in

7 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც თქვენს სახლს სიმყუდროვეს შემატებს

სახლი არის ის ადგილი, რომელშიც თავი ყველაზე კომფორტულად, უსაფრთხოდ და მყუდროდ უნდა იგრძნოთ. ეს არის სივრცე, სადაც შეგეძლებათ დამღლელი დღის შემდეგ დასვენება, ძალების აღდგენა, უარყოფითი ემოციებისგან დაცლა და სასიამოვნო შეგრძნებებით დამუხტვა. შესაბამისად, სახლში თითოეულ ნივთსა და ინტერიერის ელემენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარემო რომელშიც ვიმყოფებით, ჩვენზე ზემოქმედებს და ჩვენს გუნება-განწყობას განსაზღვრავს. სასიამოვნო ხასიათის შექმნას კი სიმყუდროვე განაპირობებს. დღეს გთავაზობთ იმ ნივთებს, რომლებიც გაამრავალფეროვნებს თქვენს სახლს და მას სიმყუდროვითა და სითბოთი აავსებს.

სურნელოვანი სანთელი 

სანთლები თქვენს ინტერიერში სიმყუდროვესა და რომანტიკულ ელფერს შემოიტანს.  საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი, სურნელოვანი სანთლების შეძენა g.s_candles-ის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ. სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის სანთლები, სახლს ინტიმურობასა და ელეგანტურობას შესძენს. მოცემული მოდელის ფასი 55 ლარია, სიგრძე 14 სანტიმეტრია, სიგანე კი 10 სანტიმეტრს შეადგენს. პროდუქტი ინტერიერის გალამაზებასთან ერთად, ოთახს სასიამოვნო სურნელით აავსებს.

ოთახის მცენარე

ბუნების ელემენტების შემოტანა ინტერიერში, სიმშვიდისა და ჰარმონიულობის განცდას ქმნის. სახლს სიცოცხლეს, ხალისს მატებს და სიმყუდროვის ატმოსფეროს სძენს. პალმა ხამედროეას შეძენა, რომელსაც საინტერესო ქოთანს შეუხამებთ  ონლაინ მაღაზია Bloomers.ge-ზე შეგიძლიათ. მოცემული პროდუქტის ფასი 49 ლარს შეადგენს. მცენარე იტანს ჩრდილსაც და მშრალ ჰავასაც. როგორც ამბობენ, პალმები ენერგიას აფრქვევენ და საუკეთესო შენაძენი იქნება თქვენი ინტერიერის სიჯანსაღისა და სიმყუდროვისთვის.

ტორშერი

განათება დიდ როლს ასრულებს ინტერიერში, სწორი განათებისა და ჩრდილების თამაშით იქმნება ხასიათი. შესაბამისად, სიმყუდროვის მისაღწევად ოთახისა და კედლის სანათები შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. მოცემული მოდელის ფასი 713 ლარს შეადგენს და მისი შეძენა მაღაზია Delight-ში შეგიძლიათ, რომელიც ალ.ყაზბეგის N25-ში მდებარეობს. ამ მცირე დეტალით, სივრცეში სიახლესა და განსაკუთრებულ ელფერს შემოიტანთ.

დეკორატიული ბალიში 

 

ფუმფულა, დეკორატიული ბალიშები თქვენი სიმყუდროვისა და კომფორტის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. განსხვავებული ფერისა და ვიზუალის ბალიშები, თქვენს ინტერიერს გააფერადებს და თავს სასიამოვნოდ გაგრძნობინებთ. მოცემული პროდუქტის შეძენას 139 ლარად შეძლებთ მაღაზია Coincasa-ში, რომელიც აქსის თაუერსა და ჭავჭავაძის გამზირის N37-ში მდებარეობს.

ტილოს ფერადი პუფი

რბილი ავეჯი, განსაკუთრებით კი პუფი, საუკეთესო საშუალებაა, რომ ოთახში კომფორტული და მყუდრო გარემო შექმნათ. შესაძლოა, ის თქვენთვის გამორჩეული და საყვარელი ნივთი გახდეს. დასვენების საუკეთესო საშუალება, რომელშიც მოკალათდებით, წიგნის წაიკითხავთ ან ფილმს უყურებთ. მოცემული მოდელის ფასი 155 ლარია და მის შეძენას მაღაზია „პუფების გალერეა“ -ში შეძლებთ, სადაც პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.

თეთრი ხალიჩა

ხალიჩა ის ელემენტია, რომელიც თქვენს სახლს სიმყუდროვესა და განსაკუთრებულ შტრიხს შემატებს. ამასთანავე, ის თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს უზრუნველყოფს. ხალიჩის დახმარებით შესაძლებელია სივრცეში განსხვავებული ხასიათისა და განწყობის შემოტანაც. ნოხის ამ მოდელის ღირებულება 199,95 ლარს შეადგენს და მისი შეძენა მაღაზია JYSK-ში შეგიძლიათ.

შირმა

შირმა განსაკუთრებული ელემენტია ინტერიერში, რომელიც თქვენს სახლს მდიდრულ და ელეგანტურ იერს შესძენს. მისი დახმარებით სივრცეში სიმყუდროვის შექმნა და ოთახის ზონებად დაყოფაა შესაძლებელი. მოცემული პროდუქტი შეგიძლიათ მაღაზია Mysa-ში შეიძინოთ, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, N6-ში მდებარეობს. მისი ღირებულება 1800 ლარს შეადგენს. შირმა პრაქტიკული და მსუბუქია, ამიტომ ნებისმიერ სივრცეს მარტივად ერგება. მისი გადაადგილებით კი შესაძლებელია ინტერიერის გადახალისება.

ხის ირგვლივ დაპროექტებული სახლი ბრაზილიაში

ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია, როგორც სიცოცხლით სავსე ცენტრი თბილისში – MUA-ს ნამუშევარი