in

სად შევიძინოთ პიკნიკის ინვენტარი -#shoppingგიდი Homeis.ge-გან

დადგა წლის თბილი პერიოდი და შესაბამისად, გარე სივრცეში დაგეგმილმა აქტივობებმაც იმატა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გასართობი ვარიანტი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად პიკნიკის მოწყობაა. თუ თქვენ სწორედ ეს გეგმა გაქვთ, მაშინ ჩვენი დღევანდელი გზამკვლევი აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ შეიძინოთ პიკნიკისთვის ყველა საჭირო ატრიბუტი და ბუნებაში ყოფნა მეტად კომფორტული და დასამახსოვრებელი გახადოთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ რამდენიმე შეუცვლელ ნივთს, რომლებიც აუცილებლად უნდა იქონიოთ პიკნიკზე.

1. პლედი 

ეს არის უმთავრესი ატრიბუტი, რომლის გარეშე ნამდვილი პიკნიკი სრულიად წარმოუდგენელია. მართალია, საკვებისა და საკუთარი თავის მოთავსება თქვენ პირდაპირ ბალახზეც შეგიძლიათ, მაგრამ პიკნიკისთვის დამახასიათებელ ნამდვილ რომანტიკულ განწყობას არაფერი ქმნის ისე იდეალურად, როგორც სწორად შერჩეული პლედი. ამ მხრივ ჩვენი რჩეული ქართული ბრენდის, ჰარმოსფეროს მიერ შექმნილი უმშვენიერესი პროდუქტია

“ჰარმოსფეროს” პლედი. ფასი: 45 ლარი

2. მოწნული კალათა

მოწნული კალათა, JYSK. ფასი: 89.90 ლარი

დღესდღეობით მოწნული კალათების უამრავი ვარიანტი არსებობს ბაზარზე. ჩვენ ეს ულამაზესი მოდელი შევარჩიეთ, რომელმაც ჩვენი ყურადღება საკუთარი მომრგვალებული ფორმითა და კომპაქტურობით მიიქცია. ნატურალური მასალისგან შექმნილი კალათა პროდუქტებისთვის ნამდვილად შეუცვლელი ნივთია პიკნიკზე.

3. ქოლგა

მზის ქოლგა, Hkliving, მაღაზია MYSA. ფასი: 980 ლარი

კიდევ ერთი აუცილებელი და საჭირო ნივთი პიკნიკზე მზისგან დამცავი ქოლგაა. ჩვენ მიერ შერჩეული Hkliving ბრენდის მოდელი, არა მხოლოდ დაგიცავთ არასასურველი მზის სხივებისგან, არამედ თქვენს საპიკნიკე სივრცეს მეტ ესთეტიკურობასა და ორიგინალურობას შემატებს.

4. ერთჯერადი ჭურჭელი

პიკნიკის ერთჯერადი ნაკრები, Bricorama. ფასი: 17,98 ლარი

მიუხედავად იმისა, რომ ერთჯერადი სუფრის აქსესუარების გამოყენებას სტანდარტულ პირობებში არ მივესალმებით, პიკნიკი სწორედ ის ადგილია, სადაც ამ ტიპის პროდუქტის მოხმარება მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ეს 24-ცალიანი კომპლექტი ნამდვილი შველაა გარე სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების დროს.

5. რეზერვუარები საკვებისთვის

რეზერვუარების ნაკრები, Super. ფასი: 166.10 ლარი

არ არსებობს პიკნიკი გემრიელი საკვების გარეშე. ამისთვის კი აუცილებელია მათი დანიშნულების ადგილამდე დაუზიანებლად ტრანსპორტირება, რაც საკმაოდ გაგიმარტივდებათ სწორად შერჩეული კონტეინერების მეშვეობით. ჩვენ შევარჩიეთ Fresh & Save Zwilling-ის ნაკრები, რომელიც ვაკუუმის ექსკლუზიური ტექნოლოგიის მეშვეობით საკვებ პროდუქტს სიჯანსაღეს 5-ჯერ უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს, ვიდრე სხვა რეზერვუარები. ეს პროდუქტი არის ასევე მსუბუქი და ტეხვამედეგი.

6. დასაკეცი სავარძელი 

დასაკეცი სავარძელი, Domino. ფასი: 129 ლარი

მათთვის, ვისთვისაც მიწაზე ჯდომა დისკომფორტის შემცველია ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შეუძლებელია, იდეალური ვარიანტია დასაკეცი სკამი, რომელიც ძალიან მსუბუქია და ტრანსპორტირების დროს ასევე არ იკავებს დიდ ადგილს.

 

.

სახლი ბორბლებზე ფრანგული კომპანია Carapate-სგან

ბინები დიდი ტერასით თბილისში – Homeis.ge-ს რჩეული 6 პროექტი