in

MYSA Home-ს ამიერიდან ახალი ონლაინ პლატფორმა ექნება

MYSA Home თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის #6-ში მდებარე მაღაზიაა, რომელშიც წარმოდგენილია ავეჯი და სახლის დეკორის ნივთები. შოურუმში გვხვდება ისეთი მსხვილი კომპანიების პროდუქცია, როგორებიცაა HKLiving, Ikea, Bloomingville, &Klevering, Red Edition, Business & Pleasure, Zava და ა.შ.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ამიერიდან MYSA Home-ს ონლაინ პლატფორმაც ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ბევრად გაუმარტივდება ნივთების შეძენა აღნიშნულ შოურუმში.

კომპანიის ახალ ვებ-გვერდზე ნაჩვენები პროდუქცია თემატურად დახარისხებული სახით არის წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სასურველი ნივთის მოძიების პროცესს, მისი ფასისა და ხელმისაწვდომობის გადამოწმებას. ამას გარდა, 200 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, კომპანია მის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მინიმალისტური ბინა ხის დეტალებით ქობულეთის ქუჩაზე – რუსუდან ბაქრაძის ინტერიერი

Richard Ginori-ის ფაიფური 1735 წლიდან დღემდე