in

გარე სივრცეები, როგორც პრიორიტეტი – Chioco Design-ის ნამუშევარი ოსტინში

ჯეიმი ჩიოკო Chioco Design–ის დირექტორია, რომელმაც გადაწყვიტა, საკუთარ სახლზე თავად ემუშავა. ორ ოთახიანი სახლი, რომელსაც ამ სტატიაში ნახავთ, ჩერრივუდის აღმოსავლეთით, ოსტინის სამეზობლოში მდებარეობს და მისი მშენებლობა 2019 წელს დასრულდა. ჩიოკომ, რომელიც თექვსმეტი წლის განმავლობაში 1950 წელს აშენებულ სახლში ცხოვრობდა, 2017 წელს გადაწყვიტა, შეეცვალა საცხოვრებელი და მასზე მუშაობა ნულიდან დაეწყო.

საბოლოო ჯამში, დიზაინზე ფიქრი იყო ღრმა გააზრების პროცესი. ბუნებრივი სინათლე და ღია საცხოვრებელი ადგილები პრიორიტეტული ასპექტები იყო. შედეგად, სახლს აქვს ოთხი მეტრის სიმაღლის კუთხის ფანჯრები. ეს ფანჯრები მაქსიმალურად ზრდის ხედებს ლანდშაფტზე.

რეალურად, სახლის გეგმა  წარმოადგენს ორ გადახურულ მართკუთხედს, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ სახლში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხე (კონკრეტულად, თეთრი მუხა) და მასთან შერწყმული ნეიტრალური ფერები. სახლის გარე ფასადებიც ხისა და კრემისფერი ტონალობის ნაზავს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ სახლის ღია სივრცეებსაც, რომლებიც აშკარად თვალში გვხვდება მისი დათვალიერებისას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩიოკოს დიდი სურვილი იყო ღია ადგილები ჭარბად ყოფილიყო ამ სახლში და ჩვენ მართლაც ვხედავთ გარე მოსასვენებელ სივრცეს აუზთან და ასევე მცირე შიდა ეზოს.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი 2000 კვადრატული მეტრია, ის გაცილებით დიდი ჩანს. შესასვლელი ეზო, გადახურული ტერასა და აუზი აღიქმება, როგორც შიდა სივრცეების გაგრძელება, რაც ქმნის გარე ოთახებს.

დიზაინ სტუდია: Chioco Design

ფოტოგრაფი: Casey Dunn

#სადვიცხოვრო: ბინა ბეტონის ელემენტებით მთაწმინდაზე

როგორ დავიცვათ თავი ხმაურიანი მეზობლებისგან – ნამაი სტანდარტი