in

როგორ ავიცილოთ “მტირალა ფანჯრის” ეფექტი

ფანჯარაზე კონდენსატის გაჩენა ანუ ე.წ. “მტირალა ფანჯრები” არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა და დაგვეთანმებით, ფრიად არასასიამოვნო. დიდი რაოდენობით კონდენსატს კედლებზე სოკოს გაჩენაც კი შეუძლია. ჩვენ „როტო ჯორჯიასთან“ ერთად შევეცდებით გაგაცნოთ კონდენსატის გაჩენის მიზეზები და შემოგთავაზოთ მისი აღმოფხვრის გზები.

კონდენსატის წარმოქმნა დაკავშირებულია ჰაერის ტენიანობასთან, ტემპერატურასთან და იმ ზედაპირის ტემპერატურასთან, რომელსაც ის ეხება. ტენით გაჯერებული ჰაერი ცივ ზედაპირთან შეხებისას მასზე ცვარის წვეთებს წარმოქმნის. არსებობს თანაფარდობა და სპეციალური ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს თუ რა ტენიანობის უნდა იყოს ჰაერი და რა ტემპერატურის ზედაპირი, რომ კონდესატი წარმოიქმნას. მას ცვარის წარმოქმნის წერტილი ეწოდება. სწორად დაყენებული ფანჯრების შემთხვევაში, კონდენსატის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, შემდეგ მოქმედებებს უნდა მივმართოთ:

  1. შევამციროთ ოთახში ტენიანობის დონე. ეს შესაძლებელია ოთახის რეგულარული განიავებით ან სავენტილაციო სისტემის მოწყობით, რომელიც სახლში დაგროვილი ტენის გარეთ გატანას უზრუნველყოფს.
  2. ოთახის ტემპერატურასა და ფანჯრის ზედაპირს შორის ტემპერატურული სხვაობის შემცირებით, რაც შესაძლებელია ორსაკნიანი მინაპაკეტის დაყენებით ან ფანჯრებზე დამატებით თბოსაიზოლაციო ფენის დატანით.
  3. ორივე ღონისძიების ერთად ჩატარებით.

მაგალითისთვის, ჩვენი ფორმულის მიხედვით, თუ ოთახში ტემპერატურა 21 გრადუსია, ხოლო მასში არსებული ჰაერის ტენიანობა 70 პროცენტი, მაშინ ზედაპირზე ცვარის წარმოშობის ტემპერატურა შეადგენს 15,3 გრადუსს. გამოთვლიდან ჩანს, რომ კონდენსატის ზედაპირზე გაჩენის აცილების მიზნით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ოთახში ნებისმიერი ზედაპირი 15,3 გრადუსზე მეტად იყოს გამთბარი.

ქარიზმატული აპარტამენტები ესპანეთში

კეთილსინდისიერი ხელოსნის არჩევის 6 წესი