in

#სადვიცხოვრო: ბინა ბეტონის ელემენტებით მთაწმინდაზე

ეს თანამედროვე მინიმალისტური დიზაინის მქონე ბინა მთაწმინდაზე მდებარეობს.

ინტერიერში, პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს საინტერესო გეგმარება, რომლის მიხედვით სამზარეულო და მისაღები ზონები სრულად გაერთიანებულია. ტიხრების არარსებობა განსაკუთრებით აძლიერებს სივრცის შეგრძნებას და სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.

ამას გარდა, აღნიშნული ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მასში გამოყენებული ბეტონის ელემენტებია, რომლებიც ჭერის, საყრდენი ბოძისა და კედლის ერთი ფრაგმენტის სახით გვხვდება.

ბინაში გამოყენებულია თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენცია: ხილული ელექტრო გაყვანილობა, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

ეს არის ინტერიერი მკაცრი მინიმალიზმის მოყვარულთათვის. თითქმის ცარიელი სივრცე, რომელშიც ღია ტონებია გამოყენებული, გახალისებულია მკვეთრი ფერის ავეჯითა და აქსესუარებით.

მოცემული ბინის ქირაობა შესაძლებელია დღიურად. დამატებითი დეტალების ხილვა შესაძლებელია განცხადების ბმულზე. 

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლათფორმა Area.ge

აუზის მოვლა: ბაქტერიებთან და წყალმცენარეებთან ბრძოლის 3 მარტივი ხერხი

გარე სივრცეები, როგორც პრიორიტეტი – Chioco Design-ის ნამუშევარი ოსტინში