in

5 ნივთი „კომფორტერისგან“, რომლებიც თქვენს სივრცეს უფრო მყუდროსა და ორიგინალურს გახდის

სახლის კეთილმოწყობისას მთავარი ფაქტორი კომფორტული და ადამიანთა საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნაა. სასურველია, რომ თითოეული შერჩეული ნივთი ყოველდღიურობას გვიმარტივებდეს და სივრცეში მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდეს. გარდა იმისა, რომ პრაქტიკული ნივთებით მოსახერხებელ საცხოვრებელი მიიღება, ამასთანავე ისინი სახლის ვიზუალურ მრავალფეროვნებასა და მომხიბვლელ იერსახეს უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ნებისმიერი პროდუქტის შერჩევისას დიდი ყურადღება ექცევა გარეგნულ მახასიათებლებსაც. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა ესთეტიკურობასა და კომფორტს შორის. იმისათვის, რომ სივრცემ სრულყოფილი სახე მიიღოს, სასურველია, ორივე მხარე თანაბრად იყოს წარმოჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად კომფორტული, ხარისხიანი და გარეგნულად მიმზიდველი პროდუქტის შერჩევა არც თუ ისე მარტივი საქმეა, სულაც არ არის შეუძლებელი. დღეს სწორედ ამაში დაგარწმუნებთ და ისეთ პროდუქციას გაგაცნობთ, რომელიც თქვენს ინტერიერს გამორჩეულს გახდის.

1.ღია თაროების სისტემა

ადამიანთა უმეტესობისთვის სახლში წიგნების კუთხეს გამორჩეული ადგილი ეთმობა. გარდა იმისა, რომ თაროების სისტემა წიგნებს ორგანიზებაში გეხმარებათ, ის ასევე საინტერესო აქცენტს ქმნის ინტერიერში და ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკურ დანიშნულებასაც ითავსებს. აღნიშნული მოდელი, რომელიც მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა, ოთახის ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებს და თქვენს ინტერიერს კიდევ უფრო გაალამაზებს. ამასთანავე, თაროზე წიგნების გარდა, სხვადასხვა აქსესუარისა თუ მცენარეების განთავსებაა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის თქვენს სივრცეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. სავარძელი

სავარძელი ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო ნივთია, რომელიც ყველა სახლში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გარდა იმისა, რომ ის სასიამოვნო, კომფორტული და ხარისხიანი უნდა იყოს, რათა ხანგრძლივად შეინარჩუნოს პირვანდელი სახე, ამასთანავე ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სივრცის იერსახეს და ინტერიერში გამორჩეულ როლს თამაშობს. ორიგინალური ფორმის, ფერადი და რაც მთავარია, მოსახერხებელი სავარძელი დამღლელი დღის შემდეგ, სახლში მისვლისას სასიამოვნოდ გაგრძნობინებთ თავს და თქვენს საცხოვრებელს მყუდრო და მიმზიდველ ადგილად აქცევს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. ჟურნალის მაგიდა

მისაღები სივრცის ერთ-ერთი საინტერესო ელემენტი ჟურნალის მაგიდაა, რომელზეც სხვადასხვა აქსესუარსა თუ სანათსაც თავისუფლად განათავსებთ და ამ ზონას მეტ მომხიბვლელობას შემატებთ. ორიგინალური დიზაინის მაგიდა, თანამედროვე მინიმალისტურ სივრცეს განსაკუთრებით მოუხდება და ინდივიდუალურ აქცენტებს შექმნის. ამას გარდა, აღნიშნული მოდელი საკმაოდ მრავალფუნქციურია და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მისაღებ ოთახში, ასევე საწოლის ტუმბოს სახით ან მცენარეების სადგამის დანიშნულებით.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. სკამი

ძალიან დახვეწილი, უცხო და განსხვავებული სკამები სახასიათო და ინდივიდუალურ სტილს შესძენს თქვენს სახლს და გამორჩეული სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ. მოცემული მოდელი გამოირჩევა სადა, მაგრამ არა ბანალური დიზაინით და ის საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება. სკამი დამზადებულია ხისა და რბილი ქსოვილისგან, რაც პირდაპირ კომფორტთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. დეკორატიული სარკე

სარკე ინტერიერის გამორჩეული ელემენტია, რომელმაც შესაძლოა მთლიანად შეცვალოს სივრცის ხასიათი და ის ბევრად უფრო მოცულობითი, მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახადოს. განათებისა და სარკეების სწორი გადანაწილებით კი ოთახი ნათელ, საინტერესო სახეს იღებს. გარდა იმისა, რომ სარკეს პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ინტერიერის დიზაინში მას დეკორატიული ფუნქცია ენიჭება. მაგალითად, ქვემოთ მოცემული მოდელების მეშვეობით საკმაოდ საინტერესო კომბინაციების შექმნაა შესაძლებელი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ინტერიერის გასაახლებლად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ამ და სხვა საინტერესო ნივთების შეძენა მაღაზია “კომფორტერშია” შესაძლებელი, სადაც არაერთი ბრენდის ხარისხიანი, მდგრადი და გამორჩეული დიზაინის პროდუქტია წარმოდგენილი. შოურუმში თავმოყრილია როგორც  კლასიკური, ასევე თანამედროვე ავეჯი და აქსესუარები, რომლებიც დახვეწილი სტილითა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. „კომფორტერის“ მაღაზიების დათვალიერება შესაძლებელია თბილისში, ალ. ყაზბეგის 12 ნომერსა და ს. ცინცაძის N14-ში.

8 მაღაზია თბილისში, სადაც საღებავს შეიძენთ

2023 წლის არქიტექტორული პრემიის, “პრიცკერის პრიზის” მფლობელი დევიდ ჩიპერფილდი გახდა