in

11 ადგილი თბილისში, სადაც სააბაზანოს ონკანებს შეიძენთ

თუ აბაზანის მოპირკეთებასა და განახლებაზე ფიქრობთ, მაღალი ხარისხის სააბაზანო აქსესუარები უნდა შეარჩიოთ, რადგან მათ ყოველდღიურად იყენებთ. ამ აქსესუარებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ონკანი, რომელიც სააბაზანოს აუცილებელი ატრიბუტია. ხარისხთან ერთად, აუცილებელია, მისი გარეგნული მახასიათებლებიც გაითვალისწინოთ, რათა ინტერიერი ბევრად უფრო მიმზიდველი და მყუდრო გახდეს. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც ონკანების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.

1. VitrA Georgia

თურქული ბრენდის, „VitrA“-ს პროდუქციის შეძენა „VitrA Georgia“-ს შოურუმში შეგიძლიათ, სადაც სააბაზანო აქსესუარების დიდი არჩევანი დაგხვდებათ. მრავალფეროვანი ონკანები სააბაზანოს განახლებაში დაგეხმარებათ და ხანგრძლივად უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს.

2. გალერეა დემასი

გალერეა დემასი“ ის ადგილია, რომელიც რემონტის პროცესში აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მრავალ საჭირო მასალასთან ერთად, შოურუმში ონკანების მრავალფეროვანი კოლექციაც დაგხვდებათ.

3. იდეალი

განსხვავებული დიზაინის, ფორმისა და ფერის ონკანების შეძენას შეძლებთ „იდეალის“ შოურუმში. აქ შერჩეული აქსესუარები თქვენს სააბაზანოს გამორჩეულ ადგილად აქცევს.

4. ROXY Georgia

სააბაზანო ოთახი ინტერიერის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია, რომელიც დიდი ყურადღებით უნდა მოაწყოთ. აუცილებელია, სააბაზანო აქსესუარები ხარისხით გამოირჩეოდეს. მდგრადი და გამძლე პროდუქციის შესაძენად „ROXY Georgia“-ს უნდა ესტუმროთ.

5. Mihouse

რემონტისთვის საჭირო არაერთ მნიშვნელოვან პროდუქტთან ერთად, „Mihouse“-ში ონკანების დიდი არჩევანიც დაგხვდებათ. თქვენს გემოვნებაზე მორგებული მოდელის შერჩევა აქ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

6. მოდუსი

ონკანის შერჩევისას, ხარისხთან ერთად, მისი იერსახეც მნიშვნელოვანია. ონკანმა აბაზანის ინტერიერი კიდევ უფრო მომხიბვლელი უნდა გახადოს. საინტერესო  და დახვეწილი დიზაინის ონკანების შერჩევა „მოდუსის“ შოურუმში შეგიძლიათ.

7. აქვარუმი

აქვარუმი“ „Grohe“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი მრავალფეროვან, დახვეწილ და ხარისხიან ონკანებს გთავაზობთ, რომლებიც თქვენს აბაზანას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შესძენს.

8. დომინო

დომინო“ ონკანების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ ყველაფერს შეხვდებით, რაც სააბაზანო ოთახის მოპირკეთებისთვის დაგჭირდებათ. ამიტომაც, თუ აბაზანის განახლებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, ეს ადგილიც მოინახულოთ.

9. მაქსთერმი

მაქსთერმში” ონკანების მრავალფეროვან მოდელებს შეხვდებით სხვადასხვა საფასო კატეგორიიდან. ეს დაგეხმარებათ, თქვენთვის სასურველი პროდუქტი სწრაფად და მარტივად შეარჩიოთ.

10. Belle Maison

სააბაზანო ის ადგილია, რომლის მოსაპირკეთებლად თანხის დაზოგვა ნამდვილად არ ღირს. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ხარისხიან მასალასა და აქსესუარებს. პრემიუმ კლასის პროდუქციის საუკეთესო არჩევანს „Belle Maison“-ი გთავაზობთ

11. Bagno Design 

სააბაზანო აქსესუარების უმაღლესი კლასის პროდუქციას შეხვდებით „Bagno Design“-შიც, სადაც, ხარისხიანთან ერთად, ესთეტიკურად დახვეწილ, გამორჩეულ და მოდელებს შეიძენთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ინდივიდუალიზმი როგორც დიზაინის მთავარი ფილოსოფია – ინტერვიუ მაია ადამიასთან

NEXT-ი ბათუმში მორიგი ინოვაციური პროექტით NEXT ADDRESS