in

სად შევინახოთ ნივთები საძინებელში – სათავსოების 7 ვარიანტი

თუ თქვენ ახალი კარადის შეძენას გეგმავთ, სათავსოზე ფიქრობთ ან მომცრო ნივთებისთვის ადგილს ეძებთ. ჩვენი რჩევები საძინებელში ნებისმიერი ფართის შესანახი სათავსოს ორგანიზებაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ საძინებელში ნივთების შენახვის რამდენიმე ვარიანტს:

1.სათავსო საწოლის სათავესთან

საწოლის ირგვლივ არსებული თავისუფალი ფართი სასურველია მაქსიმალურად ავითვისოთ. შეგვიძლია საწოლის თავთან ტევადი და ელეგანტური სათავსოს მოწყობა ნებისმიერი გემოვნებისთვის – ღია თაროებიდან მაღალი კარადების ჩათვლით.

2.საწოლი „პოდიუმზე“

შესაძლებელია საწოლის „პოდიუმზე“ განთავსება და მასში დამატებითი საძინებელი ადგილის მოწყობა (სტუმრების საძინებლის შემთხვევაში), ან შესანახი ყუთების ჩალაგება.

3.ვიწრო კარადა-„პენალი“

თუ საძინებელი ძალიან პატარაა და მასში დამატებითი სათავსოს მოწყობის ადგილი არაა, ტანსაცმლისთვის შესაძლებელია საწოლის თავთან ვიწრო „პენალის“ დადგმა, ხოლო ზედა თაროებზე მომცრო ნივთების მოთავსება. დახურული მოდულების ღია თაროებთან კომბინაცია კონსტრუქციას ვიზუალურად ამსუბუქებს და წოლის დროს ის ფსიქოლოგიურად არ დაგამძიმებთ.

4.მთლიან კედელში ჩაშენებული კარადა

ჩაშენებული შენახვის სისტემები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილებაა საძინებელში სათავსოების ორგანიზების მხირვ. ამ ვარიანტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კარადის დამზადება ოთახის კონფიგურაციისა და ზომის მიხედვით არის შესაძლებელი. კედლის გასწვრივ ან საწოლის მოპირდაპირე მხარეს განლაგებული ჩაშენებული კარადები სივრცეს არ „ჭამს“, ხოლო ლაკონური დიზაინისა და ნეიტრალური ელფერების წყალობით საერთოდაც „უჩინარი“ ხდება.

ეს ვარიანტი კარგია როგორც დიდი საძინებლების, ასევე პატარა ფართების შემთხვევაში.

5.სათავსო სარკის კარებით

პატარა საძინებლის ვიზუალური გაზრდისთვის ძველებური მეთოდი – სარკის კარები გამოიყენეთ. კარადის სარკიანი კარები სივრცეს უფრო დიდს და ნათელს გამოაჩენს.

6.სათავსო ფარდის უკან

საძინებლებისთვის ორიგინალური გადაწყვეტილებაა – გარდერობი ფარდის უკან. ის უფრო დინამიურია და სტანდარტულ კარადებთან შედარებით ვიზუალურად მსუბუქად გამოიყურება.

7.სრულფასოვანი გარდერობი

დიდ საძინებელში უმჯებოსია სრულფასოვანი გარდერობის მოწყობა, კარადებითა და კომპაქტური „კუნძულით“, სადაც ფეხსაცმელს, ჩანთებს, ქუდებსა და სხვა აქსესუარებს თავისუფლად შეინახავთ.

#სადვიცხოვრო: ბინა ორმაგი ანტრესოლით პლეხანოვზე

“The Quest” – Ström Architects-ის ნამუშევარი დიდ ბრიტანეთში