in

Bugok Friday House — დადასვენებელი სახლი სამხრეთ კორეაში

Alliance Group
Alliance Group

Bugok Friday House გარეუბანში, სეულის (სამხრეთ კორეა) საზღვრიდან მანქანით დაახლოებით 15 წუთის სავალზე მდებარეობს. 20-30 წლის წინ, ეს იყო საკურორტო ზონა, ახლა კი საცხოვრებელ ადგილად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სოფლის მშვიდი ატმოსფეროში ტკბობა სურთ. ტერიტორია გარშემორტყმულია ბუხანსანის მთის პანორამული ქედებით.

„Bugok“ არის იმ ტერიტორიის სახელწოდება, სადაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს, ხოლო “Friday” რომან „რობინზონ კრუზოს“ ერთ-ერთი გმირის — პარასკევას სახელიდან მომდინარეობს.

სეულში მცხოვრები დამკვეთის ოჯახს სურდა აეშენებინა სახლი, სადაც შაბათ-კვირას მშვიდად დასვენება, შიდა და გარე ტერიტორიების მშვენიერებით სიამოვნების მიღება იქნებოდა შესაძლებელი.

სახლის საერთო დიზაინი შთაგონებულია „ჰანოკის“ მარტივი ფორმით — ეს არის ტრადიციული კორეული სახლი, რომელიც დახრილი სახურავისა და კედლების მარტივი კომბინაციით ხასიათდება. ყველა სივრცე, სასადილო ოთახის, საშხაპის და საძინებლის ჩათვლით, ხედის გასწვრივ არის განლაგებული. ეს ოჯახს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ სივრცეში დატკბეს თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

შენობის მთლიანი ფართობი 80მ2-ს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 23მ2 არის „ნახევრად გარე სივრცე“ — გარე ზონა, რომელიც გადახურულია. ის გამოიყენება როგორც ზონა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისთვის ან ხედებით ტკბობისთვის. კორეაში ზაფხულის ცხელ და წვიმიან კლიმატთან გამკლავების მიზნით, იატაკსა და მიწას შორის დატოვებულია ცარიელი სივრცე, რათა აქ გრილმა ნიავმა იმოძრაოს.

დამატებითი გადახურვა, რომლის საყრდენსაც განცალკევებული ხის სტრუქტურა წარმოადგენს, ზაფხულში ოთახებს მზის პირდაპირი სხივებისგან იცავს. გადახურვის სიღრმე დარეგულირდა ისე, რომ ზამთრის მზის შუქმა შიდა საცხოვრებელი სივრცეების გათბობა შეძლოს.

შიდა ტერიტორიაზე კეთილმოწყობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რათა ვიზიტორებმა ყურადღება მიმდებარე პეიზაჟებზე გაამახვილონ.

შაბათ-კვირისთვის განკუთვნილი სახლის მახასიათებლების გასაუმჯობესებლად, პროექტის ავტორებმა მაქსიმალურად გაზარდეს განსატვირთი სივრცე. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Bugok Friday არის ლამაზ გარემოში აშენებული სახლი, რომელიც მეპატრონეებს შაბათ-კვირის მშვიდად გატარების და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

 

არქიტექტურული ფირმა: TRU Architects

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

“ეგაძეების სახლი” კიკეთის ტყეში

სრულად თეთრი ინტერიერი – რამდენიმე შთამაგონებელი მაგალითი