in

ქეით მოსის მიერ გაფორმებული ქალაქგარე სახლის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ქეით მოსმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანია. ბრიტანელმა სუპერმოდელმა ინტერიერების დიზაინერის როლშიც გამოცადა თავი და მას ეს მშვენივრად გამოუვიდა.

მოსმა დაამტკიცა, რომ დიზაინის ინდუსტრიასთან არა მხოლოდ ლამაზი პოზიორობა აკავშირებს. ბრენდ „Topshop“-თან თანამშრომლობით მან ტანსაცმლის რამდენიმე მოდური კოლექცია შექმნა, რესტორან „34“-თვის ცქრიალა ღვინის ბოკალების დიზაინი შეიმუშავა, საკუთარი დიზაინის შპალერი გამოუშვა და ბოლოს გლოსტერშირის საგრაფოს „Barnhouse“-ის აგარაკის დეკორატორობა სცადა.

„ჩემმა ძველმა მეგობარმა ჯონ ჰიჩკოკმა (John Hitchcox) დამირეკა და ტყეში განცალკევებით მდგომი სახლის ინტერიერის გაფორმება შემომთავაზა, – იხსენებს ქეითი – მე ამაზე ჯონი კეშთან სტუმრობის მერე ვოცნებობდი“.

5000 კვადრატული ფართის შენობა ხუთი საძინებლით, მისაღებით, სამზარეულოთი და აუზით დამწყები დეკორატორისთვის მარტივი ამოცანა არ ყოფილა. მოსი მისი ბინის დიზაინერის, კეტი გრუვის (Katie Grove) დახმარებით შეგულიანებული საქმეს შეუდგა. მან „Topshop“-თვის ტანსაცმლის შექმნის დროს გამოყენებული პრინციპით ხელმძღვანელობა გადაწყვიტა. ყოველი მომდევნო მორთულობის მოფიქრებისას, მოსი საკუთარ თავს ერთი და იგივე კითხვას უსვამდა: „ვატარებ თუ არა ამას თავად მე?“. სახლის შემთხვევაშიც კითხვა ასეთივე იყო: „ვისურვებდი თუ არა აქ ცხოვრებას?“.

„არ მიყვარს მინიმალისტური ინტერიერები, სადაც მხოლოდ შავი და თეთრი ფერია. მე ეკლექტიკას ვანიჭებ უპირატესობას“. „Barnhause“-ის ინტერიერში ცოტ-ცოტა ყველაფერია: 1920, 1960, 1970-იანი წლების ანტიკვარული ხალიჩები, ღია-ვარდისფერი და მწვანე ტახტები, ზოლიანი შპალერი, ცხოველების „პრინტებიანი“ ბალიშები, სასტუმრო ოთახში ჭრელი მექსიკური გადასაფარებლები, დემიენ ჰირსტის (Damien Hirst)  ნახატები და შემოსასვლელში ლინდა მაკკარტნის შექმნილი იშვიათი შავ-თეთრი სურათები. ერთ-ერთ მათგანზე, ნილ იანგის პორტრეტის ქვეშ წარწერაა „ქეითს ნილისგან, გამარჯობა!“

მეპატრონეების საძინებლისთვის ქეითმა სარკის უჩვეულო კონსტრუქცია მოიფიქრა. „აქ საკუთარი ანარეკლის დაჭერაა შესაძლებელი“ – ამბობს სუპერმოდელი – „ეს საოცრად ლამაზი სანახაობაა“. სხვათა შორის, სუპერმოდელის შიშველი პორტრეტი სახლის ერთ-ერთ კედელსაც ამშვენებს. „ასევე ძალიან მინდოდა რომ გაფორმებაში ვერცხლის სხვადასხვა ელფერებს მიეღო მონაწილეობა“ – ხსნის თავის კონცეფციას ქეითი. სახლს ირგვლივ ტყე აკრავს. დამხმარე დიზაინერთან ერთად სუპერმოდელი საძინებლისთვის მოვერცხლისფრო ხალიჩას დიდხანს ეძებდა. „უკვე მზად ვიყავი საკუთარი სახლიდან ჩემი მომეტანა, თუმცა საბედნიეროდ, „Jacaranda Carpets“-ში მსგავსი ვიპოვეთ“.

მოსის თქმით, იმ ნახევარმა წელმა, რომელიც მან ინტერიერზე მუშაობისას „Barnhouse“-ში გაატარა, სუპერმოდელი შეცვალა. „მე ქალაქგარე ცხოვრებაში ჩავეფლე. ეს ბავშვოვბაში დაბრუნებას ჰგავდა. აქ ისეთი რამეების კეთება შეგიძლია, რაც ქალაქში ცხოვრებისას აზრადაც არ მოგივა: გარეთ ტერასაზე ძილი, საჭმლის ღია ცეცხლზე მომზადება. მე ჯემების ხარშვაც კი დავიწყე!. ძალიან გემრიელი გამოვიდა. მას „Kate’s Sweet & Sticky“ -ი ჰქვია. სერიოზულად ვფიქრობ მისი გაყიდვების დაწყებაზე. თითქოს რა მარტივი რამეებია, თუმცა ამ ყველაფერს ცხოვრებაში სიხარული შემოაქვს“. კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სუპერმოდელი ინტერიერის დიზაინერობას, ქეითი დარწმუნებით პასუხობს:“კი! მე და კეტიმ საკუთარი დიზაინ-ბიურო უკვე დავარეგისტრირეთ“.

როგორ შევადგინოთ რემონტის ხარჯთაღრიცხვა სწორად – Homeis.ge გირჩევთ

კარპეტერია – ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ქართული ხალიჩები