in

ქარიზმატული აპარტამენტები ესპანეთში

Banner M2
Banner M2

Lab House – მა ახლახანს დაასრულა პროექტი, რომელიც ესპანეთში, მერსის რეგიონში მდებარე ბინის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას გულისხმობდა. ბინა ახალი გარემონტებული იყო, თუმცა მის მეპატრონეს ის არ მოეწონა და დახმარებისთვის არქიტექტორ ლორა ორტინს (Laura Ortín) მიმართეს. ყველა ახალი მასალა, რომელიც წინამორბედებმა რემონტის დროს გამოიყენეს, ერთგვარ სირთულეს წარმოადგენდა. მათი მოხსნა და ახალი მასალის ხმარება დამატებით დიდ ხარჯებს გამოიწვევდა, ამიტომაც შემუშავდა გეგმა, რომელიც არსებული მასალების გამოყენებასა და ახლის დამატებას გულისხმობდა. ბინის 60 პროცენტი – მათ შორის სასტუმრო ოთახი და მთავარი საძინებელი – გადაკეთდა. სამზარეულო, საძინებელი და სააბაზანო ოთახი დატოვეს ისე, როგორც იყო.

ახალი სასტუმრო ოთახი იმგვარადაა დაპროექტებული, რომ მესაკუთრის გატაცებებს შეესატყვისებოდეს. ეს დიზაინერმა მოდულური დივანის საშუალებით მოახერხა, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლება გადაადგილდეს. ლაკირებული ტიხარი დაფარულია ნახევრადმრგვალი ხის პანელებით, რომლებიც  მასზე არეკლილი შუქის მიხედვით ელფერებს იცვლის. ისინი კინოფილმების ყურების დროს ხმის შთანთქვასაც უზრუნველყოფენ. ერთიანობაში, ღია გახსნილი სივრცე  ყველა თეთრ ზედაპირთან ერთად, ნათელი კედლებითა და გეომეტრიული დივანით შთამბეჭდავად გამოიყურება.

მალისებრი ტიხრის უკან მთავარი საძინებელია, რომელიც მკაცრ, მაგრამ თანამედროვე სტილშია გაფორმებული. ხის იატაკს ლურჯი მიკროცემენტის ჩანართები აქვს, რომელიც წყლის დინების იმიტაციას ქმნის და სააბაზანო ოთახის სივრცის აქცენტირებას იდეალურად ახდენს.

კარადის წინა ნაწილში არსებული ფარდის გამყოფი და ამოზნექილი შუშის კარი სააბაზანო ოთახის ჭერზე არსებულ არქიტექტურულ ელემენტს იმეორებს.

 

ფოტოები: David Frutos

“თბილისი გარდენსი”- ყველაფერი, რაც გჭირდება დღეს

როგორ ავიცილოთ “მტირალა ფანჯრის” ეფექტი