in

სად შევიძინოთ ხელოვნური ნაძვის ხე – Homeis.ge-ს 6 რჩეული მაღაზია თბილისში

წლის ყველაზე ბედნიერი სეზონის მოახლოვება იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვაზე უნდა დაიწყოთ ფიქრი. ვის რა ვაჩუქოთ? რა კერძები მოვამზადოთ ახალი წლის ღამის სუფრისთვის? და რა თქმა უნდა, სად შევიძინოთ ნაძვის ხე? დღეს სწორედ ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს და ჩვენს რჩეულ მაღაზიებს დაგისახელებთ:

Motif

მოტიფი 1996 წელს დაარსებული პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში იტალიური და სხვა საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდები წარმოადგინა. დღესდღეობით კომპანიის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ინტერიერის დიზაინს და შოურუმს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია. ამ მხრივ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს შოურუმში არსებული პრემიუმ ხაზის ნაძვის ხეები, რომლებიც ფაქტობრივად, დიზაინ ობიექტებს წარმოადგენენ და ნებისმიერ ინტერიერს საუცხოო ელფერს სძენენ.

Ambience

ამბიენსი თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი შოურუმია, რომელიც ქართველ მომხმარებელს ყოველთვის გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას მაღაზიაში წარმოდგენილი საახალწლო კოლექცია იქცევს. ამბიენსში ულამაზესი, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ვიზუალის მქონე ხელოვნური ნაძვების დიდ არჩევანს ვხვდებით, რომელთა ფასები 2600 ლარიდან 8500 ლარამდე მერყეობს.

Coincasa Georgia

Coincasa იტალიური ბრენდია, რომელიც სახლის დეკორის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. კომპანიის საახალწლო კოლექცია წელსაც ტრადიციულად განსაკუთრებულია. მაღაზიაში წარმოდგენილი ნაძვის ხეების საფასო დიაპაზონი 650 ლარიდან 1300 ლარამდე მერყეობს.

Super

კიდევ ერთი მაღაზია, სადაც ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, სუპერის ქსელია. აქ მომხმარებელს ყოველწლიურად საახალწლო დეკორაციების უდიდესი არჩევანი ხვდება. გამონაკლისი არც ამჯერად გვაქვს. კომანიაში ნაძვის ხეების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ქალაქის მასშტაბით არსებულ შოურუმებში. სუპერში წარმოდგენილი ხელოვნური ნაძვების ფასები 294-დან 3457 ლარამდე მერყეობს.

ჰოუმ 

ჰოუმი საოჯახო ნივთებისა და საახალწლო აქსესუარების კიდევ ერთი მაღაზიაა თბილისში. აქ წარმოდგენილი საშობაო კოლექცია წელსაც ტრადიციულად თვალის მომჭრელია. ჰოუმის ფილიალებში მომხმარებელი საინტერესო ვიზუალის მქონე ნაძვის ხეებს იხილავს, რომელთა შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი. აღნიშნული პროდუქციის ფასები 480-დან 3500 ლარამდე მერყეობს.

Extra.ge

კიდევ ერთი იდეალური გზა ნაძვის ხის შესაძენად ონლაინ შოპინგია. ამ მხრივ ჩვენი რჩეულია extra.ge-ს პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად გვთავაზობს ყველა იმ ნივთვის შეძენას, “რაც გაგვიხარდება”. extra.ge-ზე წარმოდგენილი სტანდარტული ზომის ნაძვის ხეების შეძენა 49-დან 1249 ლარამდე დიაპაზონშია შესაძლებელი.

სკანდინავიური მინიმალიზმი გიოტებურგში მდებარე ბინაში

ჯენი გენგი – თანამედროვე ფორმების არქიტექტორი