in ,

#სადვიცხოვრო: კლასიკური ინტერიერი ფერადი აქცენტებით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელიც წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, 130 კვ/მ ფართობს მოიცავს. მასში გაერთიანებულია 2 საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო, მისაღები ოთახი და ერთი სველი წერტილი.

ამჟამინდელმა მეპატრონემ ეს სივრცე 2018 წელს შეიძინა. როგორც ის იხსენებს, პირველი, რამაც იგი მოხიბლა, მაღალი ჭერი და ძველებური ბუხრები იყო. ამას გარდა, თავად შენობა ისტორიულია, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის მას.

მფლობელები მაქსიმალურად შეეცადნენ ბინის ავთენტურობის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, მათ სივრცე თანამედროვე ელემენტებისგან გაათავისუფლეს და ახლებურ სტილში მხოლოდ შუშის ტიხარი დაამონტაჟეს, მთავარი აქცენტი კი ძველებურ დეტალებზე გააკეთეს.

რაც შეეხება ინტერიერს, მასში ნათელი ფერები ჭარბობს. ერთ-ერთი საძინებლისთვის მუქი ტონებია შერჩეული, რაც ოთახს დამატებით სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ანიჭებს. ფერადი ავეჯი კი საინტერესო კონტრასტს ქმნის კლასიკური გარემოს ფონზე.

აღნიშნული ბინა ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი და მასთან დაკავშირებული დეტალების გაცნობა შესაძლებელია კომპანია Wehost-ის ბმულზე. 

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი

ტური მოდელ ტეილორ ჰილის სახლში

MUA-ს ნავსაყუდელი თბილისის ზღვაზე