in

ყავის კაფე კანადაში

Banner M2
Banner M2

დიზაინის სტუდია La Firme- მ მონრეალში მდებარე მჭიდრო და სამკუთხა ფორმის სივრცე კაშკაშა და ჰაეროვან კაფედ გადააქცია.

ყავის მაღაზია და კაფე,სახელწოდებით Melk Café Saint-Urbain, ქალაქის ჩინურ კვარტალთან ახლოს მდებარე კომერცულ უბანში მდებარეობს.

თავდაპირველი სივრცე საკმაოდ შებოჭილი და დამთრგუნველი იყო. სამკუთხა ფორმის ოთახი, ორ მეტრიანი სიღრმითა და მომრგვალებული კედლით რთულად ტრანსოფრმირებად პროექტად მიიჩნეოდა. სტუდიამ გადაწყვიტა, რომ სივრცე შედარებით ღია ყოფილიყო, ყოველგვარი შიდა კედლების გარეშე. დიზაინში ისინი ხაზს უსვამენ მაღალ ჭერსა და შემოსასვლელში არსებულ დიდ ვიტირნებს, საიდანაც ბუნებრივი სინათლე შემოდის. ამ ხერხით, მათ ყურადრება გადააქვთ არარეგულარული გეგმიდან, რომელიც სივრცეს ძალიან აპატარავებს.

La Firme შეინარჩუნა არსებული დეტალები: ბეტონის კედლები და ინტერიერში გამოსული მილები. ახალი დამატებები, როგორიცაა გაპრიალებული ბეტონის იატაკები და ჩაშენებული ავეჯი, გამიზნულია იმისათვის, რომ სივრცეში მოხდეს ახალი, თანამედროვე დეტალების შემოტანა,რაც საინტერესოდ იკითხება კაფეს ინდუსტირულ ხასიათთან. უხეშ მასალებთან კონტაქტში შემოდის მომწვანო ფერი, თეთრი კერამიკის ფილები და ხის დეტალები.

კაფეს შემოსასვლელი ცალკე ოთახად არის წარმოდგენილი, მაგრამ შემინული კედლის გამო მთლიანი სივრცისგან არ არის გამოყოფილი. კაფეში გვხვდება კუნძული, რომელიც წარმოადგენს შეკვეთების მიღებისა და გამზადების არეალს.

ყავის მისართმევი სექციები, სადაც ჩაშენებული ხის ავეჯი გვხვდება, 24 სტუმარს იტევს. მაგიდები ბარის სიმაღლის დონეზეა დამონტაჟებული და განკუთვნილია ყავის დასალევად და დესერტის მისართმევად.

თეთრი კერამიკის ფილებისგან გაკეთებული ზედაპირი სივრცის შემკვრელ ელენეტს წარმოადგენს, რომელიც გამოყენებულია ჩაშენებულ ავეჯთან, კუნძულის ზედაპირზე და შესასვლელში.

წყარო: dezeen.com

არქიტექტურის ფოტოგრაფები, ვისაც თვალი უნდა ადევნოთ

საძინებლის დიზაინის ტენდენციები ინტერიერის დიზაინერებისგან