in

ბინის რემონტისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

რემონტის პრობლემებსა და მათი მოგვარების ხერხებზე საუბრისას, აუცილებლად ტიპური შეცდომები უნდა გავიხსენოთ, რომლებსაც ბინის მესაკუთრეები ან დაქირავებული სამშენებლო ჯგუფები სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს უშვებენ.

შეცდომა #1: ბინის გადაგეგმარება

ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის აუცილებელი და სასარგებლო არ არის. მიზეზი: გადაგეგმარება კედლების აღმართვას და არსებულის დანგრევას გულისხმობს. თავში მოსული ყოველი სურვილი რეალობაში ყოველთვის პრაქტიკული ან მომხიბვლელი არ არის. მისი გამოსწორება კი უახლოესი 5-10 წელიწადი ან რთული ან შეუძლებელი იქნება (თანაც, ფინანსურადაც მძიმე).

გადაგეგმარების დროს გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი ხანგრძლივი და რთულია მორალური, მატერიალური და ფინანსური კუთხით. აქ ყველა დეტალია გასათვალისწინებელი. საქმის დაწყებამდე მაკონტროლებელ სამსახურებთან შეთანხმების პროცედურებია გასავლელი და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი მოქმედების დაწყება. დაფიქრდით და წინასწარ კარგად აწონ-დაწონეთ, სანამ „გადაგეგმარების“ მძიმე პროცესში ჩაერთვებით.

შეცდომა #2: ოთახების გაერთიანება

ჩვეულებრივ, ეს  მომენტი სველ წერტილებს ეხება. ამ დროს აბაზანასა და ტუალეტში მეტი ადგილი წარმოიქმნება, თუმცა არის ერთი „მაგრამ“: როცა სახლში 3 და მეტი ადამიანი ცხოვრობს, ასეთი იდეა ბოლომდე გამართლებული არ არის. ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ სანამ ვინმე წყლის პროცედურებით ტკბება, ტუალეტისთვის რიგში დგომა მოგიწევთ.

ასეთი გადაწყვეტილება ისეთ ბინებშია ოპტიმალური, სადაც მეორე ტუალეტიც არსებობს. სხვა შემთხვევაში ეს სქემა ყოველდღიურობაში მხოლოდ დისკომფორტის მომტანი იქნება.

შეცდომა #3: სივრცის ორგანიზება და განათება

დღევანდელი, ყველაზე ტრენდული გადაწყვეტილება კარადის სანაცვლოდ გარდერობის მოწყობაა. სივრცის ასეთი ორგანიზება გონივრული და ესთეტიკურიცაა, მაგრამ ბევრს აქ განათების მოწყობა ავიწყდება.

უმჯობესია, სივრცის ორგანიზების გათვლა რემონტის დაწყებამდე დაიწყოთ და ელექტრო სამუშაოების დროს აქ სადენი ჩადოთ.

შეცდომა #4: ეკონომიურობა

ყველაზე ძვირფასი მასალები აბაზანაში და საპირფარეშოში მონტაჟდება. აქ დროის ყველაზე მოკლე მონაკვეთს ვატარებთ და ლოგიკურია კითხვა, რატომ ვხარჯავთ ამ ოთახებისთვის ამდენს?

ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ოთახებში ტემპერატურისა და ტენიანობის ყველაზე მკვეთრი ცვლილებებია. სწორედ ამიტომ, მასალებზე ეკონომიის გაწევა შესაძლებელია, ზარალად იქცეს და სივრცე ხელმეორედ სარემონტო გახდეს.

#5. როზეტები და ჩამრთველები

მესაკუთრეები, როგორც წესი, თვლიან, რომ როზეტის ადგილის შეცვლა რემონტის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. ხშირად დაყენებული როზეტები და ჩამრთველები ავეჯის უკან ან ისეთ ადგილას ექცევა, რაც საკმაოდ მოუხერხებელია.

ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ როზეტებისა და ჩამრთველების დაყენება რემონტის პირველ ეტაპზე ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თავიდანვე არ არსებობს ავეჯის განთავსებისა და ზომების გეგმა, შემდგომ რაიმეს შეცვლა ძალიან რთული იქნება.

ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია რემონტის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

ნიკოლოზ ლომიძისა და ალექსანდრე ღარიბაშვილის Swimming Pool Project მის ვან დერ როეს პრიზის ნომინანტია

ტური მოდელ ტეილორ ჰილის სახლში