in

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ლამინატის იატაკიდან? – 3 მარტივი მეთოდი

ლამინატი იატაკის გამძლე საფარია, რომლის პოპულარობა განპირობებულია მისი ესთეტიკური გარეგნობით, რომელიც ბუნებრივ ხეს, ან პარკეტს წააგავს. ამ ტიპის იატაკის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ღირებულებაცაა. როგორც ცნობილია, საფარის ხარისხი და მომსახურების ვადა დამოკიდებულია მასზე განხორციელებულ მექანიკურ ზემოქმედებასა და სხვა ფაქტორებზე.

თანამედროვე მწარმოებლები იძლევიან საიმედოობის გარანტიას, რაც გამოიხატება მყარი დამცავი ფენის შექმნაში, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ფიზიკურ სტრესსა და აბრაზიას. მიუხედავად ამ მახასიათებლებისა, ის მაინც შეიძლება დაზიანდეს ან დაიკაწროს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა მოვაშოროთ ლაქები და ნაკაწრები ისე, რომ ახალი ლამინატის საფარის გასაკეთებლად დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოგვიხდეს. იატაკის აღდგენა შესაძლებელია რამდენიმე მარტივი ხერხის გამოყენებით, მაგრამ თუ ნაკაწრები ძალიან ღრმაა, ამ შემთხვევაში ხშირად ექსპერტების ჩარევა აუცილებელი ხდება.

რა იწვევს ნაკაწრებსა და ლაქებს ლამინატის ზედაპირზე?

აბრაზიული ნაწილაკების ზედაპირზე დაგროვება რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს. ხშირად სახლში მტვერი ფეხსაცმლით შეგვაქვს, დროთა განმავლობაში იგი მყარდება და იწვევს ლამინატის დაკაწვრას.

კიდევ ერთი მიზეზი შინაური ცხოველებია, რომელთა მახვილმა კლანჭებმა შეიძლება დამცავი ფენა დააზიანოს.

საშუალო სიღრმის ნაკაწრების კვალი შესაძლოა დარჩეს მაშინაც, როდესაც პატარა საგნები ცვივა სიმაღლიდან, მაგალითად, მაგიდის ზედაპირიდან.

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ლამინატიდან პროფესიონალების ჩარევის გარეშე?

ამ მიზნით ავეჯის მაღაზიები ხშირად ყიდიან ცვილის ფანქრების ან სარემონტო მასალის კომპლექტებს, რომლებიც გამოირჩევა ცვილის ზოლების მინერალური შემადგენლობით – ამ პროდუქტს აქვს მაღალი სიმკვრივე და ხელმისაწვდომია ფერების ფართო პალიტრაში, რაც ამარტივებს კონკრეტული ტიპის იატაკის საფარისთვის შერჩევის პროცესს.

ცვილის მთავარი უპირატესობა არის მისი მაღალი სიმკვრივე ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე. მისი გამოყენებით, შესაძლებელია ლამინატზე ნაკაწრის დაფარვა. უმჯობესია შეიძინოთ რამდენიმე ფერის კომპლექტი, რაც საშუალებას მოგცემთ, აურიოთ ტონები, რათა მიიღოთ კონკრეტულად თქვენი იატაკის საფარის მსგავსი ფერი.

ცვილის გამოყენებამდე დაკაწრული ადგილი კარგად გაწმინდეთ მტვრისა და ჭუჭყისგან, შეურიეთ დარბილებული ცვილი სასურველი ტონის მისაღებად და მოათავსეთ ის ნაკაწრის ზედაპირზე ფუნჯის ან რაიმე მყარი საგნის გამოყენებით.

კიდევ ერთი მარტივი გზაა ცარცის გამოყენება, რომელსაც პასტელის მსგავსი ტექსტურა ექნება. ცარცი გამოიყენება ისეთ იატაკის საფარზე, სადაც ზემოქმედება ნაკლებად ხდება, მაგალითად, იმ ადგილას, სადაც მაგიდაა მოთავსებული და ხშირად არ გვიწევს ფეხსაცმლით გავლა.

ცარცის წასმის პრინციპიც ისეთივეა, როგორიც ცვილის შემთხვევაში, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცვილი ბევრად უფრო მყარი, მდგრადი და პრაქტიკული მასალაა და ის უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ცარცი.

კიდევ უფრო მარტივი გზა დაკაწრულ ადგილას მარკერის წასმაა, თუმცა სველი წმენდის შედეგად მარკერი ზედაპირს მალევე მოშორდება და პროცედურის ხელახლა გამეორება მოგიწევთ, მაგრამ ზედაპირული ლაქებისა და მცირე დაზიანებების დასაფარად მარკერი ერთ-ერთ ყველაზე მარტივ მეთოდად მიიჩნევა.

ამრიგად, ლამინატის იატაკის საფარიდან მცირე ნაკაწრების მოშორება დამატებითი ხარჯებისა და პროფესიონალების ჩარევის გარეშეც არის შესაძლებელი. მთავარია, გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად აღმოაჩენთ პრობლემას, მით უფრო მარტივი იქნება რეაგირებაც. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი იატაკის სერიოზული დაზიანების თავიდან აცილება და ლამინატის მიმზიდველი გარეგნობის შენარჩუნება.

„არაფერი განსაკუთრებული“, უბრალოდ ერთი ახალი ბრენდის ამბავი – როგორია ცხოვრება „ფიგურებში“?

შენობა-კოშკი ბრაზილიაში – Jacobsen Arquitetura-ს პროექტი