in

ნივთების შენახვა პატარა სივრცეში – 10 საინტერესო იდეა

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია თქვენი სახლი – სასაწყობე სივრცე საკმარისი არასოდეს არის. თუ პატარა სახლი გაქვთ, იქ ყველა ნივთის დატევა შეუძლებლად მოგეჩვენებათ. თუმცა, გამოსავალი მაინც არსებობს. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ 10 იდეას, რათა ყველაზე პატარა სივრცეც კი მაქსიმალურად გამოიყენოთ.

  1. წარმოაჩინეთ ოთახის მცენარეები

თუ ბევრი ოთახის მცენარე და მცირე სივრცე გაქვთ, შეგიძლიათ ქოთნები კედელზე დაამონტაჟოთ, შეიძინოთ დასაკიდი კალათები ან გამწვანებისთვის თაროები გამოიყენოთ. ამ გზით თქვენს იატაკზე ადგილი გათავისუფლდება და სივრცეც უფრო გალამაზდება.

  1. გამოიყენეთ კარს ზემოთ არსებული სივრცე

სივრცე, რომელსაც, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად იყენებენ, კარებს ზემოთ მდებარეობს. გამოიყენეთ ეს ადგილი კარადებისთვის ან თაროებისთვის და გაგიკვირდებათ, რამხელა შესაძლებლობას გვაძლევს ეს ხშირად უგულებელყოფილი ტერიტორია.

  1. გამოიყენეთ მთლიანი კედელი

გაქვთ თავისუფალი კედელი? დაამონტაჟეთ თაროები, რომლებსაც წიგნების, ოთახის მცენარეებისა და სხვა ნივთების მოსათავსებლად გამოიყენებთ. ეს ქაოსის ორგანიზებასა და სივრცის გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

  1. გამოიყენეთ საკიდები

საკიდები საუკეთესო და სწრაფი გამოსავალია ყოველდღიური ნივთების შესანახად მაშინ, როცა ისინი არ გამოიყენება. დაამონტაჟეთ ისინი შემოსასვლელში ისეთი ნივთებისთვის, როგორიცაა გასაღები, ჩანთა, შარფი და ქურთუკი.

  1. შექმენით მეტი სივრცე

თუ აბაზანაში ნიჟარის ქვეშ არსებული უჯრები მაინც არ არის საკმარისი თქვენი თავის მოვლის საშუალებების შესანახად, შექმენით ჩაშენებული თაროები, რათა ყველა თქვენთვის საჭირო ნივთი თვალსაჩინო და ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

  1. გამოიყენეთ ფარული პოტენციალი

შესაძლოა ვერ აცნობიერებდეთ, რომ თქვენი სახლის ყველაზე პატარა კუთხეებიც კი სავსეა პოტენციალით. ერთ თაროსაც შეუძლია ეს პაწაწინა ადგილი ყოველ დილით მოსაწესრიგებელ სივრცედ გარდაქმნას. საკმარისია მხოლოდ თარო და შესაბამისი ხედვა.

  1. ჩადეთ ინვესტიცია საიდუმლო საცავში

სათანადოდ დააფასეთ იმ ავეჯის საჭიროება, რომელსაც საიდუმლო საცავები გააჩნია. ასეთი სავარძლები, დივნები და საწოლები თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულებასთან ერთად არეულობისგან თავის დაღწევაშიც გეხმარებათ.

  1. მიანიჭეთ ახალი სიცოცხლე ადრე გამოუყენებელ სივრცეებს

თუ საკუთარ სახლს საკმარისად გამოიკვლევთ, შეიძლება აღმოაჩინოთ მჭიდრო სარდაფი ან მოუხერხებელი სხვენი, რომელსაც გარდერობად ან სახლის ოფისად გარდაქმნის პოტენციალი გააჩნია.

  1. თავიდან მოიშორეთ დიდი ყუთები

თუ პატარა საკუჭნაო გაქვთ, საკვები სუფთა და ადვილად ხელმისაწვდომ კალათებში მოათავსეთ. ამოიღეთ პაკეტები დიდი ყუთებიდან და ნახავთ, როგორ გათავისუფლდება სივრცე მყისიერად.

  1. გამოიყენეთ თხელი საკიდები

თქვენს პატარა კარადაში მოცულობითმა პლასტმასის საკიდებმა შეიძლება ძვირფასი ადგილი წაგართვათ, მაგრამ თუ ძალიან თხელ საკიდებს გამოიყენებთ, საჭირო დამატებითი სივრცე მაშინვე გამოჩნდება.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ფერნანდო რომერო — მრავალმხრივი არქიტექტორი

5 მითი ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრების შესახებ