in

6 ნივთი ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად – Homeis.ge-ს რჩეული ავეჯი „კომფორტერიდან“

ინტერიერს მომხიბვლელობას ავეჯი ანიჭებს, რომელიც, გარდა ვიზუალური დახვეწილობისა, კომფორტსა და მყუდროებასაც უზრუნველყოფს. მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა, ხარისხიანი და, ამავე დროს, გამორჩეული დიზაინის ავეჯის შერჩევა არცთუ ისე მარტივია.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღეს ავეჯისა და აქსესუარების გამორჩეული მაღაზია „კომფორტერის“ საინტერესო მოდელები გაგაცნოთ, რომლებიც მოხდენილი ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ და თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს.

1. რბილი სავარძელი

უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი სავარძელი ინტერიერს ელეგანტურ შტრიხებს შეჰმატებს და თქვენს კომფორტზეც საგანგებოდ იზრუნებს. მისი დახვეწილი ფორმები, რბილი ტექსტურა და ნაზი დიზაინი შესაძლებლობას მოგცემთ, დამღლელი დღის შემდეგ სრულყოფილად განიტვირთოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. ელეგანტური სავარძელი

დახვეწილი დიზაინის ყავისფერი სავარძელი თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შესძენს. ეს მდიდრული და ელეგანტური მოდელი ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. დიზაინი, რომლის თითოეული დეტალი საგანგებოდაა დამუშავებული, ნებისმიერი სტილის ინტერიერს იდეალურად მოერგება და, ამასთანავე, ცხოვრებას გაცილებით კომფორტულად გიქცევთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. მინიმალისტური სავარძელი

მოსახერხებელი სავარძელი ყველა ინტერიერის ატრიბუტია. გადატვირთული დღის შემდეგ რბილ სავარძელში მოკალათება, ფილმის ყურება ან საინტერესო წიგნის კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა. სავარძელი სადა, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და სივრცეს მომხიბვლელობას ანიჭებს. მოდელი როგორც ფუნქციური, ისე ვიზუალური სრულყოფილებით გამოირჩევა.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. კომფორტული სავარძელი

ოჯახის წევრებისა და მეგობრების თავშეყრის დროს ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი კომფორტული სავარძელია, რომელიც განტვირთვისთვის მყუდრო, მოსახერხებელ და სასიამოვნო გარემოს ქმნის. მოდელი რბილი, ნაზი ტექსტურით, გამძლე ფეხებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. სავარძელი თქვენს ინტერიერს მეტ მყუდროებას შესძენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. მრგვალი მაგიდა

მაგიდა სასადილო ოთახის განუყოფელი ნაწილია. ტევადი და, ამავე დროს, დახვეწილი დიზაინის მაგიდა ოჯახურ წვეულებებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. ელეგანტური მოდელი თქვენს ინტერიერს ვიზუალურად გაამდიდრებს და მასში საინტერესო შტრიხებს შეიტანს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. დახვეწილი დიზაინის საწოლი

საძინებელი წარმოუდგენელია კომფორტული, მოსახერხებელი საწოლის გარეშე, ამიტომ სახლის კეთილმოწყობისას ის ერთ-ერთი პირველი ნივთია, რომელსაც ვყიდულობთ. სწორად შერჩეული საწოლი ხარისხიანი, სრულყოფილი ძილის გარანტიაა, რაც ჩვენს ენერგიასა და განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საწოლი ვიზუალურადაც დახვეწილი იყოს, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს საძინებლის იერსახეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ზემოთ მოცემული დახვეწილი მოდელების შეძენა „კომფორტერში“ შეგიძლიათ. მაღაზიაში წარმოდგენილია ხარისხიანი, ბრენდული, მდგრადი და მომხიბვლელი დიზაინის არაერთი მოდელი. კლასიკური და თანამედროვე ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მისთვის სასურველ პროდუქტს სთავაზობს. „კომფორტერის“ მაღაზიებს შეგიძლიათ თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-სა და ს. ცინცაძის N14-ში ეწვიოთ.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ჭერის დაქსელვა დეკორატიული სადენით – სპეციფიკა და მონტაჟის ფასები

რეზიდენცია Villa LOHA მარაქეშში – E-H Atelier d’Architectures-ის ნამუშევარი