიული ირმები, საახალწლო ჭურჭელი, ნაძვის ხის სათამაშოები, დეკორატიული ყვავილები – უამრავი საახალწლო ნივთი, რომლის არჩევაც თქვენთვის სასურველ ფასადაა შესაძლებელი.
7 სპილო
“7 სპილო” არის სივრცე საახალწლო დეკორაციებისა და აქსესუარებისთვის. აქ თქვენ დაგხვდებათ ნაძვის ხეები, სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ინტერიერისა და ექსტერიერის საშობაო დეკორი. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სადღესასწაულო ნივთის შერჩევა და სახლის განსხვავებულად, საინტერესო დეკორაციებით მორთვა. მისამართი: ლილო მოლი.
ჯადოსნური ხე
“ჯადოსნური ხე” გთავაზობთ ძალიან საინტერესო, ორიგინალურ, ხელნაკეთ საახალწლო აქსესუარებს. იმისათვის, რომ თქვენს სახლს განსაკუთრებული იერი შესძინოთ, ხის ელემენტებით გაამდიდროთ და მოგონებები დაუვიწყარო გახადოთ, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი დიზაინის პროდუქტი და გაიმრავალფეროვნეთ საშობაო სამზადისი.