in

საგარდერობო ოთახის ორგანიზება — ხრიკები, რომლებიც უნდა იცოდეთ

როგორც ბევრ რამეში, ასევე დალაგებაშიც არსებობს გზები, რომ ეს პროცესი სასიამოვნო და სახალისო საქმიანობად აქციოთ. საბოლოო შედეგები იქნება დამაკმაყოფილებელი და თქვენი სივრცით მაქსიმალურად სარგებლობას შეძლებთ მიუხედავად იმისა, პატარა ბინაში ცხოვრობთ, თუ გამოყოფილი გარდერობი გაქვთ.

საუკეთესო გზა დასაწყებად? რა თქმა უნდა, მიზნის სრულად გააზრება! აზრი არ აქვს რეორგანიზაციის პროცესის დაწყებას მანამ, სანამ კარგად არ ჩამოაყალიბებთ, თუ რა გჭირდებათ (ან გსურთ).

გარდერობის ორგანიზების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო გზა შეიძლება იყოს მისი ტანსაცმლის ბუტიკის მსგავსად მოწყობა. სივრცის ლამაზად, ესთეტიკურად ორგანიზების შედეგად თქვენ დაგეუფლებათ შეგრძნება, რომ ყოველ დღე ახალ ტანსაცმელს ყიდულობთ. ახლა კი მოდით, კონკრეტულ რჩევებზე გადავიდეთ.

  • მოაწყვეთ თქვენი გარდერობი ფერების მიხედვით — შედეგად, მისი ვიზუალური მხარე უფრო სახალისო გახდება, ნივთების ხელახლა მოწესრიგება კი გამარტივდება.
  • თუ გარდერობისთვის უფრო დიდი სივრცე გაქვთ გამოყოფილი, მაშინ ნივთები ჯერ ტიპის ან ფუნქციის, შემდეგ კი ქვესექციების მიხედვით დაალაგეთ. კატეგორიები შეიძლება მოიცავდეს პერანგებს, შარვლებს, ქურთუკებს, ყოველდღიურ და ოფიციალურ ტანსაცმელს. რაც შეეხება კაბებს, შეგიძლიათ ისინი სიგრძის მიხედვით დაკიდოთ — ყველაზე მოკლე — წინ, გრძელი კი — უკან.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი ტანსაცმლის საკიდები ერთ მხარეს არის მიმართული — ეს ერთგვაროვნების განცდას შექმნის და გარდერობს უფრო მოწესრიგებულს გახდის. თუ ცაცია ხართ, დარწმუნდით, რომ თქვენი ტანსაცმელი მარჯვნივ არის მიმართული და პირიქით, თუ მემარჯვენე ხართ.

  • გამოიყენეთ შეხამებული საკიდები. ეს ყველაფერს უფრო მოწესრიგებულს გახდის და წესრიგისა და თანმიმდევრობის შინაგან გრძნობას შექმნის. მაღალი ხარისხის საკიდები თქვენი ტანსაცმლის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ხის საკიდები ყოველთვის ჭკვიანურად გამოიყურება, ხოლო ხავერდოვანი საკიდები აბრეშუმის სამოსს ჩამოცურების საშუალებას არ აძლევს.
  • ყოველთვის აშკარა არ არის ტანსაცმელი უნდა ჩამოკიდოთ, თუ დაკეცოთ. აბრეშუმის, ტილოსა და ბამბის სამოსი, სავარაუდოდ, ნაკეცებს გაიჩენს, ამიტომ სჯობს ისინი საკიდზე დაკიდოთ. ქაშმირის ჯემპრების ან რაიმე ელასტიკურის დაკიდება კი ცუდი იდეაა, რადგან საკიდზე დიდხანს მოთავსების შედეგად, ისინი შეიძლება დეფორმირდეს. ყოველთვის დაკეცეთ ჯინსი და მძიმე შარვლები, რადგან მათი ჩამოკიდება საჭირო არ არის და ეს ადგილის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
  • თუ ბევრი უჯრა არ გაქვთ, მაშინ ტანსაცმლის დასაკიდი ორგანიზატორები შეიძინეთ, რათა გარდერობის სივრცე მაქსიმალურად გამოიყენოთ.
  • ძირითადი სივრცეები იმ სამოსისთვის გამოიყენეთ, რომელსაც ხშირად იცვამთ. დაყავით ტანსაცმელი სეზონების მიხედვით – ზაფხულში ზამთრის სამოსი შეინახეთ, ზამთარში კი — ზაფხულის. მცირე სივრცის შემთხვევაში ადგილის დაზოგვასთან ერთად, ეს წესრიგის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

  • თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კაუჭები წებოვანი სამაგრით, დამატებითი საკიდი სივრცის შესაქმნელად — ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას აქსესუარებისთვის, როგორიცაა შარფები და ქუდები.
  • ფეხსაცმელი, რომელსაც რეგულარულად არ იყენებთ, მუყაოს ყუთებში მოათავსეთ — ეს მათ მტვრისგან დაიცავს. ასევე შეგიძლიათ ყუთებს გარედან ეტიკეტები მიაკრათ, რათა გახსნის გარეშეც იცოდეთ, თუ რომელი ფეხსაცმელი დევს თითოეულ მათგანში.
  • იქონიეთ პატარა კალათა, რომელშიც მოათავსებთ გარდერობისთვის აუცილებელ ნივთებს — ტანსაცმლის საწმენდს, მაკრატელს, ლენტს და ა. შ.
  • თუ ხელჩანთას რეგულარულად იყენებთ, იქონიეთ პატარა კალათა იმ აუცილებელი ნივთებისთვის, რომლებსაც მასში ათავსებთ, იქნება ეს საფულე, მობილური ტელეფონის დამტენი თუ სხვა რამ, რათა ჩანთების შეცვლა შეუფერხებლად შეძლოთ.
  • გარდერობის კარზე სარკე მოათავსეთ, რათა ტანსაცმლის მოსინჯვის დროს საკუთარი გარეგნობა სრულად აღიქვათ.

კინოთი შთაგონებული არქიტექტურა – ინტერვიუ სანდრო თაყაიშვილთან

ოსკარ ნიმეიერი — პრიცკერის პრემიის მფლობელი ბრაზილიელი არქიტექტორი