in

“ოპუსი” – ზაჰა ჰადიდის ხელოვნების ნიმუში დუბაიში

Alliance Group
Alliance Group

საინტერესო ბალანსი სწორხაზოვანსა და უფორმოს, გამჭვირვალესა და სარკისებრს შორის – ერთადერთი ნაგებობა, რომელიც ზაჰა ჰადიდის სახელს არა მხოლოდ მის ექსტერიერს, არამედ ინტერიერსა და ავეჯის დიზაინსაც უკავშირებს.

84,300 კვადრატულ მეტრზე აღმართული შენობა, რომელიც შუშის კუბის იმიტაციას ქმნის, სინამდვილეში ორი დამოუკიდებელი კოშკია. კოშკები ერთმანეთთან ქვედა ნაწილში ოთხსართულიანი ატრიუმით, ხოლო ზედა ნაწილში – 38 მეტრი სიგანის, სამსართულიანი ხიდით არის დაკავშირებული.

“ოპუსი” დუბაის ცენტრალურ უბანში, ბურჯ ხალიფას მიმდებარედ მდებარეობს. ორივე კოშკი საოფისე ფართებს, სასტუმრო ME Dubai-ს, მრავალფეროვან ბინებს, ღამის კლუბსა და თორმეტ კვების ობიექტს აერთიანებს.

ფოტო: zaha-hadid.com

სამი მილიონი წლის ვულკანის ბაზაზე აშენებული თანამედროვე სახლი

კონცეპტუალური მაღაზია ცის ჭერით – Haight Clothing Store