in ,

#სადვიცხოვრო: ბინა ორმაგი ანტრესოლით პლეხანოვზე

Banner M2
Banner M2

ეს ბინა თბილისში, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს ნათელი ფერების ფონზე გამოკვეთილი აგურის ეფექტის მქონე კედლები, რომლებიც მწვანე მცენარეებთან ერთად საკმაოდ საინტერესო კომპოზიციას ქმნის.

ბინას საინტერესო გეგმარება აქვს: პირველ სართულზე გვხვდება გაშლილი სივრცე, რომელიც სამზარეულოს, მისაღებ და სასადილო ზონებს აერთიანებს. ზედა დონეზე კი სივრცე ორ ნაწილად არის გაყოფილი და თითოეულ მხარეს მინიმალისტური დიზაინის საძინებელია მოწყობილი.

აღნიშნული სივრცის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას კი ჭერში არსებული ფანჯარა წარმოადგენს, რომელიც სივრცის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.

 

აღნიშნული ბინის ქირაობა შესაძლებელია Wehost.ge პლათფორმის საშუალებით.

ფოტოები: Wehost.ge

ლე კორბუზიე – არქიტექტორი მარადიული იდეებით

სად შევინახოთ ნივთები საძინებელში – სათავსოების 7 ვარიანტი