in

როგორ შევარჩიოთ ორთქლის აპარატი – Homeis.ge გირჩევთ

თუ ადამიანი ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, რეგულარულად იკვებება სახლში, უყვარს და შეუძლია საჭმლის მომზადება და ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, მაშინ ორთქლის აპარატი უბრალოდ აუცილებელობაა და არა იმიჯი. ხოლო თუ ადამიანი დროის დიდ ნაწილს მოგზაურობაში ატარებს, ცხოვრობს მარტო და არ უყვარს ან არ იცის საჭმლის მომზადება,  მაშინ მისთვის ორთქლის აპარატი უფრო საიმიჯო საგანია, ვიდე საჭირო.

“Morphy richards 470006” 1600 w. 6,8 lt. პირველი ჩვენს რეიტინგში. ფასი – 650 ლარი

ორთქლის აპარატს მუშაობის მარტივი პრინციპი აქვს: სპეციალური გამაცხელებელის საშუალებით ხდება ავზში მოთავსებული წყლის ორთქლად გადაქცევა, რომელიც მასზე მოთავსებულ კონტეინერებში აღწევს და პროდუქტზე თერმულად ზემოქმედებს.

არსებობს ერთ იარუსიანი, ორ იარუსიანი, და ა.შ. მოდელები. ზოგიერთ მოდელში კონტეინერი ერთნაირი ზომისაა, რაც პრაქტიკულია მოხმარებაში, მაგრამ მეტ ადგილს იკავებს სამზარეულოში. არის მოდელები სხვადასხვა ზომის კონტეინერებით, ისინი შედარებით არაპრაქტიკულია, თუმცა ერთმანეთში თავსდება და ნაკლებ ადგილს იკავებს. კონტეინერებს ამზადებენ სპეციალური საკვები პლასტმასისგან, ხოლო შედარებით ძვირფას მოდელებს – ნაწრთობი შუშისგან და უჟანგავი ფოლადისგან. ასევე არის მოდელები, რომლებიც საშუალებას იძლევა თითოეულ კონტეინერში დამოუკიდებლად წარიმართოს მომზადების პროცესი ისე, რომ სურნელი და ნაღვენთი ერთმანეთში არ აირიოს. ჩვენ რეკომენდაციას სწორედ ასეთ მოდელებს ვუწევთ.

“Tefal vc1451”  980 w. 6 lt. მეორე ჩვენს რეიტინგში. ფასი – 350 ლარი.

ორთქლის აპარატის უპირატესობები:

მისი კონსტრუქციის თავისებურების გამო, პროდუქტების კონტეინერში მოთავსებისა და აპარატის შესაბამის რეჟიმზე დაყენების შემდგომ მასთან დგომა, ყურადღების მიქცევა და დროის კარგვა არ არის საჭირო.

პროდუქტები მომზადების დროს არ საჭიროებს ზეთის და ცხიმების დამატებას, შესაბამისად ამგვარად მომზადებული საკვები მავნე კანცეროგენებისგან და ქოლესტერინისგან თავისუფალია.

ორთქლის აპარატი შეიცავს სპეციალურ ავზებს ბადისებრი ძირით. მათში საკვების სწორად ჩალაგების შემთხვევაში (ისინი არ უნდა იყოს მეტისმეტად მჭიდროდ), ორთქლი მთლიანად მოიცავს ავზში მოთავსებულ პროდუქტს და მისი მორევა და გვერდის შეცვლა არ არის აუცილებელი.

ორთქლის აპარატზე რამდენიმე სახის საკვების ერთდროულად მომზადებაა შესაძლებელი.

ორთქლით დამუშავების შედეგად საკვები მაქსიმალურად ინარჩუნებს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს თავის სტრუქტურაში. ეს არა მხოლოდ ნაზი და რბილი საკვებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ, არამედ ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერების შესაძლებლობასაც.

Kitfort kt-2035  600 w. 6,4 lt. მესამე ჩვენს რეიტინგში. ფასი – 230 ლარი.

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადრება ორთქლის აპარატის არჩევის დროს:

  • პროდუქტის მოსათავსებელ ავზებში, სხვადასხვა საკვების ერთდროულად მომზადების ფუნქციის არსებობა.
  • პროდუქტის მომზადების დროს, ავზში წყლის ჩამატების შესაძლებლობის არსებობა.
  • პროდუქტის მოსათავსებელი ავზების ზომები (ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ოჯახის სიდიდეს).
  • პროდუქტის ნაღვენთის შესაგროვებელი დაფების არსებობა, რათა თავიდან აიცილოთ ზედა იარუსებიდან ჩამოსული წვენის ქვედაზე მოხვედრა, რაც კერძების გემოსა და სურნელის არევას გამოიწვევს.
  • აპარატის მასალის ხარისხი (უმჯობესია თუ ავზები ნაწრთობი შუშისგან ან უჟანგავი ფოლადისგან იქნება დამზადებული)
  • ორთქლის აპარატის სიმძლავრე ( მოდელების მიხედვით 600 ვტ-დან 2000 ვტ-მდე მერყეობს. ოპტიმალურია 1500 ვატი).

“Tefal vc-3008”  900 w. 10 lt. მეოთხე ჩვენს რეიტინგში. ფასი 370 ლარი.

ორთქლის აპარატის სუსტი მხარეები:

  • ორთქლის აპარატში მოსამზადებლად საჭიროა უპესტიციდო ხილი და ბოსტნეული, ეს აუცილებელია, ვინაიდან ორთქლის დამუშავების დროს ეს მავნე ნივთიერებები არ ქრება როგორც ეს მოხარშვის დროს ხდება. ასეთი საკვების მოძებნდა კი ხშირად რთულია.
  • დანადგარი ვერ წვავს და ვერ ბოლავს პროდუქტებს.
  • მას სამზარეულოში საკმაო ადგილი უჭირავს
  • ჭირდება რეგულარული და ხარისხიანი მოვლა. წყლის გამაცხელებელი საჭიროებს რეგულარულ წმენდას სპეციალური სითხეებით.
  • მოიხმარს საკმაო ელექტრო ენერგიას (გაზზე მომუშავე ვარიანტები უფრო ეკონომიურია, თუმცა ნაკლებად ეფექტური).

“Braun fs-5100”  850 w. 6200 lt. მეხუთე ჩვენს რეიტინგში. ფასი 290 ლარი.

თუ თქვენ  მარილსა და სხვადასხვა სანელებლებზე  უარს ვერ ამბობთ, მაშინ გირჩევთ, ყურადღება „Flavour Booster+“ ფუნქციას მიაქციოთ. სპეციალურ „ჯიბეში“ ჩაყრით მარილს ან სხვადასხვა სანელებელს, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა მწვანილის მოთავსებაც. როდესაც ორთქლი იწყებს საკვების სტრუქტურაში შეღწევას, ის საკვებში ამ მინარევების ნაწილაკებსაც შეიტანს.

“Russel Hobbs 23560-56”  1000 w. 10,5 lt. მეექვსე ჩვენს რეიტინგში. ფასი 150 ლარი.

ორთქლის აპარატი განსაკუთრებით აუცილებელია ადამიანებისთვის, ვინც იტანჯება კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, დიაბეტით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის, ჭარბწონიანებისთვის. ამ ხალხს საშუალება მიეცემა დააგემოვნონ ახალი წესით მომზადებული საკვები, რომელიც სასარგებლო იქნება მათი ჯანმრთელობისთვის.

შესაძლებელია მისი უფრო დაწინაურებული სახის მულტიფუნქციური ორთქლის ღუმელის შეძენაც, რომელიც მეტ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ექნება შეწვისა და შებოლვის ფუნქციაც, თუმცა ის უფრო კომპაქტურია და უფრო მეტად პატარა ოჯახებს მიესადაგება.

რა უნდა ვიცოდეთ ხის სახლების შესახებ

TBC ბანკის სათაო ოფისის ახალი შენობა ლისზე