in

“თბილისი გარდენსი”- ყველაფერი, რაც გჭირდება დღეს

საქართველოს პანდემია მთელი თავისი სიძლიერით გაზაფხულზე დაატყდა თავს – მაშინ, როცა ბუნება იღვიძებდა და ჩვენ-ჩვენი ბინებიდანაც შეგვეძლო გამწვანებული ქალაქის ნახვა. თუმცა, უცნობი ვირუსის გამო კარის ჩაკეტვა და თვითიზოლაციაში ყოფნა მოგვიწია. შეგვეზღუდა გადაადგილების, მუშაობის, ვარჯიშისა და სხვა უამრავი საქმიანობის თავისუფლება. კარანტინის პერიოდმა  მიგვახვედრა, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ემოციური ბალანსისთვის და წინ წამოწია ისეთი საცხოვრებელი კომპლექსების არსებობის საჭიროება, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობის ერთ სივრცეში განხორციელება იქნება შესაძლებელი.

სწორედ ასეთ დაძაბულ სოციალურ ფონზე კიდევ უფრო გამოიკვეთა სრულიად უნიკალური „თბილისი გარდენსის“ ნიუ-იორკული საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი, რომელიც თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, მიხეილ ასათიანის 6 ნომერში მდებარეობს და ქალაქს სრულიად აცოცხლებს. „თბილისი გარდენსის“ მომაჯადოვებელი, გამწვანებული და საოცნებო  პროექტით ტკბობა ვირტუალურად, ეკრანებიდან ცქერითაც კი უმარტივესია, რადგან ეს ცათამბჯენები ქართულ არქიტექტურაში სრულიად ახალ სიტყვას ამბობს.

„თბილისი გარდენსი“ ზღაპრულ პორტალს ჰგავს, რომელში შესვლისთანავე დაგავიწყდებათ, რომ დატვირთული და საქმიანი ქალაქის შუაგულში იმყოფებით. 2 ჰექტარზე გადაჭიმული ბაღი, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის ნამდვილი მშვენებაა, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკს მოგვაგონებს. მისი წყალობით ცათამბჯენები მუდამ ნიავდება და მის მაცხოვრებლებს ძალიან მრავალფეროვანი საცხოვრებელი გარემო ექმნებათ, რომელში სეირნობაცაა შესაძლებელი და ყოველი დათვალიერებისას შეიძლება აღმოვაჩინოთ რაიმე აქამდე უცნობი, ახალი და გამაოგნებელი.

ასათიანის #6-ში მდებარე ეს საცხოვრებელი კომპლექსი სხვა ისეთი გასაოცარი დეტალებითაც გამოირჩევა, რომლებსაც თბილისში სხვაგან ვერსად შევხვდებით – აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს კომფორტისთვის დასჭირდეს. შენობაში მდებარეობს 375 კვადრატული მეტრის ფართობის ფიტნეს ცენტრი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა და მისი გამოცდილი ინსტრუქტორები კომპლექსის მაცხოვრებელთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე თავდაუზოგავად ზრუნავენ.

აქვეა 1100 კვადრატული მეტრის ფართობის დარბაზი, რომელშიც ოლიმპიური და საბავშვო აუზები გვხვდება. წყლის თერაპია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, რომლითაც „თბილისი გარდენსის“ რეზიდენტები მთელი წლის განმავლობაში იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ყველასთვის ცნობილია თბილისში მანქანით გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთაგან უმთავრესი თბილისის გადატვირთულ ქუჩებში პარკინგია. „თბილისი გარდენსს“ საკუთარი უდიდესი პარკინგის სივრცე აქვს, რომელშიც თითოეული ბინისთვის საშუალოდ ორი ადგილია გამოყოფილი. ეს ბინის მფლობელებს კიდევ ერთ რთულად გადასაჭრელ პრობლემას არიდებს – მანქანით სარგებლობა ხდება კომფორტული და მოსახერხებელი.

„თბილისი გარდენსის“ პროექტის შედგენისას არქიტექტორებს არც მისი ყველაზე პატარა მაცხოვრებლები დავიწყებიათ – მათთვის აქვეა აგებული საბავშვო ბაღი, რომელშიც მათ ფერადი გარემო, მზრუნველი აღმზრდელები და ლაღი შემეცნებითი გარემო ელოდებათ.

მანამ, სანამ ბავშვები საბავშვო ბაღში ან ჯანსაღ, სუფთა პარკში ერთობიან,  მშობლებს თავისუფალი დრო რჩებათ მუშაობისთვის, რომელიც „თბილისი გარდენსის“ მრავალფუნქციური სივრცის წყალობით სასიამოვნო პროცესი ხდება და ეკარგება დამღლელი რუტინის სახე. საცხოვრებელი კომპლექსის ლობი, რომელიც კონსიერჟის მომსახურებითაა უზრუნველყოფილი, იდეალური ადგილია საქმიანი შეხვედრებისთვის.

სამუშაო დღეების შემდეგ ყველას სჭირდება განტვირთვა და სოციალიზაცია. ხმაურიანი, გრანდიოზული წვეულებების მოსაწყობად ყველაფრით აღჭურვილი ადგილის ძიება „თბილისი გარდენის“ მაცხოვრებლებს საერთოდ არ მოუწევთ – მისი ივენთ ჰოლი და მაგიური ტერასა თავისი საოცარი ხედით ზედგამოჭრილია დიდი შეხვედრებისა და ზეიმისათვის.

თუ ეს ყველაფერი [რატომღაც] ჯერ კიდევ არაა საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ “თბილისი გარდენსი“ თავის მომავალ მაცხოვრებლებზე ზრუნვით, ამერიკული სტანდარტების მიხედვითაა დაპროექტებული და აგებული, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის კომპანია და დიზაინერი, რომლებმაც ამ ინოვაციურ შენობებზე იმუშავეს.

„თბილისი გარდენსის“ პროექტი ებრაულ კომპანია MYS Architects-ს ეკუთვნის, რომლის რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით უნაკლო შენობებს უკავშირდება. სწორედ ამ ხარისხის წყალობით „თბილისი გარდენსის“ კონსტრუქცია გამოირჩევა ისეთი დეტალებით, როგორიცაა სისტემა რიგელების გარეშე, ბოილერებისა და ჰაერის კონდიცირების უნიკალური პროექტი, ალუმინით გაწყობილი ფასადი, უსაფრთხო საინჟინრო შახტები და ა.შ. აუცილებლად უნდა ითქვას „თბილისი გარდენსის“ უსაფრთხოების სისტემაზეც – შენობა სრულად შეესაბამება ამერიკულ NFPA სახანძრო და Eurocode 8-ს სეისმოლოგიურ ნორმებს, მისი სავენტილაციო სისტემები, ვიდეო კონტროლი, ნაგვის სისტემა და ენერგოეფექტურობა შეუდარებელია და თბილისში კონკურენტი არ ჰყავს.

საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერის დიზაინზე მსოფლიოში აღიარებულმა ამერიკელმა დიზაინერმა, ვინსენტ ვულფმა იზრუნა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს და რომლის სახელსაც ისეთი ლეგენდარული ნამუშევრები უკავშირდება, როგორებიცაა Manhattan House Lobby, Lorien Hotel, Liberty National Golf Club და სხვა უამრავი. ვულფი უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია და მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორების სიაში შედის. ის Elle Décor-ის სამყაროს ყველაზე გავლენიანი დიზაინერების სათავეშია, დასახელებულია  ნიუ-იორკის ტოპ 50 დიზაინერს შორის და House Beautiful-ის მიხედვით, 10 ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერს შორისაა. ვინსენტ ვულფის მრავალფეროვანი, უზადო გემოვნება და თითქმის ორმოცწლიანი გლობალური გამოცდილება სხვა ინტერიერის დიზაინერებისთვის მისაბაძია. მეტიც – მისი საავტორო 5 წიგნი სხვადასხვა უნივერსიტეტში სასწავლო სახელმძღვანელოდაც გამოიყენება. „თბილისი გარდენსის“ ყველა სივრცის ინტერიერზე ვულფმა იმუშავა, რამაც, ბუნებრივია, საბოლოოდ თბილისის ყველაზე მომაჯადოვებელი საცხოვრებელი კომპლექსს აჩუქა სიცოცხლე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაგვეთანხმებით, რომ „თბილისი გარდენსში“ ცხოვრება ყველასთვის ბედნიერების გარანტიაა. პანდემიამ გვასწავლა, რომ ჩვენი მუდმივი საცხოვრებელი უფრო დაკვირვებით უნდა ავარჩიოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ მის კომფორტულობასა და მულტიფუნქციურობას ვერავითარი საშიშროება ვერ დაემუქრება. დაცულ, ჯანსაღ, ლამაზ და შთამაგონებელ საცხოვრებელ კომპლექსში ამჟამად ხუთი ბინაა დარჩენილი, თუმცა მალე ამავე ტერიტორიაზე მეორე ცათამბჯენიც შენდება, რომელიც იდეალურად ერგება კომპოზიციას. მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

[R]

“მშრალი ხიდი” აგებიდან დღემდე

ქარიზმატული აპარტამენტები ესპანეთში