in

ტური მოდელ ტეილორ ჰილის სახლში

Banner M2
Banner M2

სამი წლის წინ კოლორადოში დაბადებული მოდელი, ტეილორ ჰილი განიხილავდა მისი პირველი ბინის ყიდვის საკითხს მანჰეტენზე. შემდეგ ნეშვილში მეგობრის სანახავად საბედისწერო ვიზიტმა ყველაფერი შეცვალა. მან მაშინვე დაიწყო აქ სახლის ძებნა და მალევე იპოვა მისთვის საოცნებო 1936 წელს აშენებული სახლი.

ჰილის სახლი მდებარეობს ბამბუკის კორომებში – ესაა, ფაქტობრივად, მწვანე ოაზისი, რადგანაც სახლს აქვს ძალიან დიდი ნაკვეთი. რაც შეეხება სახლს, შეიძლება ითქვას, რომ ის საკმაოდ დიდი ფართობისაა. ტეილორს არ მიუმართავს ინტერიერის დიზაინერისთვის, ამჯობინა, მიჰყოლოდა საკუთარ ინსტინქტებს და დედის, ჯენიფერის ხელმძღვანელობას.

შესასვლელი წითელი კარიდან ვხვდებით მყუდრო მისაღებ ოთახში, სადაც არის მოპირკეთებული კედლები, მუხის ორიგინალური იატაკი და ბუხარი. აქაურობა სავსეა მეორადი ავეჯით, მაგალითად, სკამები და ყავისფერი ტყავის დივანი. ასევე, აქ ვხვდებით საკმაოდ ბევრ ხალიჩას, რომლებიც ტეილორმა ანტიკური ხალიჩების ფირმიდან მოიპოვა.

მისაღები ოთახიდან გავდივართ სასადილო ოთახში, რომელიც თავისი კონტრასტული დიზაინით საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე – აქ თეთრი კედლების საპირისპიროდ გამოყენებულია მუქი ფერის ნახატები და სკამები.

წინა ოთახებისგან განსხვავებით, გიგანტური ოთახი, რომელიც იკავებს სახლის ცენტრალურ ნაწილს, სავსეა მზის შუქით. “მისაღები და სასადილო ოთახები ბნელი და მყუდროა, შემდეგ კი არის ეს დიდი, თანამედროვე სივრცე”, – ამბობს ჰილი ოთახის შესახებ. მას აქვს ორი გრძელი ფანჯარა. უზარმაზარი დივანი უზრუნველყოფს დასვენების ადგილს. ”ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ვუყურებთ ფილმებს და ვატარებთ დილის შეხვედრებს, როდესაც ჩემი მთელი ოჯახი აქ არის,” – ამბობს ჰილი. ”

რაც შეეხება საძინებელს, აქ უკვე ვხვდებით რკინის ჰაეროვან საწოლს, რომელიც  ჰილმა Wayfair– ზე იპოვა. ”მინდოდა, რომ ამ ოთახს მთის სახლის აურა ჰქონოდა და მართლაც ასეა, მე ვიღვიძებ და ვგრძნობ, რომ შვებულებაში ვარ,” – ამბობს ტეილორი.

საძინებელიდან გასვლისას ვხვდებით თანამედროვე შავ-თეთრ ზოლიან აბაზანაში, რაც თითქოს კონტრასტს ქმნის საძინებელ ოთახთან მიმართებაში. აქვეა ჰილის გარდერობიც. მოდელს სურდა, რომ მისი გარდერობი მაღაზიას დამსგავსებოდა და ყველაფერი ყოფილიყო ხილული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ოთახში არც კარი და არც უჯრა არ უნდა ყოფილიყო.

ფოტოგრაფი: Alyssa Rosenhec

ბინის რემონტისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

#სადვიცხოვრო: კლასიკური ინტერიერი ფერადი აქცენტებით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე