in ,

NOAstudios-ის წყნეთის სახლის პროექტი ევროკავშირის მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია

Alliance Group
Alliance Group

NOAstudios-ის მიერ შესრულებული წყნეთის სახლის პროექტი 2022 წლის  მის ვან დერ როეს (Mies van Der Rohe) სახელობის ევროკავშირის საპრიზო ჯილდოს ერთ-ერთ ნომინანტად დასახელდა.

NOAstudios-ის წყნეთის სახლი

ლუდვიგ მის ვან დერ როე გერმანელ-ამერიკელი არქიტექტორი იყო, რომელიც ალვარ აალტოს (Alvar Aalto) , ლე კორბუზიეს (Le Corbusier), ვალტერ გროპიუსისა  (Walter Gropius) და ფრენკ ლოიდ ვრაითთან (Frank Lloyd Wright) ერთად მოდერნისტული არქიტექტურის ფუძემდებლად ითვლება. მის უნიკალურ ხელწერას, კლასიკურის თანამედროვესთან გაერთიანებასა და ბაუჰაუსის ახალ დონეზე აყვანას ისეთი აფორიზმებით აღწერენ, როგორებიცაა “ნაკლები მეტია” და “ღმერთი დეტალებშია”. მის ვან დერ როეს ისეთი საკულტო პროექტები ეკუთვნის, როგორებიცაა ბარსელონას პავილიონი (1929), მარტინ ლუთერ კინგის ბიბლიოთეკა ვაშინგტონში (დასრულდა 1972 წელს), ლაფაიეტის პარკი მიჩიგანში (1959) და სხვა უამრავი.

მისი სახელობის პრიზს თანამედროვე არქიტექტურაში მიღწეული წარმატებებისთვის ევროკავშირი 1987 წლიდან გასცემს. არქიტექტურის სამყაროში ამ უდიდესი ჯილდოს გაცემაზე ერთად მუშაობს ევროპული კომისია, ევროპული პარლამენტი და მის ვან დერ როეს ფონდი. ევროპის მასშტაბით შერჩეულ საპატიო ნომინანტებს ჟიური აფასებს და გამარჯვებულს ასახელებს.

კოვიდ-19-ს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 2021 წლის დაჯილდოება 2022 წლის მაისამდე გადაიდო, ვინაიდან ნომინანტი პროექტების შესწავლა-შეფასება ისეთი პროცესია, რომელიც ჟიურის წევრთა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსვლას, შეკრებასა და კოლაბორაციას საჭიროებს.

 

ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – ნინო ნოზაძის პროექტი

ტური მანჰეტენის უძვირფასეს ბინაში – სტივენ ვოლპის პროექტი