in ,

სახლი ვერაზე სახასიათო ინტერიერით

Banner M2
Banner M2

ეს ბინა, რომლის საერთო ფართობი 160 კვადრატულ მეტრს შეადგენს, დაახლოებით 25 წლის წინ აშენებულ სახლში მდებარეობს. როგორც მისი მეპატრონე გვიამბობს, შენობა სწორედ იმ დროს აშენდა, როდესაც საქართველოში მშენებლობის ახალი ტალღა იწყებოდა და ინვესტორები დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟითა და მათ მაგივრად ახალი ნაგებობების აშენებით დაინტერესდნენ.

ჩვენი რესპონდენტისთვის ეს მშობლების სახლია, სწორედ ამიტომ, მას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არც უფიქრია და რემონტს დიდი ინტერესით შეუდგა.

რემონტის პროცესი ერთდროულად სახალისოც იყო და რთულიც. ჩვენ გვსურდა მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური შედეგის მიღება… ბევრი რამ საკუთარი ხელებითაც გავაკეთეთ, მაგალითად, სახლში გამოყენებული ყველა ხის მასალის ფერი საკუთარი ძალებით შევღებეთ მღებავებთან ერთად. მაშინ სარემონტო მასალების ბაზარი არ იყო ასეთი მრავალფეროვანი და სასურველი ეფექტის მიღწევა კარგ ფანტაზიას მოითხოვდა,” – გვიამბობს დიასახლისი

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყველაზე რთული კიბის მოწყობა აღმოჩნდა, რადგან ის დიზაინი, რომელიც ბინის მეპატრონეებს სურდათ, შესასრულებლად რთული გამოდგა და შესაბამისად, ამ სამუშაოს ხელს არავინ კიდებდა. თუმცა, ვინაიდან ეს უნდა ყოფილიყო ინტერიერის მთავარი აქცენტი, მეპატრონეები არ დანებდნენ და საბოლოო ჯამში მათ იპოვეს გამოცდილი პროფესიონალი კიბის ხელოსანი, რომელმაც ეს მისია საკუთარ თავზე აიღო და ის წარმატებით განახორციელა.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს ორიგინალური აქსესუარები და დეკორის ელემენტები, რაც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათსა და გამორჩეულ იერ სძენს. თითოეული ნივთი უნიკალური სტილით გამოირჩევა, თუმცა ყველა მათგანი იდეალურად ეხამება ერთმანეთს და საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო კომპოზიცია იქმნება.

ვფიქრობ, დღეს ბინა უკვე სარემონტოა. თუმცა, თავიდან რომ მოგვიწიოს მისი გაკეთება, ალბათ არაფერს შევცვლით (გარდა იმისა, რომ უფრო ხარისხიან მასალებს გამოვიყენებდით), ვინაიდან ეს არის ყველა ოჯახის წევრისთვის კომფორტული გარემო,” – გვიამბობს ბინის მეპატრონე.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ლიზა ბრიზის მიერ განახლებული 1940-იანი წლების სახლი მელბურნში

კედლების შავად შეღებვის დადებითი და უარყოფითი მხარეები