in

ფილიპ არქტანდერი – დამოუკიდებელი არქიტექტორი დანიიდან

ფილიპ არქტანდერი ცნობილი დანიელი არქიტექტორია. იგი მსოფლიო ასპარეზზე პირველად 1942 წელს გამოჩნდა, როდესაც კოპენჰაგენის გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინა.

Pair of Stools
“Muslinge”
Coffee Table

ფილიპმა აკადემია დანიაში დაასრულა, სადაც ხელოვნების მეცნიერებას სწავლობდა და 1939-47 წლებში დამოუკიდებელ არქიტექტორად მუშაობდა კოპენჰაგენში. 1947 წელს კვლევების ხელმძღვანელი გახდა, ხოლო 1968-1981 წლებში დანიის სამშენებლო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე იყო მიწვეული.  ფილიპი მუშაობდა გაეროს მრჩევლადაც სამშენებლო და საბინაო სფეროში. 1975 წელს კი ეკერსბერგის მედლით დააჯილდოვეს.

არქტანდერის კარიერული წინსვლა და წარმატება ყველაზე მეტად მისი საკულტო დიზაინის, clam chair-ის დამსახურებაა, რომელიც კლასიკური სავარძლის დახვეწილი ნიმუშია და ფილიპმა ის 1944 შექმნა.

სკამის დიზაინისთვის დამკვეთებმა ხუთ სხვადასხვა დიზაინერსა და არქიტექტორს მიმართეს, მათ სურდათ კონკურენტუნარიანი და გამორჩეული პროდუქტი, რომელიც მყიდველთა ყურადღებას უმალვე მიიზიდავდა, სწორედ ამ დროს გაუჩნდა არქიტექტორს იდეა, რომელიც ჯერ ესკიზად, შემდეგ კი დღეისთვის კარგად ნაცნობ და პოპულარულ დიზაინად აქცია.

ფილიპის სკამი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა IKEA და ik & Blindheim, ავეჯის საკუთარი ვერსიის წარმოება დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ არქტანდერმა ავეჯის დიზაინის შექმნა 1940 წელს დაასრულა, მისი ისტორა გრძელდება და ამჟამად არქტანდერ ესკიზების მიხედვით შექმნილ ნივთებს დანიური ბრენდი, Paustian აწარმოებს.

რა პროცესებთან არის დაკავშირებული რკინის კარის ხმის იზოლაცია და რა საჭიროა ის?

სახლი-ყვავილი ამერიკაში – NO ARCHITECTURE-ს პროექტი