in

გაიგე, როგორ გეხმარება „თბილისი გარდენსი“ საახალწლო ჩანაფიქრების ასრულებაში

ახლა წელიწადის ის დროა, როდესაც განვლილ 12 თვეს თვალს გადავავლებთ ხოლმე, ვიხსენებთ, წლევანდელი სურვილებიდან, რა მოვიყვანეთ სისრულეში და რის გაუმჯობესებას ვისურვებდით. შემდეგ კი, მომავალი წლის ჩანაფიქრს ვწერთ, ვისახავთ ახალ მიზნებს და გულმოდგინედ ველით ახალ შესაძლებლობებს.

შესაძლოა, ეს უბრალო რიტუალი გეგონოთ, რომელსაც Facebook-ის სტატუსებში, წლის შეჯამების სახით, ხშირად შევხვდებით ხოლმე. თუმცა, კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ დასახული, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები და ოცნებები არ გააჩნიათ. რასაკვირველია, არც მიზნის მხოლოდ დაწერაა მისი ასრულების გარანტია.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, საახალწლო ჩანაფიქრის ნახევარზე მეტი არ სრულდებაო, წინასაახალწლო პერიოდი სურვილებზე დასაფიქრებლად მაინც საუცხოო დროა. ზოგს ოჯახთან მეტი დროის გატარება სურს, ზოგს – ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ახალი უნარების შეძენა, საქმიანობის დაწყება თუ სხვა. ყოველივე ამის მიღწევა მნიშვნელოვნად მარტივდება, როდესაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული. ახალი წლის ჩანაფიქრის ასრულება ბევრად მარტივია, თუკი თბილისი გარდენსში ცხოვრობთ – კომპლექსში, საამისოდ, ყველა პირობაა შექმნილი: სავარჯიშოდ – „თბილისი გარდენსის“ ფიტნეს ცენტრს შეგიძლიათ ეწვიოთ, ოჯახისთვის მეტი დროის დასათმობად და სუფთა ჰაერზე სასეირნოდ – 2-ჰექტარიანი ბაღითა და საბავშვო მოედნით ისარგებლებთ, ოლიმპიური აუზი, ბიზნეს-ლაუნჯიც თქვენ განკარგულებაში იქნება.

თბილისი გარდენსმა, საახალწლო სურვილების ასრულებაში მხარდაჭერა განიზრახა. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა მისალოცი ბარათები, რომლებზეც ახალი წლის სურვილების ჩამოწერა და სახლში, თვალსაჩინო ადგილას განთავსება შეგიძლიათ. იდეის ავტორების თქმით, საკუთარი თავისადმი ასეთი დანაპირები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ბარათების მიღება თბილისი გარდენსის ლობისა და გაყიდვების ოფისებში შეგიძლიათ. წინასაახალწლოდ, შეიქმნა მცირემეტრაჟიანი ვიდეორგოლებიც, სადაც თბილისი გარდენსის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები და მისალოც ბარათებზე დატანილი სურვილებია გაჟღერებული.

თუკი, გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ყველაფერ ამასთან სულ რამდენიმე სართული გაშორებთ, ვებგვერდზე Tbilisigardens.ge ჩასქროლეთ. იქვე ნახავთ თბილისი გარდენსის მეორე კომპლექსს, რომელიც მშენებლობის პროცესშია და შესაძლოა, სასურველ აპარტამენტებსაც მიაკვლიოთ. მანამდე – სურვილების ჩამოწერას, შემდეგ კი, მათ ასრულებას გისურვებთ.

[R]

2021 წელი ინტერიერის დიზაინის ჭრილში – თინათინ ძირკვაძის შეჯამება

ლორა ბილდე – სკანდინავიური მინიმალიზმის შთამომავალი დიზაინერი