in

პასტელურ ფერებში შესრულებული ბინა ლონდონში

სტუდია „Bergman & Mar“-ის ახალი პროექტის მთავარი კომპონენტები ღია ტონები, შეკვეთით დამზადებული ავეჯი და მოდერნიზმის ეპოქის ხელოვნება გახდა.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ფიცროვიას რაიონი, ლონდონის მთავარ სავაჭრო-სამრეწველო რეგიონად ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქ ჩამოდიოდნენ ოსტატები მთელი ევროპიდან და თავის მაღაზიებს ხსნიდნენ. მათ შორის იყო თომას ჩიპპენდეილი (Thomas Chippendale), რომელსაც წარმატება უჩვეულო კარადებმა მოუტანა. ავეჯმა, სადაც გეორგიანული და როკოკოს სტილის ელემენტები იყო გაერთიანებული.

აქვე ისეთი გამოჩენილი მწერლები ცხოვრობდნენ, როგორიცაა ვირჯინია ვულფი (Virginia Woolf), ჯორჯ ბერნარდ შოუ (George Bernard Shaw) და არტურ რემბო (Arthur Rimbaud). ეს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 101 on Cleveland, საბავშვო მწერლის ჩარლს დიკენსის (Charles Dickens) სახლის მეზობლად და იმ სახლის მოპირდაპირედ განთავსდა, რომელმაც ლეგენდის მიხედვით მწერალს „ოლივერ ტვისტის თავგადასავლის“ დაწერა შთააგონა.

სადურგლო ტრადიციები და რაიონის ისტორია სტუდიის „ინსპირაციის“ მთავარ წყაროდ იქცა. ბინა სამი საძინებლითა და საშინაო ოფისით თავშეკავებულ მამაკაცურ სტილშია შესრულებული და ავეჯის 15 ნივთითაა შევსებული. ისინი შეკვეთითაა დამზადებული. აქ ასევე მოდერნიზმის ეპოქის მრავალი ნახატი გვხვდება. ვრცელი სასტუმრო ოთახის ცენტრად, ქვის ჟურნალის მაგიდებითა და უჯრედიანი ნაჭრით გადაკრული ვინტაჟური სავარძლის თანხლებით „Tacchini“-ის ოვალური დივანი იქცა. სასტუმრო ოთახის ნათელ ფერთა გამასთან კონტრასტში შუშის ტონირებულ ფასადებიანი შავი სამზარეულო შემოდის.

სამუშაო კაბინეტი რუხის ღია ელფერშია შესრულებული, რის ფონზეც ყავისფერი ტყავით გადაკრული სავარძელი-შეზლონგი და ლაკონური თაროების სისტემა გამოიყოფა. საძინებლების ინტერიერში ბორდოსფერი ელფერები და მწვანე, ვარდისფერ ტონებს ერწყმის. ოთახების მყუდრო ატმოსფეროს საძინებლების რბილი სათავეები და მათ თავზე გამოსახული პეიზაჟები აძლიერებს.

საძირკველი, როგორც შენობის სიმტკიცის გარანტი – “ნამაის სტანდარტი”

ანტონიო ჩიტერიო – „დიზაინის ჯენტლმენი“