in

როგორ ავირჩიოთ საღებავი ოთახებისთვის

საღებავები მხოლოდ პირველი შეხედვით გამოიყურებიან ერთნაირად, სინამდვილეში მათი შემადგენლობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. შემადგენლობაზე კი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებია დამოკიდებული. საღებავი, რომელიც იდეალურად ფარავს სასტუმრო ოთახის კედელს, სავსებით სხვაგვარ ეფექტს იძლევა სამზარეულოში. ამისთვის, ჩვენ შევეცადეთ შეგვედგინა ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

საღებავი საძინებლისთვის

ოთახში სადაც თქვენ გძინავთ, პირველ რიგში უსაფრთხო გარემო უნდა შეიქმნას, ამიტომ უნდა ავირჩიოთ საღებავი, რომელიც ეკოლოგიურ სტანდარტებს პასუხობს. ყველა საკითხში, რაც ჯანმრთელობას და გარემოზე ზრუნვას ეხება, სკანდინავიელები ნამდვილ ექსპერტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ისინი ტრადიციულად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სიცოცხლის იმ ასპექტებს, რომლებიც ეკოლოგიას ეხება. აირჩიეთ საღებავები შესაბამისი სერთიფიკატებით, რომლებიც პროდუქტის ეკოლოგიურობას ადასტურებს. ის უნდა იყოს წარმოებული წყლის საფუძველზე – ტოქსიკური ორგანული გამხსნელი ნივთიერებების გარეშე. ასევე არ უნდა შეიცავდეს სხვა კანცეროგენულ და მუტაგენურ მინარევებს. ასეთი საღებავების საშუალებით თქვენ შეძლებთ ერთგვაროვანი, მკვრივი და რაც მნიშვნელოვანია, გამძლე საფარის მიღებას. ასე რომ, ეს უნივერსალური ვარიანტია როგორც საძინებლისთვის, ასევე სხვა ოთახებისთვისაც.

საღებავი საბავშვო ოთახებისთვის

საბავშვო ოთახებში შესაძლებელია ზემოთხსენებული საღებავის გამოყენება, მაგრამ თუ თქვენ მზად ხართ ექსპერიმენტებისათვის, ისეთი საღებავი განიხილეთ, რომელიც კედელს მაგნიტად გადააქცევს და მასზე სხვადასხვა სურათების და ნახატების მიკრობის საშუალებას მოგცემთ. ამისთვის უბრალოდ საკმარისია ფუძე საღებავის სახით წაუსვათ მაგნიტური ეფექტის მასალა, გაშრობის შემდგომ კი ნებისმიერი სასურველი ფერის საღებავით შეღებოთ. ასევე შესაძლებელია საბოლოო ფენად გამოიყენოთ საღებავი, რომელიც თქვენს პატარას კედლებზე ცარცით ხატვის საშუალებას მისცემს და შეუქმნის მას დამატებით სივრცეს შემოქმედებისთვის.

საღებავი სამზარეულოსა და კორიდორისთვის

სამზარეულო და კორიდორი ის სივრცეებია, სადაც განსაკუთრებულად გვიწევს სისუფთავეზე ზრუნვა. შემოსასვლელში სისტემატიურად ხდება ჭუჭყის ნაწილაკების მოხვედრა, რომელიც შემოგვაქვს ქუჩიდან. სამზარეულოს კედლებზე კი საჭმლის მომზადების დროს ცხიმიანი ლაქები შეიძლება მოხვდეს. თუმცა ეს ყველაფრის კერომოგრანიტით მოპირკეთების მიზეზს ჯერ კიდევ არ გვაძლევს. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია საღებავები, რომლებიც მშვენივრად ექვემდებარება რეცხვას. მაგალითისთვის, საღებავი დესკო5 სპეციალურად მაღალი საექსპლუატაციო დატვირთვებისთვისაა შექმნილი. ის მედეგია, უძლებს წნევით რეცხვას და თავის ფერს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს. ღია ფერებიც კი არ ყვითლდება და არ კარგავს ფერს დროთა განმავლობაში.

საღებავი სააბაზანოსთვის

სააბაზანოების საღებავით მოპირკეთება ერთ ერთ პოპულარულ დიზაინერულ ტრენდად იქცა. ამ ხერხის მეშვეობით დიზაინერები სააბაზანოებს მყუდრო ოთახებს ამსგავსებენ. მაღალი ტენიანობის ოთახებში რეკომენდებულია განსაკუთრებულად ნესტგამძლე საღებავი, რომელიც პირველ რიგში, წყალთან რეგულარური კონტაქტის მიუხედავად, კედელს არ მოსცილდება და ასევე ტემპერატურულ რყევებს არ შეუშინდება. არსებობს საღებავები, რომელთა დატანა უშუალოდ საშხაპესთან მდებარე კედლებზეცაა შესაძლებელი. ეს საღებავები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ობისა და სოკოს გაჩენას საშუალებას არ აძლევს.

ჭერის საღებავი

ჭერს ხშირად იმავე საღებავით ღებავენ რითაც კედლებს, ასეთი მიდგომა ნამდვილად მისაღებია. თუმცა არსებობს საღებავები რომლებიც სპეციალურად ჭერისთვისაა განკუთვნილი. მათ თავი უკვე ბევრ დიზაინერს მოაწონეს. ასეთი საღებავების მეშვეობით თქვენ იდეალური გლუვი საფარის მიღება შეგიძლიათ. ასეთ ჭერს ლაქებისა და ინსტრუმენტებისგან დატოვებული ზოლები არ ეტყობა. მათი საშუალებით უმნიშვნელო უსწორმასწორობანი შეგიძლიათ შენიღბოთ, ეს კი ჭერებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

საღებავი ფასადებისთვის

სახლების ფასადები არაკეთილსაიმედო ფაქტორორების ზეგავლენას მუდმივად განიცდის. ეს არის ნალექები, პირდაპირი მზის სხივები, ქარისა და სხვადასხვა მიკროორგანიზმების ზემოქმედება. სკანდინავიურ ქვეყნებში, მკაცრი ამინდის მიუხედავად, ხის სახლების უმეტესობა ყურადღებას  მოვლილი იერით იპყრობს, თუმცა ბევრი მათგანი ათწლეულებს ითვლის. საიდუმლო ასეთია, სახლის ასაკი რომ არ გამოჩნდეს, სკანდინავიელები გარე ზედაპირის განსაკუთრებულ დაცვას უზრუნველყოფენ. ამისთვის მრავალი მასალა არსებობს. თქვენი სახლის ფასადის გამძლეობისთვის, საფასადე საღებავები შეიცავს ზეთს, გრუნტსა და საღებავს. მათი გამოყენება უმჯობესია კომპლექსურად. გრუნტის ფენა შეზღუდავს ნესტის ზემოქმედებას ხის ფორებში, გრუნტი ზედაპირისა და ზედა ფენის ხარისხიან შეწებებას შეუწყობს ხელს, ხოლო საღებავი უზრუნველყოფს ატმოსფერული ზეგავლენისგან დაცვას და კედლებს მიმზიდველობას შესძენს.

 

ედოარდო ტრესოლდის Etherea

სახლი ვაკის პარკთან