in

Casa Picasso – სახლი, როგორც ოაზისი

Casa Picasso არის პროექტი, სადაც სივრცის თითოეული კვადრატს თავისი ფუნქცია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლში ექსტერიერიცა და ინტერიერიც თანაბრად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სახლი, როგორც ასეთი, მცირე ზომისაა და მგონი რომ მასზე დიდი გარე სივრცეა. პროექტი იუკატანის ნახევარკუნძულზე ნაპოვნი მასალებითა და ტექსტურებითაა შექმნილი.

Banner M2
Banner M2

სახლი მექსიკაში, მერიდას ისტორიული ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ოაზისი, რადგან სახლის გარე სივრცე უამრავი მცენარითა და ფერითააა გამდიდრებული (ისევე, როგორც სახლი). გარე სივრცის დიდი ნაწილი აუზს უკავია.

სახლის კედლები თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა, ამ სისადავეს ორიგინალურად ავსებს ძალიან ბევრნაირი ფერის დეკორი და ნახატები. აქაურობას მცენარეულობა და ბუნებრივი ხის აქცენტები დასვენების და კომფორტის განცდას მატებს.

კასა პიკასოში შესვლისთანავე ვხვდებით მისაღებ ოთახს და კიბეს, რომელიც პირდაპირ ერთ-ერთ საძინებლამდე მიდის. მეორე სართულზევეა სააბაზანო და პატარა ტერასა, რომელიც აუზს გადაჰყურებს. ამ სახლის სახელწოდების მიზეზი, მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევარია, რომელიც სწორედ აუზის სივრცეში გამვალ ოთახს ამშვენებს.

არქიტექტურული სტუდია: Workshop Diseño y Construcción

ფოტოგრაფი: Tamara Uribe

Geoffrey Bennison – მე-20 საუკუნის ბრიტანელი დეკორატორი და ანტიკვარიატის დილერი

ბინა შიო მღვიმელის ქუჩაზე – ნინო ნოზაძის პროექტი