in

როგორ დავიცვათ თავი ხმაურიანი მეზობლებისგან – ნამაი სტანდარტი

თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგია ნაგებობის კონსტრუქციის შემსუბუქებას ცდილობს. ასეთი მიდგომა ფუნდამენტზე დანახარჯების შემცირებისა და შენობის სიმაღლის ზრდის საშუალებას იძლევა, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს კედლების ხმის საიზოლაციო მაჩვენებლებზე ნეგატიურად მოქმედებს. ხმაურიანი მეზობლების ყოფა-ცხოვრების მოსმენა სასიამოვნო საქმიანობა ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ, ბინის ხმის საიზოლაციო მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. დღეს სწორედ ამ თემას გვინდა შევეხოთ.

ბაზარზე დიდი ასორტიმენტის გამო, ხმის საიზოლაციო მასალების არჩევა არც ისე მარტივი პროცესია. უკანასკნელს პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, ვინაიდან ყველა მასალას საკუთარი დანიშნულება აქვს. ფუნქციურობის გარდა, თანამედროვე მასალებს ეკოლოგიურობისა და უსაფრთხოების მიხედვითაც აძლევენ უპირატესობას. ფენოლის აირების სუნთქვა და შუშაბამბა უკვე წარსულია.

არასასურველი ხმების ბინაში შეღწევა ბინის კედლების, ჭერისა და იატაკის იზოლაციითაა შესაძლებელი. თუმცა, მთლიანი იზოლაციის გაკეთება ძალიან ძვირი და ხშირად მიზანშეუწონელია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როცა გაღიზიანების წყარო უშუალოდ რომელიმე ბინაა. ასეთ სიტუაციაში საერთო კედლების იზოლაციაა შესაძლებელი.

ხმა ბინაში ორი ხერხით აღწევს. პირველ შემთხვევაში წყარო მზიდ კონსტრუქციას არ ეხება, მეორე შემთხვევაში კი პირიქით – ეხება, რაც დამატებით ვიბრაციებს ქმნის (მაგალითად, ლიფტი, პერფერატორი ან ნაბიჯები პარკეტზე).

ხმაურის გასანიეტრალებლად ხმის ტალღების ჩახშობისა და არეკვლის ტექნიკას მიმართავენ:

  • ჩახშობისთვის ფხვიერი და ბოჭკოვანი სტრუქტურაა ეფექტური. მასში მოხვედრისას ხმის ტალღა გზის გაგრძელებას ძნელად ახერხებს.
  • არეკვლისთვის მკვრივი აგებულების კონსტრუქციაა მიზანშეწონილი, რომელიც რხევებს მინიმუმამდე ამცირებს და საპირისპირო მხარეს მიმართავს. რაც მეტია მასა, მით უფრო ძნელია მისი რეზონირება ან ვიბრირება და მით უკეთესად ირეკლავს ის ბგერას.

ყველაზე ეფექტურია რთული კონსტრუქციები, სადაც ბგერის არეკვლა და ჩახშობა თითოეულ ფენაზეა დაკისრებული.

მონტაჟის მიხედვით ორი ძირითადი სქემა არსებობს:

  • კარკასული – დამაგრება ლითონის ჩარჩოს მეშვეობით ხდება, რბილი შემავსებლითა და ამრეკლი ზედაპირით.
კარკასული საიზოლაციო მონტაჟი
  • უკარკასო – დამცავი საფარი, ფილების სახით, ზედაპირზე თვითმჭრელებისა და სამაგრების მეშვეობით პირდაპირ მაგრდება.
უკარკასო საიზოლაციო მონტაჟი

საინტერესოა, როგორ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ ასეთ დროს თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული დეველოპერები, რათა საცხოვრებელ ბინაში მეზობლებისგან შემოსული ხმაური არ აღწევდეს. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ “ნამაი ვაკეს” ექსპერტებს მივმართეთ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ კომპლექსში უკარკასო, მინერალური ქვა-ბამბის ფილებია გამოყენებული. ეს არის 5 სანტიმეტრიანი TechnoNICOL-ის ხმის ჩამხშობი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე მასალა, რომელიც ხმას რამდენჯერმე ამცირებს, კარკასულთან შედარებით, ფართს ზოგავს და ყველა იმ თვისებას ფლობს, რაც ხარისხიან საიზოლაციო ფენას უნდა გააჩნდეს:

  • ხმის ჩახშობის კარგი უნარი;
  • არეკვლის თვისება;
  • ჰერმეტულობა;
  • ეკოლოგიურობა;
  • ცეცხლმედეგობა;
  • ვიბრაციების ჩახშობის უნარის მქონე სამაგრები.

ხმის საიზოლაციო კონსტრუქციის თითოეული ელემენტი საყურადღებოა. მეორეხარისხოვანი დეტალი, რომელზეც თვალის დახუჭვაა შესაძლებელი, ამ შემთხვევაში არ არსებობს. როგორც ჩანს, ეს ძალიან კარგად იციან “ნამაი ვაკეში“, სადაც გამოყენებული საიზოლაციო მასალები მომავალი ბინადრებისთვის კომფორტის გარანტს იძლევა და მეზობლების ხმაურით გამოწვეულ სტრესს სრულად გამორიცხავს. ეს დეტალი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ფაქტს, რომ ბინის შეძენისას აუცილებელია, საქმე ისეთი მაღალი სტანდარტის მიმდევარ კომპანიასთან გვქონდეს, რომელშიც მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომავალი ბინადრისთვის.

გარე სივრცეები, როგორც პრიორიტეტი – Chioco Design-ის ნამუშევარი ოსტინში

ბედნიერი ინტერიერის შექმნის საიდუმლო – ნუცა ბახტაძის გიდი