in ,

#სადვიცხოვრო: ბინა მწვანე ტონალობაში ტატიშვილის ქუჩაზე

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არის სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული 75 კვ/მ ფართობის მქონე სივრცე, რომელიც აერთიანებს მისაღებ ოთახს, შუშაბანდს, მოსასვენებელ კუთხეს, ორ საძინებელსა და სველ წერტილს.

Banner M2
Banner M2

როგორც ბინის მეპატრონეები აღნიშნავენ, სარემონტო სამუშაოები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, ვინაიდან სივრცე იყო სრულად გასაახლებელი. პროექტის ავტორების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ბინის პირვანდელი სახის მაქსიმალური შენარჩუნება, რათა არ დაკარგულიყო სივრცის ისტორიული ღირებულება. სწორედ ამიტომ, რენოვაციის პროცესში მეპატრონეებს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ მერიასთან.

“ჩვენ ზუსტად ვიცოდით, თუ რა გვინდოდა. არ შეგვიცვლია ბინის გეგმარება. თავს უფლება არ მივეცით, სახლის ძირითადი კონცეფცია დაგვერღვია. ბინას დარჩა ძველი “ხასიათი”, რაც თავიდანვე ჩვენი სურვილი იყო,” – იხსენებს ბინის მეპატრონე, თათია გაბუნია.

როგორც თათია გვიამბობს, ბინის ინტერნიერის შექმნაში ჩართული იყვნენ, პირველ რიგში, ის და მისი მეუღლე – ერეკლე. მათ ასევე ძალიან დაეხმარათ ოჯახის ახლო მეგობარი, რომელსაც ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა, პროფესიული კუთხით, ინტერიერზე დიზაინერმა თათო ყარასაშვილმა იმუშავა.

“ვთვლი, რომ ამ ადამიანების დახმარებით, ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ჩვენი სახლის ინტერიერი ძველისა და ახლის ერთგვარი ნაზავია. შენარჩუნებულია სიძველის ხიბლი, რაც ინტერიერს უფრო მყუდროს და საინტერესოს ხდის,”- ამბობს თათია

დიზაინერი თათო ყარასაშვილი გვიამბობს, რომ აღნიშნულ პროექტში მისი და დამკვეთის გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა და ამ დეტალმა სასურველი შედეგის მიღება ძალიან გაუადვილა.

“დამკვეთის მთავარი მოთხოვნა იყო თეთრი კედლები, ვინტაჟური სტილი და მყუდრო გარემო. ამ ბინის შთაგონების წყაროდ უკვე არსებული ულამაზესი, ძველებური სტილის კარი გახდა. მოცემული ამოცანის მიღწევაში დიდი როლი ითამაშა მაღალმა ჭერმა და თაღებმა. ბინაში აქტიურად არის გამოყენებული მწვანე ფერის რამდენიმე ტონალობა და ხის დეტალები, რაც სიმყუდროვის მიღწევაში დაგვეხმარა. მოლდინგებმა, კლასიკური სტილის ოქროსფერმა ჭაღებმა, თანამედროვე კლასიკური სტილის სამზარეულომ და ფერადმა დივანმა ჩაფიქრებული იდეა შესანიშნავად გადმოსცა და იდეალურად შეერწყა ბინაში უკვე არსებულ “შუშაბანდს”, – თათო ყარასაშვილი

აღნიშნული ბინა ამ ეტაპზე გასაქირავებლად არის გამოტანილი. ბინის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია განცხადების ბმულში.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოები: HAUS Photography

ტური ჯულია რობერტსის ყოფილ ტბის სახლში

სახლი ართანაში – NS Studio-ს ნამუშევარი, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრშია